https://sputnik-georgia.com/20230309/papuasvili-prezidentis-mxridan-aqciis-mxardaweris-gamo-imedgacruebulia-275645786.html
შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის მხრიდან აქციის მხარდაჭერის გამო იმედგაცრუებულია
შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის მხრიდან აქციის მხარდაჭერის გამო იმედგაცრუებულია
Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ თავიდანვე გამოვიდა. 09.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-09T20:31+0400
2023-03-09T20:31+0400
2023-03-14T16:16+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0d/265958284_0:96:1280:816_1920x0_80_0_0_58439c984cb748193d25ef3dc5418ce2.jpg
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციის ვიდეოს გამოქვეყნების გამო ძალადობის „რომანტიზებაში“ დაადანაშაულა.დედაქალაქი ორი დღე საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მისი მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ.საქართველოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში თავის გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ცეკვავს აქციის მონაწილე ახალგაზრდობა პოლიციის მხრიდან სპეცსაშუალებების გამოყენების თაობაზე გაფრთხილების ხმების ფონზე.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, გაფრთხილების ხმა ნიშნავდა, რომ აქციაზე ძალადობა ხდება და ამიტომ პოლიციას წესრიგის აღდგენა უწევს.მისი თქმით, ხალხი პრეზიდენტისგან სიმშვიდისკენ მოწოდებას ელოდება.„როდესაც ხდება ძალადობრივი დაზიანება პარლამენტის, ხდება შეტევა პოლიციელებზე და მიმდინარეობს წესრიგის აღდგენის ოპერაცია, პრეზიდენტისგან რასაც მოელის ხალხი, არის, რომ მან მოუწოდოს ყველას მშვიდობისაკენ და არა ამ გარკვეული რომანტიზებით წაახალისოს მეტი დაუმორჩილებლობა პოლიციის მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.7–8 მარტის აქცია პარლამენტთან უცხოური აგენტების კანონპროექტების წინააღმდეგ 9 მარტსაც გაგრძელდა. ორი დღის განმავლობაში პერიოდულად ხდებოდა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის.სალომე ზურაბიშვილი: მე თქვენ გვერდით ვარ, ეს კანონი გასაუქმებელია>>ბოლო მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით პოლიციამ 133 ადამიანი დააკავა. მეორე მხრივ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე 22 განცხადება შევიდა.აქამდე უცნობია, აქციის რამდენი მონაწილე დაშავდა.ორდღიანი დაპირისპირების ბოლოს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების გამოწვევის თაობაზე განაცხადა.ამ დროისათვის პარლამენტის შენობასთან კვლავ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტებმა განაცხადეს, რომ დღევანდელ აქციაზე მმართველი პარტიისგან მეტ სიცხადეს მოითხოვენ იმის თაობაზე, თუ როგორ გამოიწვევენ კანონპროექტს.აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ დაკავებულების გათავისუფლებას.საქართველოს პრეზიდენტმა თავიდანვე განაცხადა, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია, მისი მიღების შემთხვევაში კი ვეტოს დადების პირობა დადო. უკვე 7 მარტს, როდესაც რუსთაველზე ათასობით ადამიანი გამოვიდა კანონპროექტების გასაპროტესტებლად, სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს ღიად დაუჭირა მხარი ნიუ-იორკიდან, სადაც ვიზიტით იმყოფება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0d/265958284_54:80:1200:940_1920x0_80_0_0_39f17143e9749e619b2f571e5e369809.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის მხრიდან აქციის მხარდაჭერის გამო იმედგაცრუებულია
20:31 09.03.2023 (განახლებულია: 16:16 14.03.2023) საქართველოს პრეზიდენტი უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ თავიდანვე გამოვიდა.
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციის ვიდეოს გამოქვეყნების გამო ძალადობის „რომანტიზებაში“ დაადანაშაულა.
დედაქალაქი ორი დღე საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მისი მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში თავის გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ცეკვავს აქციის მონაწილე ახალგაზრდობა პოლიციის მხრიდან სპეცსაშუალებების გამოყენების თაობაზე გაფრთხილების ხმების ფონზე.
„ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტის პოზიციით, რომელმაც გუშინ გარკვეულწილად რომანტიზება მოახდინა ამ ძალადობისა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, გაფრთხილების ხმა ნიშნავდა, რომ აქციაზე ძალადობა ხდება და ამიტომ პოლიციას წესრიგის აღდგენა უწევს.
„ეს არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს პარლამენტის მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ხალხი პრეზიდენტისგან სიმშვიდისკენ მოწოდებას ელოდება.
„როდესაც ხდება ძალადობრივი დაზიანება პარლამენტის, ხდება შეტევა პოლიციელებზე და მიმდინარეობს წესრიგის აღდგენის ოპერაცია, პრეზიდენტისგან რასაც მოელის ხალხი, არის, რომ მან მოუწოდოს ყველას მშვიდობისაკენ და არა ამ გარკვეული რომანტიზებით წაახალისოს მეტი დაუმორჩილებლობა პოლიციის მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
7–8 მარტის აქცია პარლამენტთან უცხოური აგენტების კანონპროექტების წინააღმდეგ 9 მარტსაც გაგრძელდა. ორი დღის განმავლობაში პერიოდულად ხდებოდა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის.
ბოლო მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით პოლიციამ 133 ადამიანი დააკავა. მეორე მხრივ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე 22 განცხადება შევიდა.
აქამდე უცნობია, აქციის რამდენი მონაწილე დაშავდა.
ორდღიანი დაპირისპირების ბოლოს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების გამოწვევის თაობაზე განაცხადა.
ამ დროისათვის პარლამენტის შენობასთან კვლავ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტებმა განაცხადეს, რომ დღევანდელ აქციაზე მმართველი პარტიისგან მეტ სიცხადეს მოითხოვენ იმის თაობაზე, თუ როგორ გამოიწვევენ კანონპროექტს.
აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ დაკავებულების გათავისუფლებას.
საქართველოს პრეზიდენტმა თავიდანვე განაცხადა, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია, მისი მიღების შემთხვევაში კი ვეტოს დადების პირობა დადო. უკვე 7 მარტს, როდესაც რუსთაველზე ათასობით ადამიანი გამოვიდა კანონპროექტების გასაპროტესტებლად, სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს ღიად დაუჭირა მხარი ნიუ-იორკიდან, სადაც ვიზიტით იმყოფება.