მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ორდერი პუტინის დაპატიმრებაზე: უნგრეთმა ევროკავშირის ერთობლივი განცხადება დაბლოკა

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშივიქტორ ორბანი
ვიქტორ ორბანი - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2023
გამოწერა
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის ქვეყნების ერთობლივი განცხადების გამოქვეყნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრებაზე ორდერის გაცემის შესახებ, იუწყება სააგენტო Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით.
ბუდაპეშტის პოზიციიდან გამომდინარე, ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა საკუთარი სახელით გაავრცელა განცხადება, რომ ევროკავშირმა „ცნობად მიიღო“ ICC-ს გადაწყვეტილება.

„ევროკავშირი ICC-ს გადაწყვეტილებას განიხილავს როგორც რუსეთის ლიდერების მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისა და სისასტიკისთვის პასუხისგებაში მიცემის პროცესის დასაწყისს, რომლებიც ჩადენილია მათი ბრძანებით, მათი ნებართვით, ან თავად მათ მიერ“, — აღნიშნა ბორელმა.

მისი თქმით, ICC-ს გადაწყვეტილება ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ „არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ფაქტორი, რომელიც თამაშს ცვლის“.
ევროკავშირის ქვეყნების იუსტიციის მინისტრებმა ასევე გაავრცელეს სასამართლოს გადაწყვეტილების მხარდამჭერი განცხადება, რომელსაც უნგრეთმა ასევე არ მოაწერა ხელი.
„ბლუმბერგის“ ცნობით, ერთობლივი განცხადების პროექტში გამოყენებულია ბორელის კომენტარის მსგავსი ფორმულირება. ტექსტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი „ცნობად იღებს“ პუტინისა და ბავშვთა უფლებების ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერს.
სააგენტოს წყაროების თქმით, ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერი, სავარაუდოდ, უფრო მკაცრი ფორმულირების საკითხს დააყენებს.
ICC-ს წინა საპროცესო განხილვების პალატამ, რომლის იურისდიქციასაც რუსეთი არ ცნობს, 17 მარტს გასცა ორდერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების შესახებ. ორდერის თანახმად, ახლა მსოფლიოს ის 123 ქვეყანა, რომლებმაც რომის სტატუტის რატიფიკაცია მოახდინეს, ან აღიარებენ ICC-ს იურისდიქციას, ვალდებულია დააპატიმროს რუსეთის პრეზიდენტი.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კომიტეტის ხელმძღვანელის ანდრეი კლიშასის თქმით, აღნიშნულ ორდერს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და შედეგები არ ექნება, ხოლო „ასეთი აბსურდული გადაწყვეტილების შემდეგ ICC თვითლიკვიდაციის გზას დაადგა“.
წყარო: Bloomberg
ყველა ახალი ამბავი
0