https://sputnik-georgia.com/20230307/multpilmi-jibis-kaci-ori-jildos-mplobeli-gaxda-275505446.html
მულტფილმი „ჯიბის კაცი" ორი ჯილდოს მფლობელი გახდა
მულტფილმი „ჯიბის კაცი" ორი ჯილდოს მფლობელი გახდა
„ჯიბის კაცის“ პრემიერა 2017 წლის 25 თებერვალს აშშ-ში, ნიუ-იორკის საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა. 07.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-07T10:29+0400
2023-03-07T10:29+0400
2023-03-07T16:15+0400
საქართველო
საქართველო და კულტურა
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23494/20/234942093_0:19:1000:582_1920x0_80_0_0_a41a91ede6bf3ff7b41d2a54891874e0.jpg
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ანა ჩუბინიძის ქართულ-ფრანგულმა ანიმაციურმა ფილმმა „ჯიბის კაცმა“ ორი ჯილდო მოიპოვა. ამის თაობაზე ილუსტრატორმა სოციალურ ქსელში დაწერა.მულტფილმმა თავისი მე-18 და მე-19 ჯილდოები Providence Children's Film Festival-ზე (როდ-აილენდი, აშშ) და Carrousel international du film de Rimouski-ზე (კანადა) მიიღო.„ჯიბის კაცი“ — ეს პატარა კაცუნას, სახელად ედგარის ისტორიაა, რომელიც ძველ ჩემოდანში ცხოვრობს. ერთხელ იგი შემთხვევით გაიცნობს ბრმა გამვლელს. ედგარი მისი მეგობარი და გამცილებელი გახდება და ამავე დროს თავისთვის აღმოაჩენს სრულიად უცნობ, რეალურ სამყაროს.მულტფილმში დიალოგები არ არის — გმირები ერთმანეთს მუსიკის, ხმაურის და სხვადასხვა სტიქიის ბგერებით ეხმიანებიან.შვიდწუთიან ფილმზე „ჯიბის კაცი“ 27 წლის ქართველი ილუსტრატორი ანა ჩუბინიძე ფრანგ კოლეგასთან მხატვარ მარიონ შარიესთან ერთად მუშაობდა. მულტფილმი ქართული კინოსტუდია „კვალი ХХI“-ს ბაზაზე ფრანგულ კომპანია Folimage-თან თანამშრომლობით გადაიღეს.„ჯიბის კაცის“ პრემიერა 2017 წლის 25 თებერვალს აშშ-ში, ნიუ-იორკის საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა.ანა ჩუბინიძე თავისი პროექტით „ჯიბის კაცი“ პირველად 2015 წელს გამოჩნდა ნიქოზში ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალზე. სწორედ იქ მოეწონათ მისი იდეა უცხოელ ანიმატორებს და ჩუბინიძე საფრანგეთში მიიწვიეს ანსის ანიმაციური ფილმის საერთაშორისო ფესტივალზე (Annecy International Animation Film Festival). უკვე ანსში ქართველი ილუსტრატორის პროექტით დაინტერესდა ფრანგული ანიმატორული კომპანია Folimage.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23494/20/234942093_100:0:900:600_1920x0_80_0_0_b2642519db163cabc173f6eac27dabf7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქართველო და კულტურა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო და კულტურა, საზოგადოება, ახალი ამბები
მულტფილმი „ჯიბის კაცი" ორი ჯილდოს მფლობელი გახდა
10:29 07.03.2023 (განახლებულია: 16:15 07.03.2023) „ჯიბის კაცის“ პრემიერა 2017 წლის 25 თებერვალს აშშ-ში, ნიუ-იორკის საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა.
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ანა ჩუბინიძის ქართულ-ფრანგულმა ანიმაციურმა ფილმმა „ჯიბის კაცმა“ ორი ჯილდო მოიპოვა. ამის თაობაზე ილუსტრატორმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მულტფილმმა თავისი მე-18 და მე-19 ჯილდოები Providence Children's Film Festival-ზე (როდ-აილენდი, აშშ) და Carrousel international du film de Rimouski-ზე (კანადა) მიიღო.
„ჯიბის კაცი“ — ეს პატარა კაცუნას, სახელად ედგარის ისტორიაა, რომელიც ძველ ჩემოდანში ცხოვრობს. ერთხელ იგი შემთხვევით გაიცნობს ბრმა გამვლელს. ედგარი მისი მეგობარი და გამცილებელი გახდება და ამავე დროს თავისთვის აღმოაჩენს სრულიად უცნობ, რეალურ სამყაროს.
მულტფილმში დიალოგები არ არის — გმირები ერთმანეთს მუსიკის, ხმაურის და სხვადასხვა სტიქიის ბგერებით ეხმიანებიან.
შვიდწუთიან ფილმზე „ჯიბის კაცი“ 27 წლის ქართველი ილუსტრატორი ანა ჩუბინიძე ფრანგ კოლეგასთან მხატვარ მარიონ შარიესთან ერთად მუშაობდა. მულტფილმი ქართული კინოსტუდია „კვალი ХХI“-ს ბაზაზე ფრანგულ კომპანია Folimage-თან თანამშრომლობით გადაიღეს.
„ჯიბის კაცის“ პრემიერა 2017 წლის 25 თებერვალს აშშ-ში, ნიუ-იორკის საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა.
ანა ჩუბინიძე თავისი პროექტით „ჯიბის კაცი“ პირველად 2015 წელს გამოჩნდა ნიქოზში ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალზე. სწორედ იქ მოეწონათ მისი იდეა უცხოელ ანიმატორებს და ჩუბინიძე საფრანგეთში მიიწვიეს ანსის ანიმაციური ფილმის საერთაშორისო ფესტივალზე (Annecy International Animation Film Festival). უკვე ანსში ქართველი ილუსტრატორის პროექტით დაინტერესდა ფრანგული ანიმატორული კომპანია Folimage.