https://sputnik-georgia.com/20230317/turqeti-natos-seaxsenebs-rom-is-natos-wevria-275865269.html
ჩევიქოზი: თურქეთი რუსეთს შეახსენებს, რომ ის ნატოს წევრია
ჩევიქოზი: თურქეთი რუსეთს შეახსენებს, რომ ის ნატოს წევრია
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქემალ ქილიჩდაროღლუს გამარჯვების შემთხვევაში ანკარა მოსკოვს შეახსენებს, რომ ის ნატოს წევრი... 17.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-17T14:33+0400
2023-03-17T14:33+0400
2023-07-20T15:50+0400
მსოფლიო დღეს
თურქეთი
რუსეთი
პოლიტიკა
კომპანიების ახალი ამბები
ახალი ამბები
ნატო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/0e/248966412_0:275:3073:2003_1920x0_80_0_0_0e6315e148a889c10416af380afc0db4.jpg
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქემალ ქილიჩდაროღლუს გამარჯვების შემთხვევაში ანკარა მოსკოვს შეახსენებს, რომ ის ნატოს წევრი ქვეყანაა, განაცხადა ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის მრჩეველმა უნალ ჩევიქოზმა Politico-სთან ინტერვიუში.როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ამ დროისათვის ანკარასა და მოსკოვს შორის ურთიერთობები „საკამოდ ასიმეტრიულია, ვინაიდან თურქეთი ძალიან არის დამოკიდებული რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტზე“.მისი თქმით, ქილიჩდაროღლუს ხელმძღვანელობით თურქეთი რუსეთთან თანასწორუფლებიან ურთიერთობებს შეინარჩუნებს, თუმცა „უბრალოდ ხაზს გაუსვამს“ იმ ფაქტს, რომ ის ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის წევრია.თურქეთის ექვსი ოპოზიციური პარტიისგან შემდგარმა „სახალხო ალიანსმა“ პრეზიდენტობის ერთიან კანდიდატად „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, 74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუ მარტის პირველ რიცხვებში წარადგინა. აღნიშნული პარტია თურქეთის პირველმა პრეზიდენტმა მუსტაფა ქემალ ათათურქმა დააფუძნა.წინასაარჩევნო გამოკითხვებს ჯერჯერობით არ გამოუვლენია მომავალი არჩევნების ფავორიტი, თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ წლევანდელი არჩევნები მმართველი პარტიისთვის ყველაზე რთული იქნება ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა და დამანგრეველი მიწისძვრების გამო, რომელმაც 49 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.წყარო: Politico
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/0e/248966412_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_6154d99f5847c549c362ea10c0786cd6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თურქეთი , რუსეთი, პოლიტიკა, კომპანიების ახალი ამბები, ახალი ამბები, ნატო , მსოფლიოს ახალი ამბები
თურქეთი , რუსეთი, პოლიტიკა, კომპანიების ახალი ამბები, ახალი ამბები, ნატო , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქემალ ქილიჩდაროღლუს გამარჯვების შემთხვევაში ანკარა მოსკოვს შეახსენებს, რომ ის ნატოს წევრი ქვეყანაა, განაცხადა ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის მრჩეველმა უნალ ჩევიქოზმა Politico-სთან ინტერვიუში.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ამ დროისათვის ანკარასა და მოსკოვს შორის ურთიერთობები „საკამოდ ასიმეტრიულია, ვინაიდან თურქეთი ძალიან არის დამოკიდებული რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტზე“.
მისი თქმით, ქილიჩდაროღლუს ხელმძღვანელობით თურქეთი რუსეთთან თანასწორუფლებიან ურთიერთობებს შეინარჩუნებს, თუმცა „უბრალოდ ხაზს გაუსვამს“ იმ ფაქტს, რომ ის ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის წევრია.
„რუსეთთან დისკუსიებში ჩვენ, რაღა თქმა უნდა, თანასწორი ქვეყნის პოზიციიდან ვილაპარაკებთ, მაგრამ ასევე შევახსენებთ რუსეთს, რომ თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა“, — აღნიშნა ჩევიქოზმა.
თურქეთის ექვსი ოპოზიციური პარტიისგან შემდგარმა „სახალხო ალიანსმა“ პრეზიდენტობის ერთიან კანდიდატად „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, 74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუ მარტის პირველ რიცხვებში წარადგინა. აღნიშნული პარტია თურქეთის პირველმა პრეზიდენტმა მუსტაფა ქემალ ათათურქმა დააფუძნა.
წინასაარჩევნო გამოკითხვებს ჯერჯერობით არ გამოუვლენია მომავალი არჩევნების ფავორიტი, თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ წლევანდელი არჩევნები მმართველი პარტიისთვის ყველაზე რთული იქნება ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა და დამანგრეველი მიწისძვრების გამო, რომელმაც 49 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.