https://sputnik-georgia.com/20230325/anwuxelizis-saxelobis-serjantta-akademia-20-wlisaa-276099723.html
ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია 20 წლისაა
ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია 20 წლისაა
Sputnik საქართველო
სერჟანტები დაჯილდოვდნენ მედლებით - „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის“ და „გიორგი ანწუხელიძე“ 25.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-25T13:45+0400
2023-03-25T13:45+0400
2023-03-25T13:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23440/80/234408024_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_883bd4fd3efecc2a0be2145bafcfa07e.jpg
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა.თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სერჟანტებს აკადემიის იუბილე მიულოცეს და აკადემიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სამხედროებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის ჯილდოდ საშტატო იარაღი გადასცა. ასევე, სერჟანტები დაჯილდოვდნენ მედლებით - „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის“ და „გიორგი ანწუხელიძე“.ჯუანშერ ბურჭულაძე: სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით გაწვევას ვემხრობით >>ღონისძიებას დაესწრნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები.სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წლის 25 მარტს, გერმანული მხარის დახმარებით დაარსდა, სადაც ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოებული პროგრამით ათეულისა და ოცეულის სერჟანტის მომზადება მიმდინარეობდა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა. 2018 წლის 25 მარტს ცენტრს სერჟანტთა აკადემიის სტატუსი მიენიჭა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23440/80/234408024_450:39:1500:827_1920x0_80_0_0_02025e2e2e471bd76519b2f3b3eff9cb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვა
ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია 20 წლისაა
სერჟანტები დაჯილდოვდნენ მედლებით - „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის“ და „გიორგი ანწუხელიძე“
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა.
თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სერჟანტებს აკადემიის იუბილე მიულოცეს და აკადემიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სამხედროებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის ჯილდოდ საშტატო იარაღი გადასცა. ასევე, სერჟანტები დაჯილდოვდნენ მედლებით - „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის“ და „გიორგი ანწუხელიძე“.
ღონისძიებას დაესწრნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები.
სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წლის 25 მარტს, გერმანული მხარის დახმარებით დაარსდა, სადაც ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოებული პროგრამით ათეულისა და ოცეულის სერჟანტის მომზადება მიმდინარეობდა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა. 2018 წლის 25 მარტს ცენტრს სერჟანტთა აკადემიის სტატუსი მიენიჭა.