„ჩემი ოთახი“: ქართულმა ფილმმა ჟენევის კინოფესტივალზე პრიზი მოიპოვა

© courtesy of A Room of My Own კადრი ფილმიდან „ჩემი ოთახი“
კადრი ფილმიდან „ჩემი ოთახი“ - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2023
გამოწერა
ფილმის მოქმედება პანდემიის დროს ხდება, ის თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში არსებულ ცრურწმენებზე მოგვითხრობს.
თბილისი, 21 მარტი – Sputnik. ქართველი რეჟისორის სოსო ბლიაძის ფილმმა „ჩემი ოთახი" (A Room Of My Own) ჟენევის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ახალგაზრდული ჟიურის პრიზი მოიპოვა.
საერთაშორისო კინოფესტივალი და ადამიანის უფლებათა დაცვის ფორუმი (International Film Festival and Forum on Human Rights) დარგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა. პირველი ფესტივალი 2003 წლის მარტში ჩატარდა. წელს ფესტივალი 10-19 მარტს გაიმართა.
ფილმის მსოფლიო პრემიერა კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი სწორედ ორ ქართველ მსახიობს – თაკი მუმლაძეს და მარიამ ხუნდაძეს გადაეცა. მთავარი როლის შემსრულებელი თაკი მუმლაძე სოსო ბლიაძესთან ერთად ასევე ფილმის სცენარზეც მუშაობდა.
მულტფილმი „ჯიბის კაცი" ორი ჯილდოს მფლობელი გახდა >>
ფილმი „ჩემი ოთახი“ მოგვითხრობს ორი პერსონაჟის ამბავს. ერთ-ერთი, თინა, ახალგაზრდა ქალი ოთახს ქირაობს მეგისგან, რომლის დახმარებითაც ნელ-ნელა ხვდება, თუ რა არის თავისუფლება, გადაწყვეტილებების საკუთარი ნებით მიღება და დამოუკიდებლად ცხოვრება, მათ შორის კაცებისგანაც.
სოსო ბლიაძე დაიბადა თბილისში 1986 წელს. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფორმატიკის ფაკულტეტზე. შემდეგ დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მხატვრული კინოს რეჟისურის სპეციალობით.
ყველა ახალი ამბავი
0