https://sputnik-georgia.com/20230325/turqetis-sportis-ministri-erevansi-cavida-276105600.html
თურქეთის სპორტის მინისტრი ერევანში ჩავიდა
თურქეთის სპორტის მინისტრი ერევანში ჩავიდა
Sputnik საქართველო
ეს თურქი მაღალჩინოსნის პირველი ვიზიტია სომხეთში ბოლო 15 წლის განმავლობაში 25.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-25T22:34+0400
2023-03-25T22:34+0400
2023-07-20T15:50+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
თურქეთი
სომხეთი
სპორტი
პოლიტიკა
კავკასია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/19/276104770_0:125:1600:1026_1920x0_80_0_0_a3a4c39a1111bbc714e762fa27136d8a.jpg
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი მეჰმედ კასაპოღლუ ერევანში ჩავიდა, სადაც სომხეთისა და თურქეთის ნაკრებებს შორის საფეხბურთო მატჩი მიმდინარეობს, იუწყება Sputnik-სომხეთი საზოგადოებრივ ტელევიზიაზე დაყრდნობით.სომხეთის ნაკრები დღეს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს თურქეთის ნაკრებთან ატარებს.ამჟამად ანგარიში არის 1:0 სომხეთის სასარგებლოდ.ალექსანდრ პეტრაკოვის აღსაზღდელები თამაშობენ D ჯგუფში, სადაც მათი მეტოქეები ხორვატიის, თურქეთის, უელსისა და ლატვიის გუნდები არიან.ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.თურქული მედიის ცნობით, ეს თურქი მაღალჩინოსნის პირველი ვიზიტია სომხეთში ბოლო 15 წლის განმავლობაში. 2008 წელს თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული ერევანში ორი ქვეყნის გუნდებს შორის საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად ჩავიდა.თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს, ორ ქვეყანას შორის საზღვარი 1993 წლიდან ანკარას ინიციატივით არის ჩაკეტილი.
თურქეთი
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/19/276104770_240:93:1516:1050_1920x0_80_0_0_cb8056ebf8d0330e6f2482dbcc95aee4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, თურქეთი , სომხეთი, სპორტი, პოლიტიკა, კავკასია, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, თურქეთი , სომხეთი, სპორტი, პოლიტიკა, კავკასია, მსოფლიოს ახალი ამბები
თურქეთის სპორტის მინისტრი ერევანში ჩავიდა
22:34 25.03.2023 (განახლებულია: 15:50 20.07.2023) ეს თურქი მაღალჩინოსნის პირველი ვიზიტია სომხეთში ბოლო 15 წლის განმავლობაში
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი მეჰმედ კასაპოღლუ ერევანში ჩავიდა, სადაც სომხეთისა და თურქეთის ნაკრებებს შორის საფეხბურთო მატჩი მიმდინარეობს, იუწყება Sputnik-სომხეთი საზოგადოებრივ ტელევიზიაზე დაყრდნობით.
სომხეთის ნაკრები დღეს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს თურქეთის ნაკრებთან ატარებს.
ამჟამად ანგარიში არის 1:0 სომხეთის სასარგებლოდ.
ალექსანდრ პეტრაკოვის აღსაზღდელები თამაშობენ D ჯგუფში, სადაც მათი მეტოქეები ხორვატიის, თურქეთის, უელსისა და ლატვიის გუნდები არიან.
ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.
თურქული მედიის ცნობით, ეს თურქი მაღალჩინოსნის პირველი ვიზიტია სომხეთში ბოლო 15 წლის განმავლობაში. 2008 წელს თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული ერევანში ორი ქვეყნის გუნდებს შორის საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად ჩავიდა.
თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს, ორ ქვეყანას შორის საზღვარი 1993 წლიდან ანკარას ინიციატივით არის ჩაკეტილი.