https://sputnik-georgia.com/20230210/saqartvelos-rkinigza-sua-derefnis-gegmebis-ganxilvasi-monawileobda-274773372.html
„საქართველოს რკინიგზა“ ყაზახეთში შუა დერეფნის გეგმების განხილვაში მონაწილეობდა
„საქართველოს რკინიგზა“ ყაზახეთში შუა დერეფნის გეგმების განხილვაში მონაწილეობდა
Sputnik საქართველო
შუა დერეფანი გადის ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვის აკვატორიაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოზე და შემდეგ თურქეთის გავლით ევროპის ქვეყნებზე. 10.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-10T20:14+0400
2023-02-10T20:14+0400
2023-02-10T22:42+0400
საქართველოს რკინიგზა
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0a/274770486_90:269:1129:854_1920x0_80_0_0_474f7929b1026320b85f9e6297ba35da.jpg
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. მიმდინარე წელს ევრაზიის შუა დერეფნის სრული გაციფრულება იგეგმება ტვირთის გაზრდილი მოცულობების გადასაზიდად, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.გადაწყვეტილება ამის შესახებ ყაზახეთის ქალაქ ალმატიში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის („შუა დერეფანი“) მმართველი საერთო კრების მორიგ შეხვედრაზე მიიღეს, რომელშიც მონაწილეობდა „საქართველოს რკინიგზის“ დელეგაცია გენერალურ დირექტორ დავით ფერაძის ხელმძღვანელობით.საერთაშორისო ასოციაცია „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ წევრებმა შეაჯამეს 2022 წლის შედეგები და ისაუბრეს გასულ წელს გადაზიდვების დროს გამოვლენილ პრობლემებზე.მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2023 წელს მეტი ყურადღება დაეთმობა მონაწილე მხარეებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას.„საქართველოს რკინიგზამ“ 2022 წელი რეკორდული მოგებით დაასრულა>>შეხვედრის ფარგლებში დამტკიცდა 2023 წლის სამოქმედო გეგმა, ასევე ჩინეთი-ევროპისა (შავი ზღვის პორტებით) და ჩინეთი-თურქეთის მარშრუტებზე გადაზიდვის ვადები და ტარიფები. მხარეებმა ასოციაციაში BMF Port Burgas (ბულგარეთი) - Rail Cargo Group (ავსტრია) - სს LTG Cargo (ლიეტუვა) გაწევრიანებაზე მზადყოფნა გამოთქვეს.შუა დერეფანი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც გადის ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვის აკვატორიაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოზე და შემდეგ თურქეთის გავლით ევროპის ქვეყნებზე.ევრაზიის შუა დერეფანი კიდევ უფრო აქტუალური გახდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შემდეგ. ევროპის ქვეყნებს გაუჩნდათ ალტერნატიული გზების აუცილებლობა არა მხოლოდ ენერგორესურსების, არამედ სხვა ტვირთების მიწოდების კუთხით. შუა დერეფანს კი ამ ყველაფრის უზრუნველყოფა შეუძლია.საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც ამ მიმართულებით სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს.საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
https://sputnik-georgia.com/20230210/saqartvelo-traceca-mtavrobatasorisi-komisiis-tavmjdomare-gaxdeba-274771641.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0a/274770486_113:201:983:854_1920x0_80_0_0_bded6618d0ef6ab76454c2808406080b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს რკინიგზა, საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
საქართველოს რკინიგზა, საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
„საქართველოს რკინიგზა“ ყაზახეთში შუა დერეფნის გეგმების განხილვაში მონაწილეობდა
20:14 10.02.2023 (განახლებულია: 22:42 10.02.2023) შუა დერეფანი გადის ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვის აკვატორიაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოზე და შემდეგ თურქეთის გავლით ევროპის ქვეყნებზე.
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. მიმდინარე წელს ევრაზიის შუა დერეფნის სრული გაციფრულება იგეგმება ტვირთის გაზრდილი მოცულობების გადასაზიდად, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.
გადაწყვეტილება ამის შესახებ ყაზახეთის ქალაქ ალმატიში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის („შუა დერეფანი“) მმართველი საერთო კრების მორიგ შეხვედრაზე მიიღეს, რომელშიც მონაწილეობდა „საქართველოს რკინიგზის“ დელეგაცია გენერალურ დირექტორ დავით ფერაძის ხელმძღვანელობით.
საერთაშორისო ასოციაცია „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ წევრებმა შეაჯამეს 2022 წლის შედეგები და ისაუბრეს გასულ წელს გადაზიდვების დროს გამოვლენილ პრობლემებზე.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2023 წელს მეტი ყურადღება დაეთმობა მონაწილე მხარეებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას.
შეხვედრის ფარგლებში დამტკიცდა 2023 წლის სამოქმედო გეგმა, ასევე ჩინეთი-ევროპისა (შავი ზღვის პორტებით) და ჩინეთი-თურქეთის მარშრუტებზე გადაზიდვის ვადები და ტარიფები. მხარეებმა ასოციაციაში BMF Port Burgas (ბულგარეთი) - Rail Cargo Group (ავსტრია) - სს LTG Cargo (ლიეტუვა) გაწევრიანებაზე მზადყოფნა გამოთქვეს.
შუა დერეფანი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც გადის ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვის აკვატორიაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოზე და შემდეგ თურქეთის გავლით ევროპის ქვეყნებზე.
ევრაზიის შუა დერეფანი კიდევ უფრო აქტუალური გახდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შემდეგ. ევროპის ქვეყნებს გაუჩნდათ ალტერნატიული გზების აუცილებლობა არა მხოლოდ ენერგორესურსების, არამედ სხვა ტვირთების მიწოდების კუთხით. შუა დერეფანს კი ამ ყველაფრის უზრუნველყოფა შეუძლია.
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც ამ მიმართულებით სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.