სი ძინპინი ვლადიმირ პუტინს შეხვდა

  - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2023
გამოწერა
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კრემლში არაფორმალურ შეხვედრას მართავს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან.
ჩინეთის ლიდერი მოსკოვში სახელმწიფო ვიზიტით დღეს ჩავიდა.
რუსეთის ლიდერმ კიდევ ერთხელ მიულოცა მას თანამდებობაზე ხელახალი არჩევა.
„ეს შესაძლებელი იმის წყალობით გახდა, რომ ჩინელმა ხალხმა და მათმა წარმომადგენლებმა ღირსეულად შეაფასეს თქვენი მოღვაწეობა წინა ათწლეულის განმავლობაში. ბოლო წლებში ჩინეთმა უზარმაზარი ნახტომი გააკეთა განვითარების მხრივ. ეს მთელი მსოფლიოს ინტერესს იწვევს და ცოტა გვშურს კიდეც“, - აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთსა და ჩინეთს ბევრი ერთობლივი ამოცანა და მიზანი აქვთ. როგორც მან დასძინა, საერთაშორისო ასპარეზზე ორი ქვეყნის ურთიერთქმედება ხელს უწყობს მსოფლიო წესრიგისა და მრავალპოლარობის ფუნდამენტური პრინციპების განმტკიცებას.
პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა გაორმაგდა და ახლა ის 185 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მისი თქმით, რუსულმა მხარემ, რომელიც „ყოველთვის ღიაა მოლაპარაკებების პროცესისთვის“, ყურადღებით წაიკითხა ჩინეთის წინადადებები უკრაინის კრიზისის მოგვარების შესახებ და აპირებს ყველა ამ საკითხის განხილვას.
ყველა ახალი ამბავი
0