საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის თავმჯდომარე მეორედ გახდა

© National Wine Agency of Georgiaსაქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის თავმჯდომარე გახდა
საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის თავმჯდომარე გახდა - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2023
გამოწერა
საქართველო WWTG-ს 2014 წელს თავმჯდომარეობდა.
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველო ერთი წლით ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. მისი უფლებამოსილება 1 მაისიდან ამოქმედდება, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ეს გადაწყვეტილება ბრიუსელში გამართულ WWTG-ს ყოველწლიურ შეხვედრაზე მიიღეს. სტატუსი საქართველოს აშშ-სგან გადმოეცა.

„ეს კიდევ ერთი აღიარებაა საქართველოსი, როგორც ღვინის მწარმოებელი ქვეყნის, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ექსპორტის ზრდას, მათ შორის, ამ ჯგუფის წევრ ქვეყნებს შორის", – განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.

საქართველო WWTG-ს უხელმძღვანელებს და მის მუშაობას კოორიდინაციას გაუწევს ერთი წლის განმავლობაში. 2023 წლის ნოემბერში საქართველოში WWTG-ს ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართება, სადაც მეღვინეობის დარგის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.
WWTG ღვინის მწარმოებელი ქვეყნების ასოციაციაა, რომელშიც შედიან საქართველო, აშშ, არგენტინა, ავსტრალია, კანადა, ჩილე, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ურუგვაი.
World Wine Trade Group-ის თავმჯდომარეობა როტაციის პრინციპით ყოველწლიურად იცვლება.
აშშ-ში გამართულ გამოფენაზე ქართული ღვინოები წარადგინეს>>
საქართველო WWTG-ს 2014 წელს თავმჯდომარეობდა. აღნიშნულ პერიოდში შეთანხმდა მნიშვნელოვანი საკითხები და შემუშავდა დოკუმენტები, რომლებიც ამ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ღვინით ვაჭრობას ამარტივებს.
ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) მიერ საქართველოს ერთწლიანი თავმჯდომარეობის პერიოდი დადებითად შეფასდა. 2014 წლის აგვისტოში თბილისში გამართულ WWTG-ს პლენარულ შეხვედრაზე მიღებულ დოკუმენტს – ღვინის შემადგენლობისა და პოტენციური დამაბინძურებლების ანალიტიკური მეთოდოლოგიისა და მარეგულირებელი შეზღუდვების შესახებ – ორგანიზაციაში დღესაც „თბილისის განცხადება" ეწოდება.
ყველა ახალი ამბავი
0