ლავროვი: აშშ თავისი ჰეგემონიის დამყარების სურვილში ყველანაირ ზღვარს გადავიდა

© MAF of Russia / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2023
გამოწერა
ლავროვის თქმით, ამერიკელების განცხადებები ჩინელ კოლეგასთან განიხილეს.
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. აშშ თავისი ჰეგემონიის გამტკიცებისკენ სწრაფვისას წესიერების ყოველგვარ ზღვარს გადავიდა, მაგრამ ჩინეთი თავის დასკვნებს აკეთებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
„აშშ–ისგან დღეს ყველაფერია მოსალოდნელი, თავიანთი ჰეგემონიის გამტკიცებისკენ სწრაფვაში წესიერებისა და თავაზიანობის ყველა ზღვარს გადავიდა: დიპლომატიურობის, ეთიკურის, ნებისმიერი სხვა რამის“, – განაცხადა ლავროვმა პროგრამაში „მოსკოვი. კრემლი. პუტინი“ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში ტელეარხ „რუსეთი 1“–ზე, როდესაც კომენტარი გააკეთა რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების სამიტის მიმდინარეობისას აშშ–ის განცხადებაზე, რომ მიუღებელია მოწოდებები დაზავებისკენ.
მისი თქმით, ეს განცხადებები ჩინელ კოლეგასთან განიხილეს.

„ჩინური მხარე დიდი მრავალათასწლოვანი ცივილიზაციის ტრადიციებს ასახავს. და ჩინურმა მხარემ ამ ხანგრძლივი დროის მანძილზე თავისი სტილი გამოიმუშავა. ის ღირსებაში მდგომარეობს, ყოველივე მიმდინარის ღრმა ანალიზში და იმაში, რომ რამე ნაჩქარევი დასკვნები არ გამოიტანოს. მაგრამ თავის ღრმა დასკვნებს ჩინური მხარე, რა თქმა უნდა გამოიტანს“, – უპასუხა ლავროვმა კითხვას, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ჩინეთს აშშ–ის ზეწოლასთან დაკავშირებით.

სი ძინპინმა 20–22 მარტს რუსეთში სახელმწიფო ვიზიტი განახორციელა. ვიზიტის პირველ დღეს მან რუსეთის პრეზიდენტთან პირისპირ 4,5 საათიანი საუბარი გამართა. მან პუტინთან 21 მარტს ასევე გამართა ექვსსაათიანი მოლაპარაკებები სხვადასხვა ფორმატში. ვლადიმირ პუტინმა და სი ძინპინმა შეხვედრას წარმატებული უწოდეს.
ყველა ახალი ამბავი
0