ჯანმო ქოლერის გლობალური რისკების შესახებ საგანგებო ანგარიშს ავრცელებს

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიჯანმოს შტაბ-ბინა
ჯანმოს შტაბ-ბინა - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2023
გამოწერა
აფეთქებების რაოდენობის ზრდის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქოლერის რისკს გლობალურ დონეზე, როგორც ძალიან მაღალს აფასებს
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. მთელ მსოფლიოში ქოლერის გავრცელების რისკი შეფასებულია, როგორც ძალიან მაღალი, იუწყება „რია ნოვოსტი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ანგარიშზე დაყრდნობით.

„ამჟამინდელი ვითარებიდან გამომდინარე, აფეთქებების მზარდი რაოდენობისა და მათი გეოგრაფიული გაფართოების, ასევე ვაქცინებისა და სხვა რესურსების ნაკლებობის გათვალისწინებით, ჯანმო გლობალურ დონეზე აფასებს რისკს როგორც ძალიან მაღალს“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ანგარიშის 11 თებერვალს გამოქვეყნების შემდეგ, გლობალური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, ქოლერის აფეთქების შესახებ კიდევ ოთხმა ქვეყანამ განაცხადა.
„ამჟამად შემთხვევები 24 ქვეყანაში დაფიქსირდა“, - ნათქვამია მოხსენებაში.
ანგარიშის მიხედვით, ქოლერის აფეთქებები ძირითადად აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში გამოვლინდა.
ქოლერის აფეთქება: დაავადებულია 2 ათასი, გარდაცვლილია 5 ადამიანი >>
ქოლერა არის მწვავე დიარეული ინფექცია, მის მძიმე ფორმებს თან ახლავს მწვავე წყლიანი დიარეა და დეჰიდრატაცია, რაც პოტენციურად ფატალურის შედეგით სრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0