https://sputnik-georgia.com/20230317/politico-cinetma-rusets-saieriso-sasxanebi-miawoda-275863357.html
Politico: ჩინეთმა რუსეთს საიერიშო შაშხანები მიაწოდა
Politico: ჩინეთმა რუსეთს საიერიშო შაშხანები მიაწოდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ჩინურმა კომპანიებმა, მათ შორის მთავრობასთან დაკავშირებულმა, რუსეთს ათასი საიერიშო შაშხანა და სხვა აღჭურვილობა მიაწოდეს, რომლებიც... 17.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-17T12:35+0400
2023-03-17T12:35+0400
2023-07-20T15:50+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
რუსეთი
ახალი ამბები
ჩინეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/07/269263775_0:409:2561:1850_1920x0_80_0_0_2d7115196301888893e23dccffb12248.jpg
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ჩინურმა კომპანიებმა, მათ შორის მთავრობასთან დაკავშირებულმა, რუსეთს ათასი საიერიშო შაშხანა და სხვა აღჭურვილობა მიაწოდეს, რომლებიც შეიძლება ბრძოლებში იყოს გამოყენებული, იუწყება Politico საბაჟო მონაცემების აგრეგატორ ImportGenius-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით.გამოცემის ცნობით, აღნიშნული მიწოდებები, რომლებიც ასევე მოიცავდა დრონების დეტალებსა და ჯავშანჟილეტებს, 2022 წლის ივნისიდან დეკემბრამდე განხორციელდა.აღინიშნება, რომ საიერიშო შაშხანები CQ-A რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ კომპანია „ტეხკრიმს“ ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სახელმწიფო კომპანიამ China North Industries Group Corporation Limited გაუგზავნა.Politico-ს ინფორმაციით, შაშხანა CQ-A ამერიკული M16-ის მიხედვითაა შექმნილი, თუმცა დოკუმენტებში „სამოქალაქო სანადირო თოფად“ ფიქსირდება. ჩინეთში ამ იარაღს პოლიცია იყენებს, ხოლო სხვა ქვეყნებში ის არმიების შეიარაღებაში შედის.გარდა ამისა, თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების გავლით რუსულმა კომპანიებმა ჩინეთისგან სხვადასხვა დროს დრონების დეტალების 12 პარტია და 10 მლნ დოლარის ღირებულების ჯავშანჟილეტებიც მიიღეს.ამასთანავე აღინიშნება, რომ უკრაინასთან კონფლიქტში რუსული მხარის მიერ ჩინური შაშხანების გამოყენება არ ფიქსირდება, თუმცა უკრაინის თავზე ჩამოგდებული დრონი Mugin-5 რომ ჩინური წარმოებისაა, ეს უკვე დაადასტურა თავად მწარმოებელმა კომპანიამ Mugin Limited.19 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთს არალეტალურ და შესაძლოა იარაღით სამხედრო დახმარებას უწევს. მან გააფრთხილა პეკინი იმ სერიოზული შედეგების შესახებ, რომელიც შესაძლოა მოსკოვისთვის იარაღის მიწოდებას მოჰყვეს.ჩინეთი უარყოფს ამ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს და საკუთარ იარაღს კონფლიქტის ზონებში არ ჰყიდის.წყარო: Politico
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/07/269263775_160:0:2889:2047_1920x0_80_0_0_42a58909676e22ece3646d2e96ae18eb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთი, ახალი ამბები, ჩინეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, რუსეთი, ახალი ამბები, ჩინეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ჩინურმა კომპანიებმა, მათ შორის მთავრობასთან დაკავშირებულმა, რუსეთს ათასი საიერიშო შაშხანა და სხვა აღჭურვილობა მიაწოდეს, რომლებიც შეიძლება ბრძოლებში იყოს გამოყენებული, იუწყება Politico საბაჟო მონაცემების აგრეგატორ ImportGenius-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული მიწოდებები, რომლებიც ასევე მოიცავდა დრონების დეტალებსა და ჯავშანჟილეტებს, 2022 წლის ივნისიდან დეკემბრამდე განხორციელდა.
აღინიშნება, რომ საიერიშო შაშხანები CQ-A რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ კომპანია „ტეხკრიმს“ ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სახელმწიფო კომპანიამ China North Industries Group Corporation Limited გაუგზავნა.
Politico-ს ინფორმაციით, შაშხანა CQ-A ამერიკული M16-ის მიხედვითაა შექმნილი, თუმცა დოკუმენტებში „სამოქალაქო სანადირო თოფად“ ფიქსირდება. ჩინეთში ამ იარაღს პოლიცია იყენებს, ხოლო სხვა ქვეყნებში ის არმიების შეიარაღებაში შედის.
გარდა ამისა, თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების გავლით რუსულმა კომპანიებმა ჩინეთისგან სხვადასხვა დროს დრონების დეტალების 12 პარტია და 10 მლნ დოლარის ღირებულების ჯავშანჟილეტებიც მიიღეს.
ამასთანავე აღინიშნება, რომ უკრაინასთან კონფლიქტში რუსული მხარის მიერ ჩინური შაშხანების გამოყენება არ ფიქსირდება, თუმცა უკრაინის თავზე ჩამოგდებული დრონი Mugin-5 რომ ჩინური წარმოებისაა, ეს უკვე დაადასტურა თავად მწარმოებელმა კომპანიამ Mugin Limited.
19 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთს არალეტალურ და შესაძლოა იარაღით სამხედრო დახმარებას უწევს. მან გააფრთხილა პეკინი იმ სერიოზული შედეგების შესახებ, რომელიც შესაძლოა მოსკოვისთვის იარაღის მიწოდებას მოჰყვეს.
ჩინეთი უარყოფს ამ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს და საკუთარ იარაღს კონფლიქტის ზონებში არ ჰყიდის.