https://sputnik-georgia.com/20230319/saqartvelosi-40-welze-meti-asakis-avtomobilebis-semotanaze-sesazloa-seravatebi-dawesdes-275912908.html
საქართველოში 40 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების შემოტანაზე შესაძლოა შეღავათები დაწესდეს
საქართველოში 40 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების შემოტანაზე შესაძლოა შეღავათები დაწესდეს
Sputnik საქართველო
ცვლილებების მიზანია საავტომობილო კულტურის, ავტომობილების მუზეუმებისა და ავტომობილების კოლექციების განვითარება 19.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-19T17:46+0400
2023-03-19T17:46+0400
2023-03-19T17:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24765/50/247655009_0:168:3001:1856_1920x0_80_0_0_d8267956cfed39c7192e69d542bc18e9.jpg
თბილისი, 19 მარტი – Sputnik. საპარლამენტო კომიტეტები მალე „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონსა და საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვას დაიწყებენ, რომლებიც ავტომობილების კოლექციონერებისთვის შეღავათების შემოღებას ითვალისწინებს.„საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, კანონმდებლობაში „კლასიკური ავტომობილის“ ცნება გაჩნდება. 40 წელზე მეტი ასაკის ავტომობილი კლასიკურ ავტომობილად ჩაითვლება.კლასიკური ავტომობილის მახასიათებლებსა და ექსპლუატაციის საკითხებს საქართველოს მთავრობა დაადგენს.საქართველოში 2024 წლიდან ავტომობილების იმპორტზე შეზღუდვები ამოქმედდება >>გარდა ამისა, ავტორების, მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების ინიციატივით, ასეთი მანქანების საქართველოში იმპორტისთვის სპეციალური შეღავათების დაწესება იგეგმება.კერძოდ, მათი ინიციატივით, კლასიკური ავტომობილების იმპორტზე გადასახადი ძრავის ერთ კუბურ სანტიმეტრზე 1,5 ლარი იქნება, 14 წელზე მეტი ასაკის ყველა ავტომობილზე არსებული გადასახადის ნაცვლად – ძრავის ერთ კუბურ სანტიმეტრზე 2,4 ლარი.როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ცვლილებები აუცილებელია საავტომობილო კულტურის, ავტომობილების მუზეუმებისა და ავტომობილების კოლექციების განვითარებისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24765/50/247655009_150:0:2849:2024_1920x0_80_0_0_9712ac6a4c15273ebf2ecf23b4f8220e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს პარლამენტი
საქართველოში 40 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების შემოტანაზე შესაძლოა შეღავათები დაწესდეს
ცვლილებების მიზანია საავტომობილო კულტურის, ავტომობილების მუზეუმებისა და ავტომობილების კოლექციების განვითარება
თბილისი, 19 მარტი – Sputnik. საპარლამენტო კომიტეტები მალე „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონსა და საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვას დაიწყებენ, რომლებიც ავტომობილების კოლექციონერებისთვის შეღავათების შემოღებას ითვალისწინებს.
„საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, კანონმდებლობაში „კლასიკური ავტომობილის“ ცნება გაჩნდება. 40 წელზე მეტი ასაკის ავტომობილი კლასიკურ ავტომობილად ჩაითვლება.
კლასიკური ავტომობილის მახასიათებლებსა და ექსპლუატაციის საკითხებს საქართველოს მთავრობა დაადგენს.
გარდა ამისა, ავტორების, მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების ინიციატივით, ასეთი მანქანების საქართველოში იმპორტისთვის სპეციალური შეღავათების დაწესება იგეგმება.
კერძოდ, მათი ინიციატივით, კლასიკური ავტომობილების იმპორტზე გადასახადი ძრავის ერთ კუბურ სანტიმეტრზე 1,5 ლარი იქნება, 14 წელზე მეტი ასაკის ყველა ავტომობილზე არსებული გადასახადის ნაცვლად – ძრავის ერთ კუბურ სანტიმეტრზე 2,4 ლარი.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ცვლილებები აუცილებელია საავტომობილო კულტურის, ავტომობილების მუზეუმებისა და ავტომობილების კოლექციების განვითარებისთვის.