ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსატვირთო ავტომობილები
სატვირთო ავტომობილები - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2023
გამოწერა
მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და უკიდურესად რთული პოლიტიკური ფონისა, საქონელბრუნვა ორ ქვეყანას შორის იზრდება.
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. საქონელბრუნვა საქართველოსა და რუსეთს შორის 2023 წლის იანვარი–თებერვალში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 70,0%-ით გაიზარდა და 467,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 38%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
საქართველოსა და რუსეთის საგარეო ბრუნვა – 2023 წლის იანვარი–თებერვალი

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

ექსპორტი

128,2

38,0

იმპორტი

338,8

86,3

სულ

467,1

70,0

2023 წლის იანვარი–თებერვალში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულია: 36 ათას ტონაზე მეტი ფეროშენადნობები, 19,5 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, თითქმის 8,6 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო, 2 ათას ტონაზე მეტი სპირტიანი სასმელები და ა.შ.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2023 წლის იანვარი–თებერვალი

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

ფეროშენადნობები

45,3

38,8

ღვინო

23,9

19,1

მსუბუქი ავტომობილები

13,5

679,7

მინერალური წყალი

10,7

12,5

სპირტიანი სასმელები

8,8

114,8

„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოსთვის მარცვლეულისა და ფქვილის ყველაზე დიდ მომწოდებლად კვლავ რუსეთი რჩება. მიმდინარე წლის იანვარი–თებერვალში მეზობელი ქვეყნიდან ჯამში 32 ათას ტონაზე მეტი ხორბლის ფქვილია შემოტანილი, ასევე 25 ათასი ტონა ხორბალი.
რუსეთიდან ასევე შემოვიდა 264,7 ათასი ტონა გაზი, დაახლოებით 149,2 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ასევე 47,3 ათასი ტონა ქვანახშირი და მისგან წარმოებული მყარი საწვავის სახეობები და ა.შ.
საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2023 წლის იანვარი–თებერვალი

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

ნავთობპროდუქტები

108,6

369,5

გაზი

68,4

247,5

ხორბალი

10,1

55,8

ქვანახშირი

8,2

4.431,3

ხორბლის ფქვილი

8,1

5,4

2022 წელს ქვეყნებმა დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარი ივაჭრეს, რაც 52,3%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. ამასთან, შარშან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა 6,8%-ით, ხოლო იმპორტი რუსეთიდან საქართველოში – 79,4%-ით.
ყველა ახალი ამბავი
0