https://sputnik-georgia.com/20230321/salome-zurabisvilma-papuasvilis-gancxadeba-gaakritika-275967730.html
„სრულიად მიუღებელია" - პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება გააკრიტიკა
„სრულიად მიუღებელია" - პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება გააკრიტიკა
Sputnik საქართველო
შალვა პაპუაშვილის განცხადება მხოლოდ დაძაბულობის გამძაფრებას ემსახურება და არა ახალგაზრდობასთან აუცილებელი კომუნიკაციის აღდგენას, მიიჩნევს სალომე ზურაბიშვილი. 21.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-21T13:49+0400
2023-03-21T13:49+0400
2023-03-21T17:32+0400
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/10/267540057_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_4ff1e3779da3a6484bc10587318fcdb2.jpg
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სრულიად მიუღებელი უწოდა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას ახალგაზრდობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თანამდებობა არავის აძლევს უფლებას, საკუთარ მოქალაქეებს შეურაცხყოფა მიაყენოს. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ მანამდე განაცხადა, რომ ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კოორდინაციით „პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები ცდილობენ ადამიანები ზიზღის ობიექტი გახადონ". ასე გამოეხმაურა პოლიტიკოსი საპროტესტო აქციების მონაწილეებს, რომლებიც უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების წინააღმდეგ გამოვიდნენ. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ასეთი შეფასებები შეიძლება მხოლოდ დაძაბულობის გამძაფრებას ემსახურებოდეს და არა ახალგაზრდებთან აუცილებელი კომუნიკაციის აღდგენას.ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტი გლობალური ომის პარტიის გავლენის ქვეშ იმყოფება>> უფრო ადრე პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა მომიტინგეებს, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ და უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი გააპროტესტეს. მათ კანონპროექტების გაწვევას გამარჯვება უწოდეს. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ თბილისის ქუჩებში აღმოცენებულმა ერთობამ ხელისუფლება აიძულა გაეთვალისწინებინა ხალხის ხმა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უფრო ადრე განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოზიციები და განცხადებები, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მხარდაჭერა ჰქონდა, როდესაც ის პრეზიდენტობისთვის იყრიდა კენჭს, დროთა განმავლობაში შეიცვალა და მმართველი გუნდისთვის გაუგებარი გახდა. შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის მხრიდან აქციის მხარდაჭერის გამო იმედგაცრუებულია>>იმის თაობაზე, რომ ურთიერთობები „ქართულ ოცნებასა" და ზურაბიშვილს შორის ფუჭდებოდა, ცნობილი გახდა პრეზიდენტობიდან სამი წლის შემდეგ. ზურაბიშვილმა პირველად ფრთხილი უკმაყოფილების გამოთქმა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების შესახებ 2021 წელს დაიწყო. მმართველმა პარტიამ 2022 წლის მარტში პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა ელჩების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით. მას შემდეგ ურთიერთკრიტიკა მხოლოდ ძლიერდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/10/267540057_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_d84c077c9261cb145316e341cd9c0f58.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ირაკლი კობახიძე
„სრულიად მიუღებელია" - პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება გააკრიტიკა
13:49 21.03.2023 (განახლებულია: 17:32 21.03.2023) შალვა პაპუაშვილის განცხადება მხოლოდ დაძაბულობის გამძაფრებას ემსახურება და არა ახალგაზრდობასთან აუცილებელი კომუნიკაციის აღდგენას, მიიჩნევს სალომე ზურაბიშვილი.
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სრულიად მიუღებელი უწოდა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას ახალგაზრდობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თანამდებობა არავის აძლევს უფლებას, საკუთარ მოქალაქეებს შეურაცხყოფა მიაყენოს.
საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ მანამდე განაცხადა, რომ ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კოორდინაციით „პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები ცდილობენ ადამიანები ზიზღის ობიექტი გახადონ". ასე გამოეხმაურა პოლიტიკოსი საპროტესტო აქციების მონაწილეებს, რომლებიც უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების წინააღმდეგ გამოვიდნენ.
„შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელი პროტესტის რომელიმე ფორმას არ ეთანხმებოდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანამდებობა ვინმეს საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფის უფლებას ანიჭებს", – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ასეთი შეფასებები შეიძლება მხოლოდ დაძაბულობის გამძაფრებას ემსახურებოდეს და არა ახალგაზრდებთან აუცილებელი კომუნიკაციის აღდგენას.
უფრო ადრე პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა მომიტინგეებს, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ და უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი გააპროტესტეს. მათ კანონპროექტების გაწვევას გამარჯვება უწოდეს. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ თბილისის ქუჩებში აღმოცენებულმა ერთობამ ხელისუფლება აიძულა გაეთვალისწინებინა ხალხის ხმა.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უფრო ადრე განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოზიციები და განცხადებები, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მხარდაჭერა ჰქონდა, როდესაც ის პრეზიდენტობისთვის იყრიდა კენჭს, დროთა განმავლობაში შეიცვალა და მმართველი გუნდისთვის გაუგებარი გახდა.
იმის თაობაზე, რომ ურთიერთობები „ქართულ ოცნებასა" და ზურაბიშვილს შორის ფუჭდებოდა, ცნობილი გახდა პრეზიდენტობიდან სამი წლის შემდეგ. ზურაბიშვილმა პირველად ფრთხილი უკმაყოფილების გამოთქმა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების შესახებ 2021 წელს დაიწყო.
მმართველმა პარტიამ 2022 წლის მარტში პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა ელჩების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით. მას შემდეგ ურთიერთკრიტიკა მხოლოდ ძლიერდება.