https://sputnik-georgia.com/20230321/-awaridan-studentebis-dafinanseba-gaormagdeba-275978100.html
აჭარელი სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების ბიუჯეტი გაორმაგდება
აჭარელი სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების ბიუჯეტი გაორმაგდება
Sputnik საქართველო
აჭარის სახელმწიფო ბიუჯეტში 2023 წელს განათლებაზე 64,4 მილიონი ლარია გამოყოფილი. 21.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-21T18:41+0400
2023-03-21T18:41+0400
2023-03-21T21:47+0400
აჭარის მთავრობა
აჭარა
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252625000_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_6d19dd84a6bb3c758546f3c220b3322a.jpg
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. აჭარის განათლების სამინისტროს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის წყალობით 2023 წელს საზღვარგარეთ 400 სტუდენტის სწავლა დაფინანსდება, ბიუჯეტი თანდათანობით გაორმაგდება. ამის შესახებ აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. აჭარის მთავრობა განაგრძობს განათლების ხელშეწყობას და მთლიანობაში მხარს უჭერს ახალგაზრდულ პოლიტიკას, აღნიშნა რიჟვაძემ. „სულ რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა სხვადასხვა კურსის სტუდენტებთან. მათგან წამოვიდა თხოვნა, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ დაფინანსება საზღვარგარეთ სწავლების და სტაჟირების კუთხით", – განაცხადა რიჟვაძემ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე. მისი ინფორმაციით, დაფინანსება ორჯერ გაიზრდება. აჭარის ბიუჯეტი 2023 წელს: რას მოხმარდება მილიონობით ლარი>>„მინდა ვთხოვო განათლების და ფინანსთა მინისტრებს, რომ გავითვალისწინოთ ახალგაზრდების მისწრაფება, სურვილი და გავაორმაგოთ უცხოეთში, ევროპის ქვეყნებში ახალგაზრდების განათლების დაფინანსება და მათი ხელშეწყობა", – განაცხადა რიჟვაძემ, რომელმაც დაამატა, რომ წელს დაახლოებით 400 სტუდენტის დაფინანსება იგეგმებოდა, და ეს რაოდენობა თანდათანობით უნდა გაორმაგდეს. მისი თქმით, განათლების სფეროს ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება და ეს აისახება როგორც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე, ისე სწავლის დაფინანსებაზე.
აჭარა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252625000_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_83ffb6cdec87dd1fe504b921eddd5464.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აჭარის მთავრობა , აჭარა , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
აჭარის მთავრობა , აჭარა , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
აჭარელი სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების ბიუჯეტი გაორმაგდება
18:41 21.03.2023 (განახლებულია: 21:47 21.03.2023) აჭარის სახელმწიფო ბიუჯეტში 2023 წელს განათლებაზე 64,4 მილიონი ლარია გამოყოფილი.
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. აჭარის განათლების სამინისტროს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის წყალობით 2023 წელს საზღვარგარეთ 400 სტუდენტის სწავლა დაფინანსდება, ბიუჯეტი თანდათანობით გაორმაგდება. ამის შესახებ აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
აჭარის მთავრობა განაგრძობს განათლების ხელშეწყობას და მთლიანობაში მხარს უჭერს ახალგაზრდულ პოლიტიკას, აღნიშნა რიჟვაძემ.
„სულ რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა სხვადასხვა კურსის სტუდენტებთან. მათგან წამოვიდა თხოვნა, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ დაფინანსება საზღვარგარეთ სწავლების და სტაჟირების კუთხით", – განაცხადა რიჟვაძემ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე.
მისი ინფორმაციით, დაფინანსება ორჯერ გაიზრდება.
„მინდა ვთხოვო განათლების და ფინანსთა მინისტრებს, რომ გავითვალისწინოთ ახალგაზრდების მისწრაფება, სურვილი და გავაორმაგოთ უცხოეთში, ევროპის ქვეყნებში ახალგაზრდების განათლების დაფინანსება და მათი ხელშეწყობა", – განაცხადა რიჟვაძემ, რომელმაც დაამატა, რომ წელს დაახლოებით 400 სტუდენტის დაფინანსება იგეგმებოდა, და ეს რაოდენობა თანდათანობით უნდა გაორმაგდეს.
მისი თქმით, განათლების სფეროს ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება და ეს აისახება როგორც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე, ისე სწავლის დაფინანსებაზე.