https://sputnik-georgia.com/20230320/usinatlo-pirebs-garigebaze-damoukideblad-xelmoweris-ufleba-eqnebat-275916580.html
უსინათლო პირებს გარიგებაზე დამოუკიდებლად ხელმოწერის უფლება ექნებათ
უსინათლო პირებს გარიგებაზე დამოუკიდებლად ხელმოწერის უფლება ექნებათ
Sputnik საქართველო
ფაქსიმილეს გამოყენებისას უსინათლო პირებს დასჭირდებათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი ფაქსიმილეს ნამდვილობის... 20.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-20T10:05+0400
2023-03-20T10:05+0400
2023-03-20T16:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24176/82/241768298_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_8c7335b622a25cd63e5f29947b3ffc70.jpg
თბილისი, 20 მარტი – Sputnik. მიმდინარე წლის 1 მაისიდან უსინათლოებს საშუალება ექნებათ თავად მოაწერონ ხელი გარიგების დოკუმენტებს, მათ შორის ტექნიკური საშუალებებისა და ფაქსიმილეს გამოყენებით.სამოქალაქო კოდექსში 2023 წლის 1 მაისიდან შემავალი ცვლილებებით, უსინათლო პირებს ექნებათ არჩევანის საშუალება – გარიგებაზე ხელმოწერა ანდონ ნდობით აღჭურვილ პირს, ან თავად მოაწერონ ხელი გარიგებას.მხარეთა მიერ ამგვარი შეთანხმების გაფორმებისას შეთანხმების ერთი ეგზემპლარი შესრულებული უნდა იყოს ბრაილის შრიფტით.იმ პირს, რომელიც გარიგებას ხელს თვითონ ვერ მოაწერს წერა-კითხვის არცოდნის ან ხანგრძლივი ან შეუქცევი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევის გამო, ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში, შეუძლია გარიგებაზე ხელის მოწერა სხვას მიანდოს.ამ უკანასკნელის ხელმოწერა ოფიციალურად უნდა დამოწმდეს. ამასთანავე უნდა აღინიშნოს ის მიზეზი, რომლის გამოც გარიგების დამდებმა პირმა გარიგებას ხელი ვერ მოაწერა.წყარო - საკანონმდებლო მაცნე
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24176/82/241768298_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_b98b44565dc0c632140b919cc1e189ee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ადამიანის უფლებები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ადამიანის უფლებები საქართველოში
უსინათლო პირებს გარიგებაზე დამოუკიდებლად ხელმოწერის უფლება ექნებათ
10:05 20.03.2023 (განახლებულია: 16:33 20.03.2023) ფაქსიმილეს გამოყენებისას უსინათლო პირებს დასჭირდებათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი ფაქსიმილეს ნამდვილობის შესახებ.
თბილისი, 20 მარტი – Sputnik. მიმდინარე წლის 1 მაისიდან უსინათლოებს საშუალება ექნებათ თავად მოაწერონ ხელი გარიგების დოკუმენტებს, მათ შორის ტექნიკური საშუალებებისა და ფაქსიმილეს გამოყენებით.
სამოქალაქო კოდექსში 2023 წლის 1 მაისიდან შემავალი ცვლილებებით, უსინათლო პირებს ექნებათ არჩევანის საშუალება – გარიგებაზე ხელმოწერა ანდონ ნდობით აღჭურვილ პირს, ან თავად მოაწერონ ხელი გარიგებას.
მხარეთა მიერ ამგვარი შეთანხმების გაფორმებისას შეთანხმების ერთი ეგზემპლარი შესრულებული უნდა იყოს ბრაილის შრიფტით.
„გარიგებაზე ფაქსიმილეს გამოყენებით ხელის მოწერისას ხელმომწერმა წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირმა უნდა წარმოადგინოს აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი ფაქსიმილეს ნამდვილობის შესახებ. მხარეთა შეთანხმებით დადების შემთხვევაში ბრაილის შრიფტის გამოყენებით დადებული გარიგება უნდა დაერთოს ბრტყელი შრიფტის გამოყენებით დადებულ გარიგებას“, – ნათქვამია „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
იმ პირს, რომელიც გარიგებას ხელს თვითონ ვერ მოაწერს წერა-კითხვის არცოდნის ან ხანგრძლივი ან შეუქცევი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევის გამო, ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში, შეუძლია გარიგებაზე ხელის მოწერა სხვას მიანდოს.
ამ უკანასკნელის ხელმოწერა ოფიციალურად უნდა დამოწმდეს. ამასთანავე უნდა აღინიშნოს ის მიზეზი, რომლის გამოც გარიგების დამდებმა პირმა გარიგებას ხელი ვერ მოაწერა.