https://sputnik-georgia.com/20230317/sarkinigzo-gadazidvebi-gaizarda-axali-monacemebi-275861776.html
სარკინიგზო გადაზიდვები თითქმის 22%-ით გაიზარდა: ახალი მონაცემები
სარკინიგზო გადაზიდვები თითქმის 22%-ით გაიზარდა: ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
ტვირთების ყველაზე დიდი მოცულობა გავიდა სომხეთში – 22,2%, ყაზახეთში – 9,6%, რუსეთის ფედერაციაში – 8,4%. 17.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-17T11:47+0400
2023-03-17T11:47+0400
2023-03-17T18:10+0400
საქართველო
საქსტატი
ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/09/261915053_768:1191:2291:2048_1920x0_80_0_0_c9cffaa8f61392f8bf02048ef640872a.jpg
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. 2022 წელს რკინიგზით სატვირთო გადაზიდვების მოცულობამ 14,8 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 21,8%-ით მეტია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.„საქსტატის" ცნობით, აღნიშნული მოცულობის 12,8% ადგილობრივ გადაზიდვებზე მოდის, 28,6% – საერთაშორისო (არ მოიცავს ტრანზიტს) გადაზიდვებზე, 58,6% – ტრანზიტზე.2022 წელს საერთაშორისო გადაზიდვების რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 30,1% საქართველოდან გატანილ, ხოლო 69,9% შემოტანილ ტვირთზე მოდის.ტვირთების მთლიანი მოცულობის 41,1% ქვეყანაში შემოვიდა რუსეთიდან, 21,4% – აზერბაიჯანიდან, 8,2% – სომხეთიდან, 5,3% – თურქმენეთიდან, 4% – ბულგარეთიდან, 4% – რუმინეთიდან. ტვირთების ყველაზე დიდი მოცულობა გავიდა სომხეთში – 22,2%, ყაზახეთში – 9,6%, რუსეთის ფედერაციაში – 8,4%.ტრანზიტისტატისტიკის თანახმად, ტრანზიტული ტვირთების საერთო მოცულობის 14,9% თურქეთში გავიდა, 7,8% – ნიდერლანდში, 6,7% – იტალიაში, 3,5% – ჩინეთში.2022 წელს სატრანზიტო ტვირთების 25%-ის გამომგზავნ ქვეყანას ყაზახეთი წარმოადგენდა, 20,7%-ის – თურქმენეთი, 6,6%-ის – რუსეთი, 6,4%-ის – ბრაზილია, 2,4%-ის – ჩინეთი.„საქართველოს რკინიგზა“ ყაზახეთში შუა დერეფნის გეგმების განხილვაში მონაწილეობდა>>>საანგარიშო პერიოდში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 30,1% მოდის ქვანახშირზე, ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე და ბუნებრივ აირზე, 26,8% – ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, ხოლო 13,5% – საკვებ პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე.სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განსხვავებულია განაწილება ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში: 72,5% ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე მოდის, 10% – ქვანახშირზე, ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე და ბუნებრივ აირზე, ხოლო 7,5% – სხვა არამეტალურ მინერალურ პროდუქტებზე.რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ნავთობროდუქტები და ბუნებრივი აირი (42,7%), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (20,1%), ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (12,2%).ამავე დროს ექსპორტზე გატანილია ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (42,2%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (20,8%), სოფლის მეურნეობის პროდუქტები (13,7%) და სხვადასხვა დასახელების ლითონის ნაწარმი (12,7%). სამგზავრო გადაზიდვები2022 წელს „საქართველოს რკინიგზის" მომსახურებით 1,6 მილიონზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით ორჯერ მეტია. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 482,9 მლნ მგზავრი/კილომეტრი შეადგინა, რაც 76,7%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით.გასულ წელს ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 1,6 მილიონამდე მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 97%-ს შეადგენს და 94,5%-ით აღემატება 2021წლის შესაბამის მაჩვენებელს.საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 48,5 ათასი მგზავრი, რაც სამჯერ აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 63% შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 37%. 2022 წელს აზერბაიჯანის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა.2022 წლის მდგომარეობით, საქართველოს რკინიგზის ხაზების გაშლილმა სიგრძემ 2,4 ათასი კმ შეადგინა, აქედან 98,4% ელექტრიფიცირებულია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/09/261915053_814:1035:2164:2048_1920x0_80_0_0_776b92bbcf7326488ca6a59ec74e3cc2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
სარკინიგზო გადაზიდვები თითქმის 22%-ით გაიზარდა: ახალი მონაცემები
11:47 17.03.2023 (განახლებულია: 18:10 17.03.2023) ტვირთების ყველაზე დიდი მოცულობა გავიდა სომხეთში – 22,2%, ყაზახეთში – 9,6%, რუსეთის ფედერაციაში – 8,4%.
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. 2022 წელს რკინიგზით სატვირთო გადაზიდვების მოცულობამ 14,8 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 21,8%-ით მეტია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
„საქსტატის" ცნობით, აღნიშნული მოცულობის 12,8% ადგილობრივ გადაზიდვებზე მოდის, 28,6% – საერთაშორისო (არ მოიცავს ტრანზიტს) გადაზიდვებზე, 58,6% – ტრანზიტზე.
2022 წელს საერთაშორისო გადაზიდვების რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 30,1% საქართველოდან გატანილ, ხოლო 69,9% შემოტანილ ტვირთზე მოდის.
ტვირთების მთლიანი მოცულობის 41,1% ქვეყანაში შემოვიდა რუსეთიდან, 21,4% – აზერბაიჯანიდან, 8,2% – სომხეთიდან, 5,3% – თურქმენეთიდან, 4% – ბულგარეთიდან, 4% – რუმინეთიდან.
ტვირთების ყველაზე დიდი მოცულობა გავიდა სომხეთში – 22,2%, ყაზახეთში – 9,6%, რუსეთის ფედერაციაში – 8,4%.
სტატისტიკის თანახმად, ტრანზიტული ტვირთების საერთო მოცულობის 14,9% თურქეთში გავიდა, 7,8% – ნიდერლანდში, 6,7% – იტალიაში, 3,5% – ჩინეთში.
2022 წელს სატრანზიტო ტვირთების 25%-ის გამომგზავნ ქვეყანას ყაზახეთი წარმოადგენდა, 20,7%-ის – თურქმენეთი, 6,6%-ის – რუსეთი, 6,4%-ის – ბრაზილია, 2,4%-ის – ჩინეთი.
საანგარიშო პერიოდში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 30,1% მოდის ქვანახშირზე, ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე და ბუნებრივ აირზე, 26,8% – ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, ხოლო 13,5% – საკვებ პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განსხვავებულია განაწილება ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში: 72,5% ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე მოდის, 10% – ქვანახშირზე, ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე და ბუნებრივ აირზე, ხოლო 7,5% – სხვა არამეტალურ მინერალურ პროდუქტებზე.
რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ნავთობროდუქტები და ბუნებრივი აირი (42,7%), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (20,1%), ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (12,2%).
ამავე დროს ექსპორტზე გატანილია ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (42,2%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (20,8%), სოფლის მეურნეობის პროდუქტები (13,7%) და სხვადასხვა დასახელების ლითონის ნაწარმი (12,7%).
2022 წელს „საქართველოს რკინიგზის" მომსახურებით 1,6 მილიონზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით ორჯერ მეტია. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 482,9 მლნ მგზავრი/კილომეტრი შეადგინა, რაც 76,7%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით.
გასულ წელს ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 1,6 მილიონამდე მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 97%-ს შეადგენს და 94,5%-ით აღემატება 2021წლის შესაბამის მაჩვენებელს.
საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 48,5 ათასი მგზავრი, რაც სამჯერ აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 63% შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 37%.
2022 წელს აზერბაიჯანის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა.
2022 წლის მდგომარეობით, საქართველოს რკინიგზის ხაზების გაშლილმა სიგრძემ 2,4 ათასი კმ შეადგინა, აქედან 98,4% ელექტრიფიცირებულია.