საქართველოში ავტოგასამართი სადგურები 1 ივნისიდან უფრო უსაფრთხო გახდება

© photo: Sputnik / Stringerბენზინგასამართი სადგური
ბენზინგასამართი სადგური  - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2023
გამოწერა
ავტოგასამართი სადგურის შიდა პერიმეტრზე განლაგებული ვიდეოკამერები უნდა იძლეოდეს ავტომობილების სანომრე ნიშნების ვიზუალური იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
თბილისი, 19 მარტი – Sputnik. საქართველოში არსებული ყველა ბენზინგასამართი სადგური უნდა აღიჭურვოს ვიდეოკამერებით, რომლებიც ავტომობილის სანომრე ნიშნის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.
მთავრობის შესაბამისი დადგენილება ძალაში 1 ივნისს შევა.
შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემები უნდა იძლეოდეს საწვავ-სარიგებელ სვეტთან გაჩერებული ან არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნების ვიზუალური იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
გარე პერიმეტრზე უნდა დამონტაჟდეს სულ მცირე ორი ვიდეოკამერა, რომლებითაც შესაძლებელი იქნება საავტომობილო გზის სავალი ნაწილის იმ პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობა, სადაც განთავსებულია აღნიშნული სადგურები.
შიდა და გარე პერიმეტრებზე დასამონტაჟებელი ვიდეოკამერების ზუსტ რაოდენობასა და მათ ურთიერთგანლაგებას განსაზღვრავს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“.
შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერებიდან ვიდეოგადაღება უნდა მიმდინარეობდეს უწყვეტ რეჟიმში დღე-ღამის განმავლობაში და უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ვიდეოგადაღების შედეგად მიღებული ჩანაწერების შენახვა არანაკლებ 30 დღის ვადით.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრი მთელი ქვეყნის მასშტაბით აკონტროლებს ვიდეოდაკვირვების კამერებს, 24-საათიან რეჟიმში იღებს შეტყობინებებს დახმარების შესახებ მთელი ქვეყნის მასშტაბით და დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის სამსახურებს: სასწრაფო სამედიცინო ცენტრებს, საპატრულო პოლიციას და სახანძრო-სამაშველო სამსახურებს.
წყარო - საკანონმდებლო მაცნე
ყველა ახალი ამბავი
0