საქართველოში 2024 წლიდან ავტომობილების იმპორტზე შეზღუდვები ამოქმედდება

© photo: Sputnik / Stringerავტომობილები ბარათაშვილის ქუჩაზე
ავტომობილები ბარათაშვილის ქუჩაზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2023
გამოწერა
ამ ინიციატივის განხორციელება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. საქართველო 2024 წლიდან აკრძალავს „ევრო 5“ სტანდარტზე დაბალი ავტომობილების იმპორტს, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
„ევრო 5“ - ავტომობილების სავალდებულო სტანდარტია, რომელიც გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემცველობას არეგულირებს.
ადმინისტრაციის მონაცემებით, შეზღუდვა შეეხება 2013 წლამდე გამოშვებულ ავტომობილებს. ამ ინიციატივის განხორციელება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
შსს-ს მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული 2003 წლამდე გამოშვებული მანქანები 62,7%-ზე მეტს შეადგენენ.
639,7 ათასი მსუბუქი ავტომობილიდან მხოლოდ 239,1 ათასი ავტომობილი 2003 წლის შემდეგ არის გამოშვებული. ამასთან მანქანების 44,8% 2008 წლამდე არის გამოშვებული.
საქართველოში რეგისტრირებულია 59,4 ათასი მანქანა, რომელთა „ასაკი“ 10 წელზე ნაკლებია - ეს ქვეყანაში მოძრავი მანქანების 9,2%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0