საქართველო მსოფლიო ბანკისგან 125 მილიონ დოლარს მიიღებს

© AP Photo / Andy Wongმსოფლიო ბანკი
მსოფლიო ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2023
გამოწერა
აღნიშნული პროექტის ძირითადი ბენეფიციარები იქნებიან ფერმერები და სასოფლო-სამეურნეო საწარმოები.
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის 125 მლნ დოლარის ორი ახალი პროექტი დაამტკიცა, რომელებიც კლიმატთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაზეა მიმართული, ნათქვამია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის განცხადებაში,
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო მიიღებს 75 მილიონი აშშ დოლარს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტზე (GRAIL Project) და 50 მილიონი აშშ დოლარს მწვანე და მდგრადი განვითარების პოლიტიკის ღონისძიებათა პაკეტის პირველ პროექტზე (DPO).
„საქართველო, ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ზემოქმედებას განიცდის და აქვს შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობა“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.
გერმანია დაინტერესებულია საქართველოდან ევროპაში ენერგეტიკული ხიდის პროექტით >>
ამ პროექტების მეშვეობით მსოფლიო ბანკი ასევე ხელს შეუწყობს სტრუქტურული რეფორმების მხრივ ბოლო ეტაპის ნაბიჯების გადადგმას, აღნიშნა მან.
საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის მეშვეობით გაუმჯობესდება სარწყავ და სადრენაჟე სერვისებთან წვდომა. ამასთან ერთად, პროექტის მიზანია ეროვნული ირიგაციისა და მიწის მართვის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი დაგეგმვის განსახორციელებლად.
აღნიშნული პროექტის ძირითადი ბენეფიციარები იქნებიან ფერმერები და სასოფლო-სამეურნეო საწარმოები.
მსოფლიო ბანკის ცნობით, საქართველოს მწვანე და მდგრადი განვითარების პოლიტიკის ღონისძიებათა პაკეტი (DPO) შემუშავდა ქვეყნის მწვანე ეკონომიკური საქმიანობის მხარდასაჭერად, ფისკალური რისკების შესამცირებლად და ინსტიტუციური შესაძლებლობების გასავითარებლად ქვეყანაში მიწასთან, წყალმომარაგებასთან და ფინანსურ სერვისებთან უკეთესი წვდომის უზრუნველსაყოფად.
აღნიშნული პროექტები ხელს შეუწყობს შემდეგი დოკუმენტების მიღებასა და შესრულებას: ახალი კანონი სამრეწველო ემისიების შესახებ; განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემა; რეგლამენტი საქართველოს ტყის კოდექსის განსახორციელებლად.
საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი 1992 წლის 7 აგვისტოს გახდა. მას შემდეგ მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 100-ზე მეტი პროექტის დასაფინანსებლად დაახლოებით 4,3 მილიარდი დოლარის ღირებულების შეღავათიანი სესხი და კრედიტი გასცა.
ყველა ახალი ამბავი
0