გადაადგილებები „ქართულ ოცნებაში" - ირაკლი კობახიძე ცვლილებებს არ გამორიცხავს

© photo: Sputnik / Stringer„ქართული ოცნების" მთავარი ოფისი
„ქართული ოცნების მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2023
გამოწერა
გუშინ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მმართველ გუნდში გადაადგილებებს არ გამორიცხავს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან", საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ დეპუტატის მანდატის დატოვება გადაწყვიტა. კოვზანაძის გარდა დეპუტატის მანდატის დატოვების სურვილი „ოცნების" კიდევ ერთმა წევრმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამაც გამოთქვა.

„შეიძლება გუნდის ფარგლებში გარკვეული გადადგილებები იყოს. თუ იქნება, ინფორმაციას ჩვენგან მიიღებთ. რაიმე გადაადგილება თუ იქნება, ეს მხოლოდ გუნდის ფარგლებში, დღეს ვერაფერს გეტყვით", – განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.

ამგვარი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ორმხრივი კონსულტაციების შედეგად იქნება მიღებული, აღნიშნა პოლიტიკოსმა. მან ასევე განმარტა კოვზანაძის პარლამენტიდან წასვლის მიზეზი.
„მას კერძო სექტორში დაბრუნება სურს და ეს გადაწყვეტილება ამიტომ მიიღო", – განაცხადა კობახიძემ.
ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დეპუტატი „ქართული ოცნებიდან" მმართველი გუნდის დატოვებას აპირებს. კოვზანაძისა და ჩაჩიბაიას გარდა დასახელდნენ დეპუტატები უმრავლესობიდან – გიორგი ხელაშვილი და დავით სერგეენკო.
დაკარგავს თუ არა „ქართული ოცნება“ უმრავლესობას პარლამენტში: პოლიტიკოსების შეფასებები>>
ამავე დროს, პარლამენტში მალე გაიმართება კენჭისყრა დეპუტატ გიორგი ამილახვრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, რომელიც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 მარტს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დანიშნა. მის ადგილს საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნების" საარჩევნო სიიდან მომდევნო კანდიდატი დაიკავებს.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის საფრთხე არ არსებობს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, უმრავლესობა დაშლილად მიიჩნევა, თუ საკანონმდებლო ორგანოს წევრთა რაოდენობა საპარლამენტო ორგანოში 76 დეპუტატზე ნაკლებია.
„ქართული ოცნების" დეპუტატები მანდატებზე უარს ამბობენ>>
ბოლოს უმრავლესობა დაშლის საფრთხის წინაშე 2022 წლის ოქტომბერში აღმოჩნდა, როდესაც „ქართული ოცნება" რამდენიმე დეპუტატმა დატოვა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა" ჩამოაყალიბა. შედეგად ფრაქცია „ქართულ ოცნებას" 150-ადგილიან პარლამენტში 74 დეპუტატი დარჩა.
მიუხედავად პარტიიდან და ფრაქციიდან გასვლისა, „ხალხის ძალის" წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩნენ.
ყველა ახალი ამბავი
0