https://sputnik-georgia.com/20230323/saqartvelosi-2022-2030-wlebis-adamianis-uflebata-dacvis-erovnuli-strategia-damtkicda-276059148.html
საქართველოში 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია დაამტკიცეს
საქართველოში 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია დაამტკიცეს
Sputnik საქართველო
ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს. 23.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-23T20:58+0400
2023-03-23T20:58+0400
2023-03-23T22:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
ადამიანის უფლებები საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0c/251706146_0:177:3000:1865_1920x0_80_0_0_b5363f59bc3f95ba705874252baf32ac.jpg
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ დაატკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის, რაც ადასტურებს სახელმწიფოს ერთგულებას ამ ფასეულობებისადმი, ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეროვნული სტრატეგიის დიდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, დოკუმენტი მრავალსექტორული ჩართულობით შეიმუშავა და მოიწონა საქართველოს მთავრობამ და დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა.პრემიერის თქმით, სახელმწიფოს სწრაფვა ინსტიტუციური დემოკრატიისკენ, სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებებით თანაბრად სარგებლობის უზრუნველყოფა, თანასწორობის პოლიტიკის განმტკიცება და ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე ზრუნვა სახელმწიფო პოლიტიკის ის ფუნდამენტია, რომელსაც ეფუძნება ეს დოკუმენტი.ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს:მართლმსაჯულების, კანონის უზენაესობის პრინციპების, ინსტიტუციური დემოკრატიის გაძლიერება და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ეფექტური გამოყენება;ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვის გაძლიერება, ასევე ამ მიზნით სისტემური გარანტიების გაუმჯობესება;თანასწორობის კონსტიტუციური გარანტიების ასახვა საჯარო პოლიტიკაში, მათი პრაქტიკაში განხორციელება და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე;საქართველოს ტერიტორიების დაკარგვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების, გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლების და საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.ღარიბაშვილი: საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა პრიორიტეტშია >>როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ნიკო თათულაშვილმა მანამდე აღნიშნა, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებები ვალდებული იქნებიან მთავრობას წარუდგინონ ყოველწლიური ანგარიშები მიღწეული პროგრესის შესახებ. შედეგად მომზადდება ერთიანი შემაჯამებელი ანგარიში, რომელსაც მთავრობა პარლამენტს წარუდგენს.წყარო - საქართველოს მთავრობა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0c/251706146_548:162:3000:2001_1920x0_80_0_0_473dffebc202c290da900ecdd7da092f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ადამიანის უფლებები საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, ადამიანის უფლებები საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოში 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია დაამტკიცეს
20:58 23.03.2023 (განახლებულია: 22:09 23.03.2023) ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს.
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ დაატკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის, რაც ადასტურებს სახელმწიფოს ერთგულებას ამ ფასეულობებისადმი, ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეროვნული სტრატეგიის დიდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, დოკუმენტი მრავალსექტორული ჩართულობით შეიმუშავა და მოიწონა საქართველოს მთავრობამ და დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა.
„ამ სტრატეგიის დამტკიცებით საქართველოს მთავრობა და პარლამენტი ადასტურებენ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ვალდებულებისადმი სახელმწიფოს ერთგულებას, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემური და გრძელვადიანი პოლიტიკის თანამიმდევრულად და უწყვეტად წარმართვას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პრემიერის თქმით, სახელმწიფოს სწრაფვა ინსტიტუციური დემოკრატიისკენ, სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებებით თანაბრად სარგებლობის უზრუნველყოფა, თანასწორობის პოლიტიკის განმტკიცება და ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე ზრუნვა სახელმწიფო პოლიტიკის ის ფუნდამენტია, რომელსაც ეფუძნება ეს დოკუმენტი.
ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს:
მართლმსაჯულების, კანონის უზენაესობის პრინციპების, ინსტიტუციური დემოკრატიის გაძლიერება და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ეფექტური გამოყენება;
ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვის გაძლიერება, ასევე ამ მიზნით სისტემური გარანტიების გაუმჯობესება;
თანასწორობის კონსტიტუციური გარანტიების ასახვა საჯარო პოლიტიკაში, მათი პრაქტიკაში განხორციელება და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე;
საქართველოს ტერიტორიების დაკარგვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების, გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლების და საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.
როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ნიკო თათულაშვილმა მანამდე აღნიშნა, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებები ვალდებული იქნებიან მთავრობას წარუდგინონ ყოველწლიური ანგარიშები მიღწეული პროგრესის შესახებ. შედეგად მომზადდება ერთიანი შემაჯამებელი ანგარიში, რომელსაც მთავრობა პარლამენტს წარუდგენს.