https://sputnik-georgia.com/20230323/iago-xvicia-saakasvili-an-politikidan-unda-wavides-an-cixis-saavadmyofosi-dabrundes-276056654.html
იაგო ხვიჩია: სააკაშვილი ან პოლიტიკიდან უნდა წავიდეს, ან ციხის საავადმყოფოში დაბრუნდეს
იაგო ხვიჩია: სააკაშვილი ან პოლიტიკიდან უნდა წავიდეს, ან ციხის საავადმყოფოში დაბრუნდეს
Sputnik საქართველო
ექს-პრეზიდენტი მკურნალობას კერძო კლინიკაში გადის. 23.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-23T20:10+0400
2023-03-23T20:10+0400
2023-03-28T15:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/07/274667646_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_4e3b8e937d3f4695be8eed227787fc93.jpg
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. მსჯავრდებულმა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ან უნდა დატოვოს ქართული პოლიტიკა, ან გადავიდეს ციხის საავადმყოფოში, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.კლინიკა „ვივამედმა“, რომელშიც სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან იმყოფება, მიმართა პენიტენციური დაწესებულებების სამედიცინო სამსახურს, რათა განიხილონ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის მიზანშეწონილობა მკურნალობაზე უარის თქმის გამო. ექს-პრეზიდენტს არასწორი კვებით გამოწვეულ კახექსიაზე მკურნალობენ.დამოკიდებულება – ქართულ პოლიტიკაში ისევ დავრჩები და თან ვიტყვი, რომ ავად ვარ – ეს ყველაფერი ერთმანეთთან შესაბამისობაში არ არის, აღნიშნა ოპოზიციონერმა.ამასთან, კლინიკაში აცხადებენ, რომ ექს-პრეზიდენტი მკურნალობაზე უარს აცხადებს, ხოლო იძულებითი მკურნალობის საშუალებას კლინიკის პერსონალს სამედიცინო ეთიკა არ იძლევს. ხოლო სააკაშვილის კლინიკაში ყოფნა დარტყმის ქვეშ უკვე თავად კლინიკას აყენებს.დაბრუნდება თუ არა სააკაშვილი ციხის საკანში >>კლინიკის ექიმებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სააკაშვილის სტაბილურად მძიმე მდგომარეობა გამოწვეული იყო იმით, რომ ის არ ასრულებს ექიმების რეკომენდაციებს, რომლებიც საკვების კალორიულობას ეხება.იუსტიციის სამინისტრომ და კლინიკა „ვივამედის“ ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადეს, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა მის მიერ ექიმების რეკომენდაციების შესრულებაზე და სრულფასოვან კვებაზე უარის გამო.ოჯახი კი არასწორ დიაგნოზსა და მკურნალობაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი სასწრაფოდ უცხოეთშია გადასაყვანი სამკურნალოდ.6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები.სააკაშვილის ევროპელმა მეგობრებმა ქართველ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადონ - პაპუაშვილი>> 2 მარტს ეს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დაადასტურა.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.„ვივამედის“ კლინიკა სააკაშვილის მკურნალობაზე უარს აცხადებს>>დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/07/274667646_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_41003b69ac7d73252723c4b1b36e9fd8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
იაგო ხვიჩია: სააკაშვილი ან პოლიტიკიდან უნდა წავიდეს, ან ციხის საავადმყოფოში დაბრუნდეს
20:10 23.03.2023 (განახლებულია: 15:05 28.03.2023) ექს-პრეზიდენტი მკურნალობას კერძო კლინიკაში გადის.
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. მსჯავრდებულმა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ან უნდა დატოვოს ქართული პოლიტიკა, ან გადავიდეს ციხის საავადმყოფოში, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.
კლინიკა „ვივამედმა“, რომელშიც სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან იმყოფება, მიმართა პენიტენციური დაწესებულებების სამედიცინო სამსახურს, რათა განიხილონ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის მიზანშეწონილობა მკურნალობაზე უარის თქმის გამო. ექს-პრეზიდენტს არასწორი კვებით გამოწვეულ კახექსიაზე მკურნალობენ.
„სწორად მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი ან ციხეში უნდა გადავიდეს და იქიდან გააგრძელოს ბრძოლა „ქართული ოცნების“ დამარცხებისთვის, ან საერთოდ გავიდეს ქართული პოლიტიკიდან და თავს უშველოს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
დამოკიდებულება – ქართულ პოლიტიკაში ისევ დავრჩები და თან ვიტყვი, რომ ავად ვარ – ეს ყველაფერი ერთმანეთთან შესაბამისობაში არ არის, აღნიშნა ოპოზიციონერმა.
„ამიტომ, მგონია, სააკაშვილმა ქართულ პოლიტიკას ან მართლა თავი უნდა დაანებოს, ან საავადმყოფოდან ციხეში გადავიდეს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ამასთან, კლინიკაში აცხადებენ, რომ ექს-პრეზიდენტი მკურნალობაზე უარს აცხადებს, ხოლო იძულებითი მკურნალობის საშუალებას კლინიკის პერსონალს სამედიცინო ეთიკა არ იძლევს. ხოლო სააკაშვილის კლინიკაში ყოფნა დარტყმის ქვეშ უკვე თავად კლინიკას აყენებს.
კლინიკის ექიმებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სააკაშვილის სტაბილურად მძიმე მდგომარეობა გამოწვეული იყო იმით, რომ ის არ ასრულებს ექიმების რეკომენდაციებს, რომლებიც საკვების კალორიულობას ეხება.
იუსტიციის სამინისტრომ და კლინიკა „ვივამედის“ ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადეს, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა მის მიერ ექიმების რეკომენდაციების შესრულებაზე და სრულფასოვან კვებაზე უარის გამო.
ოჯახი კი არასწორ დიაგნოზსა და მკურნალობაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი სასწრაფოდ უცხოეთშია გადასაყვანი სამკურნალოდ.
6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები.
2 მარტს ეს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დაადასტურა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.