საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს

© photo: Sputnik / Stringer„სარფის" საკონტროლო-გამშვები პუნქტი
„სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2023
გამოწერა
დანაშაულები 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები სხვადასხვა დროს ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.
დაკავებულთა შორის არის თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე, რომლებსაც გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობას ედავება.
რაც შეეხება ტუნისის რესპუბლიკის ორ მოქალაქეს, ისინი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების მიხედვით, თურქეთის მოქალაქეები სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.
ტუნისის რესპუბლიკის მოქალაქეებმა კი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-344-ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0