https://sputnik-georgia.com/20220913/qolera-siriasi-270369826.html
ქოლერის აფეთქება: დაავადებულია 2 ათასი, გარდაცვლილია 5 ადამიანი
ქოლერის აფეთქება: დაავადებულია 2 ათასი, გარდაცვლილია 5 ადამიანი
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 სექტემბერი − Sputnik. სირიის დედაქალაქ დამასკის საავადმყოფოები საგანგებო მზადყოფნაში მოიყვანეს მას შემდეგ, რაც ომით განადგურებულ ქვეყანაში ქოლერის... 13.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-13T11:23+0400
2022-09-13T11:23+0400
2023-08-17T10:48+0400
მსოფლიო დღეს
სირია
ქოლერა
მსოფლიოს ახალი ამბები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1e/262472693_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_c99777e09772bc0c25f54b8a0c04431e.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი − Sputnik. სირიის დედაქალაქ დამასკის საავადმყოფოები საგანგებო მზადყოფნაში მოიყვანეს მას შემდეგ, რაც ომით განადგურებულ ქვეყანაში ქოლერის 2 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, განაცხადეს ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა.მათი თქმით, დაავადებისგან უკვე ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.ქოლერის გავრცელების მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, არის დაბინძურებული წყალი, რომელსაც მოსახლეობა სასმელადაც იყენებს და ნათესების სარწყავადაც.დამასკში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ოფისს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ მუჰამედ სამერ შაჰურის თქმით, სამინისტრო ყველა პროვინციის დეპარტამენტებს უწევს კოორდინაციას წყლის, ასევე ხილისა და ბოსტნეულის შესამოწმებლად. როგორც მინისტრი ამბობს, ქვეყნის იმ ნაწილებში, რომლებსაც სამთავრობო ძალები აკონტროლებენ, საავადმყოფოებს აქვთ მედიკამენტები ქოლერით დაავადებულთა სამკურნალოდ.სირიის ინფრასტრუქტურას სერიოზული ზიანი მიადგა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში 2011 წლის მარტში სამხედრო კონფლიქტი დაიწყო. ქვეყნის ზოგ რაიონში მოსახლეობას სუფთა წყალზე წვდომა არ აქვს. კონფლიქტმა ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო ომამდელი 23-მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი აიძულა სამშობლო დაეტოვებინა.წყარო: AP Newsეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1e/262472693_142:411:2325:2048_1920x0_80_0_0_68a8895bea46fff153ddf36d52a7f7d8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სირია, ქოლერა, მსოფლიოს ახალი ამბები, ექიმის რჩევები
სირია, ქოლერა, მსოფლიოს ახალი ამბები, ექიმის რჩევები
თბილისი, 13 სექტემბერი − Sputnik. სირიის დედაქალაქ დამასკის საავადმყოფოები საგანგებო მზადყოფნაში მოიყვანეს მას შემდეგ, რაც ომით განადგურებულ ქვეყანაში ქოლერის 2 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, განაცხადეს ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა.
მათი თქმით, დაავადებისგან უკვე ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.
ქოლერის გავრცელების მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, არის დაბინძურებული წყალი, რომელსაც მოსახლეობა სასმელადაც იყენებს და ნათესების სარწყავადაც.
დამასკში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ოფისს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ მუჰამედ სამერ შაჰურის თქმით, სამინისტრო ყველა პროვინციის დეპარტამენტებს უწევს კოორდინაციას წყლის, ასევე ხილისა და ბოსტნეულის შესამოწმებლად. როგორც მინისტრი ამბობს, ქვეყნის იმ ნაწილებში, რომლებსაც სამთავრობო ძალები აკონტროლებენ, საავადმყოფოებს აქვთ მედიკამენტები ქოლერით დაავადებულთა სამკურნალოდ.
სირიის ინფრასტრუქტურას სერიოზული ზიანი მიადგა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში 2011 წლის მარტში სამხედრო კონფლიქტი დაიწყო. ქვეყნის ზოგ რაიონში მოსახლეობას სუფთა წყალზე წვდომა არ აქვს. კონფლიქტმა ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო ომამდელი 23-მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი აიძულა სამშობლო დაეტოვებინა.