https://sputnik-georgia.com/20230113/ssf-msoflio-ekonomikis-zrdis-prognozs-ar-gaauaresebs-273919055.html
სსფ 2023 წლის მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზს არ გააუარესებს
სსფ 2023 წლის მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზს არ გააუარესებს
Sputnik საქართველო
სანამ ადამიანებს აქვთ სამუშაო, ეკონომიკა სტაბილური იქნება. სსფ პროგნოზის გაუარესებას არ ელოდება. 13.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-13T22:02+0400
2023-01-13T22:02+0400
2023-07-20T15:49+0400
ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/11/251494190_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_3a435857a38311bc99fd3718c1a2a1e0.jpg
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) არ გააუარესებს 2023 წლის მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზს, განაცხადა სსფ-ის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ.მსოფლიო ბანკმა ამ კვირაში გამოაქვეყნა პროგნოზი, რომლის მიხედვით მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 2023 წელს გაუარესდება 1,7%-მდე. ბანკმა აღნიშნა, რომ რეცესიის პროვოცირება ნებისმიერ ნეტაგიურ მოვლენას შეუძლია.სსფ წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდას 2,7%-ის დონეზე პროგნოზირებს.ფონდის დირექტორის თქმით, დღეს მსოფლიოში კრიზისია და მსოფლიო საზოგადოება მზად უნდა იყოს მოულოდნელი საფრთხეებისთვის. კერძოდ, მან მაგალითად მოიყვანა კლიმატური კატაკლიზმები, მძლავრი კიბერშეტევები და უკრაინაში ომის ესკალაცია, მაგალითად, ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებით.სსფ-ის ხელმძღვანელი: ფინანსური პირობების გამკაცრება ბოლომდე არ იგრძნობა>>გეორგიევამ ასევე განაცხადა, რომ ნავთობის ფასის ზრდასთან დაკავშირებით პროგნოზი არ გამართლდა და შრომის ბაზარიც ასევე სტაბილური იყო.„როდესაც ადამიანებს აქვთ სამუშაო, ისინი, მაღალი ფასების მიუხედავად, ხარჯავენ ფულს და ეს ეკონომიკას ეხმარება“, – განაცხადა სსფ-ის დირექტორმა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/11/251494190_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_1680dd9554151f1ac63cb37a951cb3c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ეკონომიკა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
სსფ 2023 წლის მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზს არ გააუარესებს
22:02 13.01.2023 (განახლებულია: 15:49 20.07.2023) სანამ ადამიანებს აქვთ სამუშაო, ეკონომიკა სტაბილური იქნება. სსფ პროგნოზის გაუარესებას არ ელოდება.
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) არ გააუარესებს 2023 წლის მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზს, განაცხადა სსფ-ის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ.
მსოფლიო ბანკმა ამ კვირაში გამოაქვეყნა პროგნოზი, რომლის მიხედვით მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 2023 წელს გაუარესდება 1,7%-მდე. ბანკმა აღნიშნა, რომ რეცესიის პროვოცირება ნებისმიერ ნეტაგიურ მოვლენას შეუძლია.
კრისტალინა გეორგიევას თქმით კი, 2023 წელი რთული იქნება, მაგრამ სანამ ადამიანებს აქვთ სამუშაო ადგილები, ეკონომიკა სტაბილურობას შეინარჩუნებს. სსფ პროგნოზის გაუარესებას არ ელოდება.
სსფ წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდას 2,7%-ის დონეზე პროგნოზირებს.
ფონდის დირექტორის თქმით, დღეს მსოფლიოში კრიზისია და მსოფლიო საზოგადოება მზად უნდა იყოს მოულოდნელი საფრთხეებისთვის. კერძოდ, მან მაგალითად მოიყვანა კლიმატური კატაკლიზმები, მძლავრი კიბერშეტევები და უკრაინაში ომის ესკალაცია, მაგალითად, ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებით.
გეორგიევამ ასევე განაცხადა, რომ ნავთობის ფასის ზრდასთან დაკავშირებით პროგნოზი არ გამართლდა და შრომის ბაზარიც ასევე სტაბილური იყო.
„როდესაც ადამიანებს აქვთ სამუშაო, ისინი, მაღალი ფასების მიუხედავად, ხარჯავენ ფულს და ეს ეკონომიკას ეხმარება“, – განაცხადა სსფ-ის დირექტორმა.