https://sputnik-georgia.com/20230322/saqartvelosi-sesazloa-rusuli-parametrebit-rvinoebis-sertificirebis-laboratoria-gacndes-276029708.html
საქართველოში შესაძლოა ღვინოების რუსული პარამეტრებით სერტიფიცირების ლაბორატორია გაჩნდეს
საქართველოში შესაძლოა ღვინოების რუსული პარამეტრებით სერტიფიცირების ლაბორატორია გაჩნდეს
Sputnik საქართველო
ლაბორატორიის გახსნის შემდეგ აღარ იქნება საჭირო ქართული ღვინოების მეორადი სერტიფიცირება რუსეთში. 22.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-22T19:40+0400
2023-03-22T19:40+0400
2023-03-22T22:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსეთი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ქართული ღვინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/11/262950035_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_731f00497e69d95ac9060f8ab43ceb4a.jpg
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა, რომ რუსეთი და საქართველო აწარმოებენ მოლაპარაკებებს ღვინოების რუსული სტანდარტების მიხედვით სერტიფიცირების ლაბორატორიის შექმნაზე, იუწყება სააგენტო ТАСС.ამის შესახებ დმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა ეკონომიკურ ფორუმზე „რუსეთი და საქართველო“: რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები“, რომელიც მოსკოვში ოთხშაბათს გაიმართა.მან აღნიშნა, რომ საქმიანი საბჭოს მომავალი წლის სამოქმედო გეგმა უკვე შემუშავების პროცესშია.გარდა ამისა, მეორე ამოცანაა - საქართველოდან რუსეთში იმპორტისთვის აკრძალული პროდუქციის სიიდან გამოირიცხოს კონიაკის სპირტი, განაცხადა ვოლვაჩმა.იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოდან ღვინის მიწოდების წილმა მთელი ქართული ექსპორტის თითქმის 29% შეადგინა, ამ ინიციატივების განხორციელების პრაქტიკული ნაბიჯები ყველაზე ხელსაყრელ გავლენას მოახდენს რუსეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, აღნიშნა ვოლვაჩმა.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ბოლო მონაცემებით, ქართული ღვინის მთავარ ექსპორტიორად კვლავ რუსეთი რჩება.ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ახალი სტატისტიკა >>„საქსტატის" ცნობით, 2023 წლის იანვარში საქართველომ ჯამში 15,9 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გაიტანა, რაც 8,1%-ით მეტია 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ჩამონათვალში ღვინოს მეექვსე პოზიცია უკავია და ის მთელი ექსპორტის 3,5%-ს შეადგენს.ამასთან, იანვრის მონაცემებით, ექსპორტის მთლიანი მოცულობის 70% სწორედ რუსეთზე მოდის. 2022 წლის იანვარში ამ მაჩვენებელმა 59,3% შეადგინა.2023 წლის იანვარში რუსეთში საქართველომ 11,2 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გაყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28,8%-ით მეტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/11/262950035_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_efd771cfebc20dab0acad87a8446d387.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ქართული ღვინო
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ქართული ღვინო
საქართველოში შესაძლოა ღვინოების რუსული პარამეტრებით სერტიფიცირების ლაბორატორია გაჩნდეს
19:40 22.03.2023 (განახლებულია: 22:47 22.03.2023) ლაბორატორიის გახსნის შემდეგ აღარ იქნება საჭირო ქართული ღვინოების მეორადი სერტიფიცირება რუსეთში.
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა, რომ რუსეთი და საქართველო აწარმოებენ მოლაპარაკებებს ღვინოების რუსული სტანდარტების მიხედვით სერტიფიცირების ლაბორატორიის შექმნაზე, იუწყება სააგენტო ТАСС.
ამის შესახებ დმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა ეკონომიკურ ფორუმზე „რუსეთი და საქართველო“: რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები“, რომელიც მოსკოვში ოთხშაბათს გაიმართა.
„უპირველეს ყოვლისა, იქმნება ექსპერტთა ჯგუფი ქართული მეღვინეობების სერტიფიცირებისთვის და საქართველოში რუსული ნორმატივების მიხედვით ღვინოების სერტიფიცირების სპეციალიზებული ლაბორატორიის შესაქმნელად, რაც შესაძლებელს გახდის კადრების მომზადებას და რუსეთში ქართული ღვინის მეორადი სერტიფიცირების საჭიროებას აღმოფხვრის“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მან აღნიშნა, რომ საქმიანი საბჭოს მომავალი წლის სამოქმედო გეგმა უკვე შემუშავების პროცესშია.
გარდა ამისა, მეორე ამოცანაა - საქართველოდან რუსეთში იმპორტისთვის აკრძალული პროდუქციის სიიდან გამოირიცხოს კონიაკის სპირტი, განაცხადა ვოლვაჩმა.
„ამოცანა ადვილი არ არის, მას აქვს ბევრი, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ასპექტი. მაგრამ ის, რომ ამ საკითხზე იმუშავებენ საქმიანი საბჭო, ქართული და რუსული მხარის ექსპერტები, ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად ზრდის შანსებს, რომ ჩვენ ამ კუთხით პროგრესი გვექნება“, – განაცხადა მან.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოდან ღვინის მიწოდების წილმა მთელი ქართული ექსპორტის თითქმის 29% შეადგინა, ამ ინიციატივების განხორციელების პრაქტიკული ნაბიჯები ყველაზე ხელსაყრელ გავლენას მოახდენს რუსეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, აღნიშნა ვოლვაჩმა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ბოლო მონაცემებით, ქართული ღვინის მთავარ ექსპორტიორად კვლავ რუსეთი რჩება.
„საქსტატის" ცნობით, 2023 წლის იანვარში საქართველომ ჯამში 15,9 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გაიტანა, რაც 8,1%-ით მეტია 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ჩამონათვალში ღვინოს მეექვსე პოზიცია უკავია და ის მთელი ექსპორტის 3,5%-ს შეადგენს.
ამასთან, იანვრის მონაცემებით, ექსპორტის მთლიანი მოცულობის 70% სწორედ რუსეთზე მოდის. 2022 წლის იანვარში ამ მაჩვენებელმა 59,3% შეადგინა.
2023 წლის იანვარში რუსეთში საქართველომ 11,2 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გაყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28,8%-ით მეტია.