https://sputnik-georgia.com/20230320/kanada-cineti-ruseti-otxmxrivi-struqtura-275921159.html
რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ: კანადა ოთხმხრივი სტრუქტურის შექმნას გეგმავს
რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ: კანადა ოთხმხრივი სტრუქტურის შექმნას გეგმავს
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. კანადის ხელისუფლებამ შეერთებულ შტატებს, სამხრეთ კორეასა და იაპონიას ოთხმხრივი სტრუქტურის შექმნა შესთავაზა რუსეთისა და ჩინეთის... 20.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-20T10:02+0400
2023-03-20T10:02+0400
2023-08-17T12:46+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
პოლიტიკა
ჩინეთი
კანადა
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23468/76/234687617_0:84:1601:984_1920x0_80_0_0_94aeef47fbeaca4a0f8da8938f0aa047.jpg
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. კანადის ხელისუფლებამ შეერთებულ შტატებს, სამხრეთ კორეასა და იაპონიას ოთხმხრივი სტრუქტურის შექმნა შესთავაზა რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ, იტყობინება იაპონური სააგენტო Kyodo დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.წყაროების თქმით, ეს წინადადება იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას იანვარში ოტავაში ვიზიტისას გააცნეს. კანადის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ არსებული სამმხრივი მექანიზმის გაფართოება, შეერთებული შტატებისა და მისი საკვანძო აზიური მოკავშირეების მონაწილეობით, ხელს შეუწყობს აზია–წყნარი ოკეანის რეგიონში ლიბერალური დემოკრატიული ბანაკის ქვეყნებს შორის კავშირების განმტკიცებას.არსებული ცნობით, შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირა იდეას, იაპონიის ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ კონცეფციის განხორციელებას დრო სჭირდება.როგორც სააგენტო განმარტავს, კანადის მიერ შემოთავაზებული ვარიანტი უსაფრთხოების საკითხებზე ოთხმხრივი დიალოგის (QUAD) მსგავსია, რომელიც ავსტრალიას, ინდოეთს, შეერთებულ შტატებსა და იაპონიას აერთიანებს. კანადის ხელისუფლებას მისი ანალოგით სურს ხელი შეუწყოს ისეთ „უნივერსალურ ღირებულებებს, როგორებიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“, ასევე მოაგვაროს კლიმატის ცვლილების საკითხები და სხვა გლობალური პრობლემები.Kyodo-ს ინფორმაციით, კანადის ინიციატივა შესაძლოა G7-ის სამიტის ფარგლებში განიხილონ, რომელიც მაისში გაიმართება ჰიროსიმაში. იაპონიის ხელისუფლება ღონისძიებაზე სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მიწვევას გეგმავს, რომელიც „დიდი შვიდეულის“ წევრი არ არის.ამის პარალელურად QUAD-ის წევრი ქვეყნები გააძლიერებენ კონტაქტებს ჩინეთის შესაკავებლად, რომელსაც ისინი ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევენ. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცინ განმა ადრევე განაცხადა, რომ „ორი ოკეანის“ ქვეყნების სტრატეგია ჩინეთის შესაკავებლად „მარცხისთვისაა განწირული“.წყარო: Kyodo
ჩინეთი
კანადა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23468/76/234687617_88:0:1511:1067_1920x0_80_0_0_9ba097875cf157711349e390b054a966.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, ჩინეთი, კანადა , მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი
ახალი ამბები, პოლიტიკა, ჩინეთი, კანადა , მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. კანადის ხელისუფლებამ შეერთებულ შტატებს, სამხრეთ კორეასა და იაპონიას ოთხმხრივი სტრუქტურის შექმნა შესთავაზა რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ, იტყობინება იაპონური სააგენტო Kyodo დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროების თქმით, ეს წინადადება იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას იანვარში ოტავაში ვიზიტისას გააცნეს. კანადის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ არსებული სამმხრივი მექანიზმის გაფართოება, შეერთებული შტატებისა და მისი საკვანძო აზიური მოკავშირეების მონაწილეობით, ხელს შეუწყობს აზია–წყნარი ოკეანის რეგიონში ლიბერალური დემოკრატიული ბანაკის ქვეყნებს შორის კავშირების განმტკიცებას.
არსებული ცნობით, შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირა იდეას, იაპონიის ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ კონცეფციის განხორციელებას დრო სჭირდება.
როგორც სააგენტო განმარტავს, კანადის მიერ შემოთავაზებული ვარიანტი უსაფრთხოების საკითხებზე ოთხმხრივი დიალოგის (QUAD) მსგავსია, რომელიც ავსტრალიას, ინდოეთს, შეერთებულ შტატებსა და იაპონიას აერთიანებს. კანადის ხელისუფლებას მისი ანალოგით სურს ხელი შეუწყოს ისეთ „უნივერსალურ ღირებულებებს, როგორებიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“, ასევე მოაგვაროს კლიმატის ცვლილების საკითხები და სხვა გლობალური პრობლემები.
„ღრმა უთანხმოების სფეროებში ჩვენ დავუპირისპირდებით ჩინეთს. მათ შორის იმ შემთხვევებში, როდესაც ის იძულების მექანიზმის გამოყენებით მიმართავს კონტროლის მცდელობებს — ეკონომიკურსა თუ სხვაგვარს, უგულებელყოფს ადამიანის უფლებებს, ან ძირს უთხრის ჩვენი ეროვნული და პარტნიორების უსაფრთხოების ინტერესებს რეგიონში“, — ნათქვამია შეთავაზებულ სტრატეგიაში.
Kyodo-ს ინფორმაციით, კანადის ინიციატივა შესაძლოა G7-ის სამიტის ფარგლებში განიხილონ, რომელიც მაისში გაიმართება ჰიროსიმაში. იაპონიის ხელისუფლება ღონისძიებაზე სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მიწვევას გეგმავს, რომელიც „დიდი შვიდეულის“ წევრი არ არის.
ამის პარალელურად QUAD-ის წევრი ქვეყნები გააძლიერებენ კონტაქტებს ჩინეთის შესაკავებლად, რომელსაც ისინი ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევენ. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცინ განმა ადრევე განაცხადა, რომ „ორი ოკეანის“ ქვეყნების სტრატეგია ჩინეთის შესაკავებლად „მარცხისთვისაა განწირული“.