https://sputnik-georgia.com/20230323/israelma-ganmarta-ra-semtxvevasi-daartyams-irans-276036399.html
„წითელი ხაზი“ მონიშნულია: ისრაელმა განმარტა, რა შემთხვევაში დაარტყამს ირანს
„წითელი ხაზი“ მონიშნულია: ისრაელმა განმარტა, რა შემთხვევაში დაარტყამს ირანს
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ისრაელმა შეერთებულ შტატებსა და ევროპის რიგ ქვეყნებს აცნობა, რომ შეუძლია ირანზე სამხედრო დარტყმა განახორციელოს, თუ თეირანი ურანს... 23.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-23T11:18+0400
2023-03-23T11:18+0400
2023-07-20T15:50+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
ისრაელი
ირანი
აშშ
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0c/251436358_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_e6f826f2d4402a21eb9ac00b38d5e34b.jpg
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ისრაელმა შეერთებულ შტატებსა და ევროპის რიგ ქვეყნებს აცნობა, რომ შეუძლია ირანზე სამხედრო დარტყმა განახორციელოს, თუ თეირანი ურანს 60%-ზე მეტით გაამდიდრებს, იუწყება პორტალი Axios ისრაელის მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით.წყაროს თქმით, იერუსალიმს არ სურს, რომ „წითელ ხაზად“ 90%-მდე გამდიდრებული ურანი იქცეს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში თეირანი ბირთვული იარაღის შექმნისთვის საჭირო ურანის დაგროვებას დაიწყებს.წყაროს თქმით, ირანულმა მხარემ იცის ისრაელის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.როგორც ისრაელის მაღალჩინოსნები აცხადებენ, ქვეყნის მთავრობა განაგრძობს მზადებას ირანზე სამხედრო შეტევის მისატანად. მათი ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს, რომელიც ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა ისრაელში, მანამდე შეძენილი Boeing KC-46-ების მიწოდების დაჩქარება სთხოვა.წყაროების ცნობით, ლოიდ ოსტინმა ნეთანიაჰუს აღუთქვა, რომ აშშ თვითმფრინავების უფრო ადრე მიწოდებას შეეცდება.მანამდე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანს უკვე აქვს 87,5 კგ 60%-მდე გამდიდრებული ურანი. ექსპერტების თქმით, თუ თეირანი ურანს 90%-მდე გაამდიდრებს, ეს უკვე საკმარისი იქნება თუნდაც ერთი ბირთვული ბომბის შესაქმნელად.წყარო: Axios
ისრაელი
ირანი
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0c/251436358_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_b2cc9c199b0c59437bcd27bdbf8db973.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ისრაელი , ირანი , აშშ , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, ისრაელი , ირანი , აშშ , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ისრაელმა შეერთებულ შტატებსა და ევროპის რიგ ქვეყნებს აცნობა, რომ შეუძლია ირანზე სამხედრო დარტყმა განახორციელოს, თუ თეირანი ურანს 60%-ზე მეტით გაამდიდრებს, იუწყება პორტალი Axios ისრაელის მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით.
წყაროს თქმით, იერუსალიმს არ სურს, რომ „წითელ ხაზად“ 90%-მდე გამდიდრებული ურანი იქცეს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში თეირანი ბირთვული იარაღის შექმნისთვის საჭირო ურანის დაგროვებას დაიწყებს.
„ამიტომ ისრაელი ატყობინებს აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს, რომ ირანის ნებისმიერი წინსვლა ურანის 60%-ზე მეტით გამდიდრებაში იქნება ნაბიჯი, რომელსაც სამხედრო მოქმედებების პროვოცირება შეუძლია ირანის ბირთვული პროგრამის მიმართ“, — წერს გამოცემა.
წყაროს თქმით, ირანულმა მხარემ იცის ისრაელის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
როგორც ისრაელის მაღალჩინოსნები აცხადებენ, ქვეყნის მთავრობა განაგრძობს მზადებას ირანზე სამხედრო შეტევის მისატანად. მათი ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს, რომელიც ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა ისრაელში, მანამდე შეძენილი Boeing KC-46-ების მიწოდების დაჩქარება სთხოვა.
„ისრაელს აღნიშნული თვითმფრინავები, რომლებიც ჰაერში საწვავის მარაგის შესავსებად გამოიყენება, ირანზე სავარაუდო სამხედრო შეტევისთვის სჭირდება. ისრაელს სურს, რომ 2024 წლის ბოლომდე მათი ნაწილი მაინც მიიღოს“, — წერს პორტალი.
წყაროების ცნობით, ლოიდ ოსტინმა ნეთანიაჰუს აღუთქვა, რომ აშშ თვითმფრინავების უფრო ადრე მიწოდებას შეეცდება.
მანამდე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანს უკვე აქვს 87,5 კგ 60%-მდე გამდიდრებული ურანი. ექსპერტების თქმით, თუ თეირანი ურანს 90%-მდე გაამდიდრებს, ეს უკვე საკმარისი იქნება თუნდაც ერთი ბირთვული ბომბის შესაქმნელად.