https://sputnik-georgia.com/20230326/ssf-riskebi-msoflio-finansuri-stabilurobistvis-gaizarda-276117781.html
სსფ: რისკები მსოფლიო ფინანსური სტაბილურობისთვის გაიზარდა
სსფ: რისკები მსოფლიო ფინანსური სტაბილურობისთვის გაიზარდა
Sputnik საქართველო
ეკონომიკური ზრდის შენელება ფულად–საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრების შედეგად ეკონომიკური აქტიურობის დამუხრუჭებამ გამოიწვია, განაცხადა სსფ–ის ხელმძღვანელმა. 26.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-26T17:24+0400
2023-03-26T17:24+0400
2023-07-20T15:50+0400
ეკონომიკა
ახალი ამბები
საერთაშორისო სავალუტო ფონდი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24805/01/248050124_0:0:3101:1745_1920x0_80_0_0_8d78a7aad9a0ce28c581dfdcec76ba0a.jpg
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. გაზაფხული გლობალური ეკონომიკისთვის ჯერ არ დამდგარა, რისკები ფინანსური სტაბილურობისთვის შესამჩნევად გაიზარდა, განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) განმკარგულებელმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ კვირას, პეკინში ჩინეთის განვითარების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის შენელება გამოიწვია პანდემიის ხანგრძლივმა შედეგებმა, რუსულ–უკრაინულმა კონფლიქტმა, ეკონომიკური აქტიურობის დამუხრუჭებამ ფულად–საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრების შედეგად.„გლობალურ ეკონომიკაში გაზაფხული ჯერ არ დამდგარა“, – განაცხადა გეორგიევამ.მან ასევე შეშფოთება გამოთქვა „დიდი გაურკვევლობის“ გამო, რომელსაც გლობალური ეკონომიკა აწყდება. მისი თქმით, გეოეკონომიკურმა ფრაგმენტაციამ შესაძლოა მსოფლიო ერთმანეთს დაპირისპირებულ ეკონომიკურ ბლოკებად დაანაწევროს, რაც მოიტანს იმას, რომ თითოეული ადამიანი მსფოლიოში უფრო გაღარიბდება და ნაკლებად დაცული იქნება.გეორგიევამ ასევე აღნიშნა, რომ შესამჩნევად გაიზარდა რისკები ფინანსური სტაბილურობისთვის.სსფ 2023 წლის მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზს არ გააუარესებს>>„საპროცენტო განაკვეთების გაზრდა აუცილებელი იყო ინფლაციასთან ბრძოლისთვის, თუმცა მაღალი დონის დავალიანების პირობებში სწრაფი გადასვლა დაბალ საპროცენტო განაკვეთებზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა, აუცილებლად გამოიწვევს ზეწოლასა და დაუცველობას“, – განაცხადა მან.უფრო ადრე საერთაშორისო ეკონომიკური გაცვლების ჩინური ცენტრის დიურექტორის მოადგილემ ჩჟუ მინმა განაცხადა, რომ კალიფორმიული Silicon Valley Bank–ის გაკოტრება, მათ შორის, უკავშირდება იმას, რომ მსოფლიოში საპროცენტო განაკვეთების ყველაზე დიდი ზრდაა მსოფლიოში – 500 საბაზო პუნქტით ბოლო 12 თვეში.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24805/01/248050124_122:0:2853:2048_1920x0_80_0_0_88ed85c50892a727bfbbd6c5305be03d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, ახალი ამბები, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიოს ახალი ამბები
ეკონომიკა, ახალი ამბები, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიოს ახალი ამბები
სსფ: რისკები მსოფლიო ფინანსური სტაბილურობისთვის გაიზარდა
17:24 26.03.2023 (განახლებულია: 15:50 20.07.2023) ეკონომიკური ზრდის შენელება ფულად–საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრების შედეგად ეკონომიკური აქტიურობის დამუხრუჭებამ გამოიწვია, განაცხადა სსფ–ის ხელმძღვანელმა.
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. გაზაფხული გლობალური ეკონომიკისთვის ჯერ არ დამდგარა, რისკები ფინანსური სტაბილურობისთვის შესამჩნევად გაიზარდა, განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) განმკარგულებელმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ კვირას, პეკინში ჩინეთის განვითარების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
„სავარაუდოდ, წელს გლობალური ეკონომიკური ზრდა 3%–ზე ქვევით დონემდე შენელდება. წინასწარი დათვლებით, მაჩვენებლები 2024 წელს შეიძლება გაუმჯობესდეს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ის ნაკლები იქნება საშუალო ისტორიულ მაჩვენებელზე – 3,8%“, – განაცხადა გეორგიევამ.
მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის შენელება გამოიწვია პანდემიის ხანგრძლივმა შედეგებმა, რუსულ–უკრაინულმა კონფლიქტმა, ეკონომიკური აქტიურობის დამუხრუჭებამ ფულად–საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრების შედეგად.
„გლობალურ ეკონომიკაში გაზაფხული ჯერ არ დამდგარა“, – განაცხადა გეორგიევამ.
მან ასევე შეშფოთება გამოთქვა „დიდი გაურკვევლობის“ გამო, რომელსაც გლობალური ეკონომიკა აწყდება. მისი თქმით, გეოეკონომიკურმა ფრაგმენტაციამ შესაძლოა მსოფლიო ერთმანეთს დაპირისპირებულ ეკონომიკურ ბლოკებად დაანაწევროს, რაც მოიტანს იმას, რომ თითოეული ადამიანი მსფოლიოში უფრო გაღარიბდება და ნაკლებად დაცული იქნება.
გეორგიევამ ასევე აღნიშნა, რომ შესამჩნევად გაიზარდა რისკები ფინანსური სტაბილურობისთვის.
„საპროცენტო განაკვეთების გაზრდა აუცილებელი იყო ინფლაციასთან ბრძოლისთვის, თუმცა მაღალი დონის დავალიანების პირობებში სწრაფი გადასვლა დაბალ საპროცენტო განაკვეთებზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა, აუცილებლად გამოიწვევს ზეწოლასა და დაუცველობას“, – განაცხადა მან.
უფრო ადრე საერთაშორისო ეკონომიკური გაცვლების ჩინური ცენტრის დიურექტორის მოადგილემ ჩჟუ მინმა განაცხადა, რომ კალიფორმიული Silicon Valley Bank–ის გაკოტრება, მათ შორის, უკავშირდება იმას, რომ მსოფლიოში საპროცენტო განაკვეთების ყველაზე დიდი ზრდაა მსოფლიოში – 500 საბაზო პუნქტით ბოლო 12 თვეში.