https://sputnik-georgia.com/20230327/ia-giguasvili-276132442.html
გოგონა დაფდაფებით, ანუ როცა სამშობლოს სიყვარული საქმეებზე აისახება
გოგონა დაფდაფებით, ანუ როცა სამშობლოს სიყვარული საქმეებზე აისახება
Sputnik საქართველო
ამ მასალის გმირი ია გიგუაშვილია, გოგონა, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს ოცნება აისრულა და დაფდაფებზე დაკვრა პროფესიონალურად შეისწავლა. 27.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-27T13:24+0400
2023-03-27T13:24+0400
2023-03-27T16:37+0400
ინტერვიუ
საინტერესო ადამიანები
ქართველები უცხოეთში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24101/92/241019246_0:0:2049:1153_1920x0_80_0_0_e1aeaa48d556691cb44107d32c9fc716.jpg
მუსიკოსების ოჯახში დაიბადა, მამა ოპერის თეატრში ორკესტრის დასარტყამი საკრავების ჯგუფში მუშაობდა. ამიტომ მისი ბავშვობა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთანაა დაკავშირებული. იმ დროს თავად ვიოლინოზე უკრავდა, მისი ძმა – დაფდაფებზე. მასთან ერთად აითვისა მარიმბაც, რომელიც მეოცე საუკუნის ინსტრუმენტია და ბევრს მისი ჟღერადობა არც მოუსმენია.ერთი პერიოდი თბილისის ოპერის თეატრში და ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრში მუშაობდა. დღეს გერმანიაში ცხოვრობს. ერთადერთი ქართველი სტუდენტი იყო, რომელიც საარბრიუკენის მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობდა.– ია, როდის და როგორ გააკეთეთ ორ ინსტრუმენტს შორის არჩევანი?- დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ორ მუსიკალურ სკოლაში პარალელურად ვსწავლობდი. ჩემი ინიციატივით ჩავაბარე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის N1 ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში (ნიჭიერთა ათწლედში), სადაც მამა პედაგოგად მუშაობდა. გადატვირთული გრაფიკის გამო ვხვდებოდი, რომ არჩევანი ერთ-ერთ ინსტრუმენტზე უნდა შემეჩერებინა. ამიტომაც შვიდი წლის შემდეგ, როგორც კი მუსიკალური სკოლა დავამთავრე, გადავწყვიტე სწავლა დასარტყამ ინსტრუმენტზე გამეგრძელებინა. ძალიან მომწონდა ის ამბავი, რომ ხან მამა მამეცადინებდა, ხან ჩემი უფროსი ძმა. დროთა განმავლობაში მამასთან და ძმასთან დაკვრის სურვილი ოცნებად გადამექცა.– აისრულეთ ოცნება?- დასარტყამ საკრავებზე დაკვრა შედარებით გვიან დავიწყე, ამიტომ ყველაფერს მამისა და ძმისგან ვსწავლობდი. ისინი იყვნენ ჩემი პედაგოგებიც და კერპებიც. რაც შეეხება ოცნებას, 2016 წლის 20 ოქტომბრის კონცერტზე ავიხდინე და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ძმასთან და მამასთან ერთად დავუკარი. მაშინ შევასრულეთ კომპოზიტორ ჟივკოვიჩის ნაწარმოები Trio Per Uno. იმ კონცერტს დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ინგლისის საელჩოსა და საპატრიარქოს წარმომადგენლები. ეს კონცერტი არასოდეს დამავიწყდება.- როგორი სტუდენტობა გქონდათ საარბრიუკენის უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელში?- საზღვარგარეთ სწავლაზე ყოველთვის ვოცნებობდი. 2017 წლის ზაფხულში ჩავაბარე გერმანიის ქალაქ საარბრიუკენში მუსიკის უმაღლეს სასწავლებელში, სადაც იმავე წლის ოქტომბრიდან დავიწყე სწავლა. დასარტყამი საკრავების კლასში ექვს სტუდენტს შორის მარტო მე ვიყავი უცხოელი, დანარჩენები გერმანელები იყვნენ. ჩემი აზრით, ეს სასწავლებელი ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის სრულყოფილი ადგილია. ჩემი მიზანი იყო გერმანიის სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური სტილისა და ტენდენციების შესწავლა, ასევე მუსიკალური და ენობრივი უნარ-ჩვევების გაფართოება. ბედნიერი ვარ, რომ მაქვს იმის საშუალება, რომ ჩემი საყვარელი საქართველო წარვადგინო, ეს ჩემთვის საკმაოდ საპასუხისმგებლოა და ამავდროულად დიდი პატივიც.- როცა საქართველოზე ფიქრობთ, რა გახსენდებათ?- როცა საქართველოზე ვფიქრობ, ხშირად მახსენდება, როცა სხვადასხვა კონცერტებზე მამას, გიოს და მე ერთად დაკვრა გვიწევდა. ჩვენი კოლეგა მუსიკოსები ხუმრობით გვეუბნებოდნენ, დედასაც ასწავლეთ და კვარტეტი გააკეთეთო. მიხარია, რომ საშუალება მაქვს უცხოელ მონაწილეებს შორის საქართველო წარვადგინო, იქაური პედაგოგების გამოცდილება მივიღო და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო დარბაზებში დავუკრა. ძალიან მინდა, რომ გერმანელების მსგავსად ქართველებსაც არ დაგვეზაროს შრომა და ჩვენი სიყვარული სამშობლოს მიმართ საქმეებზეც აისახოს…ნინო მამულაშვილი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24101/92/241019246_0:0:1717:1288_1920x0_80_0_0_0ca860c84b48f62c275e3f8ff7595ff5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები , ქართველები უცხოეთში
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები , ქართველები უცხოეთში
გოგონა დაფდაფებით, ანუ როცა სამშობლოს სიყვარული საქმეებზე აისახება
13:24 27.03.2023 (განახლებულია: 16:37 27.03.2023) ამ მასალის გმირი ია გიგუაშვილია, გოგონა, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს ოცნება აისრულა და დაფდაფებზე დაკვრა პროფესიონალურად შეისწავლა.
მუსიკოსების ოჯახში დაიბადა, მამა ოპერის თეატრში ორკესტრის დასარტყამი საკრავების ჯგუფში მუშაობდა. ამიტომ მისი ბავშვობა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთანაა დაკავშირებული. იმ დროს თავად ვიოლინოზე უკრავდა, მისი ძმა – დაფდაფებზე. მასთან ერთად აითვისა მარიმბაც, რომელიც მეოცე საუკუნის ინსტრუმენტია და ბევრს მისი ჟღერადობა არც მოუსმენია.
ერთი პერიოდი თბილისის ოპერის თეატრში და ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრში მუშაობდა. დღეს გერმანიაში ცხოვრობს. ერთადერთი ქართველი სტუდენტი იყო, რომელიც საარბრიუკენის მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობდა.
– ია, როდის და როგორ გააკეთეთ ორ ინსტრუმენტს შორის არჩევანი?
- დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ორ მუსიკალურ სკოლაში პარალელურად ვსწავლობდი. ჩემი ინიციატივით ჩავაბარე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის N1 ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში (ნიჭიერთა ათწლედში), სადაც მამა პედაგოგად მუშაობდა. გადატვირთული გრაფიკის გამო ვხვდებოდი, რომ არჩევანი ერთ-ერთ ინსტრუმენტზე უნდა შემეჩერებინა. ამიტომაც შვიდი წლის შემდეგ, როგორც კი მუსიკალური სკოლა დავამთავრე, გადავწყვიტე სწავლა დასარტყამ ინსტრუმენტზე გამეგრძელებინა. ძალიან მომწონდა ის ამბავი, რომ ხან მამა მამეცადინებდა, ხან ჩემი უფროსი ძმა. დროთა განმავლობაში მამასთან და ძმასთან დაკვრის სურვილი ოცნებად გადამექცა.
- დასარტყამ საკრავებზე დაკვრა შედარებით გვიან დავიწყე, ამიტომ ყველაფერს მამისა და ძმისგან ვსწავლობდი. ისინი იყვნენ ჩემი პედაგოგებიც და კერპებიც. რაც შეეხება ოცნებას, 2016 წლის 20 ოქტომბრის კონცერტზე ავიხდინე და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ძმასთან და მამასთან ერთად დავუკარი. მაშინ შევასრულეთ კომპოზიტორ ჟივკოვიჩის ნაწარმოები Trio Per Uno. იმ კონცერტს დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ინგლისის საელჩოსა და საპატრიარქოს წარმომადგენლები. ეს კონცერტი არასოდეს დამავიწყდება.
- როგორი სტუდენტობა გქონდათ საარბრიუკენის უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელში?
- საზღვარგარეთ სწავლაზე ყოველთვის ვოცნებობდი. 2017 წლის ზაფხულში ჩავაბარე გერმანიის ქალაქ საარბრიუკენში მუსიკის უმაღლეს სასწავლებელში, სადაც იმავე წლის ოქტომბრიდან დავიწყე სწავლა. დასარტყამი საკრავების კლასში ექვს სტუდენტს შორის მარტო მე ვიყავი უცხოელი, დანარჩენები გერმანელები იყვნენ. ჩემი აზრით, ეს სასწავლებელი ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის სრულყოფილი ადგილია. ჩემი მიზანი იყო გერმანიის სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური სტილისა და ტენდენციების შესწავლა, ასევე მუსიკალური და ენობრივი უნარ-ჩვევების გაფართოება. ბედნიერი ვარ, რომ მაქვს იმის საშუალება, რომ ჩემი საყვარელი საქართველო წარვადგინო, ეს ჩემთვის საკმაოდ საპასუხისმგებლოა და ამავდროულად დიდი პატივიც.
- როცა საქართველოზე ფიქრობთ, რა გახსენდებათ?
- როცა საქართველოზე ვფიქრობ, ხშირად მახსენდება, როცა სხვადასხვა კონცერტებზე მამას, გიოს და მე ერთად დაკვრა გვიწევდა. ჩვენი კოლეგა მუსიკოსები ხუმრობით გვეუბნებოდნენ, დედასაც ასწავლეთ და კვარტეტი გააკეთეთო. მიხარია, რომ საშუალება მაქვს უცხოელ მონაწილეებს შორის საქართველო წარვადგინო, იქაური პედაგოგების გამოცდილება მივიღო და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო დარბაზებში დავუკრა. ძალიან მინდა, რომ გერმანელების მსგავსად ქართველებსაც არ დაგვეზაროს შრომა და ჩვენი სიყვარული სამშობლოს მიმართ საქმეებზეც აისახოს…