https://sputnik-georgia.com/20230319/ramdeni-patimaria-saqartvelos-cixeebsi-axali-statistika-275902986.html
რამდენი პატიმარია საქართველოს ციხეებში - ახალი სტატისტიკა
რამდენი პატიმარია საქართველოს ციხეებში - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
1 თებერვლისთვის პატიმართა საერთო რიცხვი მოსახლეობის 0,26%-ს შეადგენდა 19.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-19T09:35+0400
2023-03-19T09:35+0400
2023-03-20T14:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262005312_935:302:4038:2048_1920x0_80_0_0_c30979ccbabaf92b0e4b1d3c32f4d52e.jpg
თბილისი, 19 მარტი – Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში, 2023 წლის 1 თებერვლის მონაცემებით, 9.568 პატიმარი იმყოფებოდა, აქედან 328 - ქალია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.1 თებერვლისთვის პატიმართა საერთო რიცხვი მოსახლეობის 0,26%-ს შეადგენდა. ამასთან დაახლოებით 3 ათასი ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის. 1 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში არსებული 13-ვე ციხე 82,1%-ით იყო შევსებული.2023 წლის 1 თებერვლისთვის განაჩენს ელოდებოდა პატიმრების 20%. მსჯავრდებულთა ძირითად ნაწილს 31-49 წლის პირები შეადგენენ. საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდის ასევე 33 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 59 პირი.მსჯავრდებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა რუსთავის №15 და გლდანის №17 დაწესებულებაში იმყოფება.მკვლელობისთვის ძებნილი ქართველი ხვიჩა კვარაცხელიას მატჩზე დასასწრებად იტალიაში ჩავიდა >>2023 წლის 1 თებერვლისთვის განაჩენს ელოდებოდა 2 ათასზე მეტი პატიმარი (უმრავლესობა 31-49 წლის პირები). გარდა ამისა, განაჩენს ელოდება 11 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 9 პირი.მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. მათი ძირითადი ნაწილი სასჯელს იხდის ეკონომიკური დანაშაულისთვის და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის - ესაა მკვლელობა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება.ამასთან განსაკუთრებით მაღალი რისკის 170 პატიმარია. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.უცხოელები საქართველოს ციხეებში2023 წლის 1 თებერვლისთვის საქართველოს ციხეებში მოთავსებული იყო 48 ქვეყნის 652 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 6,7%-ს შეადგენს.უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილია მამაკაცები, თუმცა ქართულ საპატიმროებში 1 არასრულწლოვანი უცხოელი და 62 უცხოელი ქალი იმყოფება.იუსტიციის სამინისტრო: ევროსასამართლომ საქართველოს ციხეებში წამების სისტემურობა დაადასტურა >>საქართველოში უცხოელთა მესამედი, რომლებიც არიან ბრალდებული ან სასჯელს იხდიან, არიან თურქეთის მოქალაქეები, შემდეგ მოდიან რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და უკრაინის მოქალაქეები. ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.პატიმართა სიკვდილიანობასაქართველოს ციხეებში 2023 წლის იანვარში სხვადასხვა დაავადების შედეგად ერთი პატიმარი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი ჰიპერტონული კრიზი და ინსულტი გახდა.პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფებიციხეებში მყოფების გარდა, 22,6 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის.მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცებია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 1,2 ათასი ქალი და 81 არასრულწლოვანი.ასევე პირობით სასჯელს იხდის 326 უცხოელი 25 ქვეყნიდან, მათ შორის არიან რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთის, ისრაელის, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262005312_0:361:2250:2048_1920x0_80_0_0_26f9bf82031be52d624f0d8c26273bda.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქსტატი
რამდენი პატიმარია საქართველოს ციხეებში - ახალი სტატისტიკა
09:35 19.03.2023 (განახლებულია: 14:53 20.03.2023) 1 თებერვლისთვის პატიმართა საერთო რიცხვი მოსახლეობის 0,26%-ს შეადგენდა
თბილისი, 19 მარტი – Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში, 2023 წლის 1 თებერვლის მონაცემებით, 9.568 პატიმარი იმყოფებოდა, აქედან 328 - ქალია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
1 თებერვლისთვის პატიმართა საერთო რიცხვი მოსახლეობის 0,26%-ს შეადგენდა. ამასთან დაახლოებით 3 ათასი ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის. 1 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში არსებული 13-ვე ციხე 82,1%-ით იყო შევსებული.
2023 წლის 1 თებერვლისთვის განაჩენს ელოდებოდა პატიმრების 20%. მსჯავრდებულთა ძირითად ნაწილს 31-49 წლის პირები შეადგენენ. საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდის ასევე 33 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 59 პირი.
მსჯავრდებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა რუსთავის №15 და გლდანის №17 დაწესებულებაში იმყოფება.
2023 წლის 1 თებერვლისთვის განაჩენს ელოდებოდა 2 ათასზე მეტი პატიმარი (უმრავლესობა 31-49 წლის პირები). გარდა ამისა, განაჩენს ელოდება 11 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 9 პირი.
მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. მათი ძირითადი ნაწილი სასჯელს იხდის ეკონომიკური დანაშაულისთვის და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის - ესაა მკვლელობა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება.
ამასთან განსაკუთრებით მაღალი რისკის 170 პატიმარია. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.
უცხოელები საქართველოს ციხეებში
2023 წლის 1 თებერვლისთვის საქართველოს ციხეებში მოთავსებული იყო 48 ქვეყნის 652 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 6,7%-ს შეადგენს.
უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილია მამაკაცები, თუმცა ქართულ საპატიმროებში 1 არასრულწლოვანი უცხოელი და 62 უცხოელი ქალი იმყოფება.
საქართველოში უცხოელთა მესამედი, რომლებიც არიან ბრალდებული ან სასჯელს იხდიან, არიან თურქეთის მოქალაქეები, შემდეგ მოდიან რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და უკრაინის მოქალაქეები. ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
საქართველოს ციხეებში 2023 წლის იანვარში სხვადასხვა დაავადების შედეგად ერთი პატიმარი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი ჰიპერტონული კრიზი და ინსულტი გახდა.
პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფები
ციხეებში მყოფების გარდა, 22,6 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის.
მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცებია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 1,2 ათასი ქალი და 81 არასრულწლოვანი.
ასევე პირობით სასჯელს იხდის 326 უცხოელი 25 ქვეყნიდან, მათ შორის არიან რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთის, ისრაელის, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.