https://sputnik-georgia.com/20230311/ass-si-gamartul-gamofenaze-qartuli-rvinoebi-waradgines-275702486.html
აშშ-ში გამართულ გამოფენაზე ქართული ღვინოები წარადგინეს
აშშ-ში გამართულ გამოფენაზე ქართული ღვინოები წარადგინეს
Sputnik საქართველო
ბოლო 8 წელია, ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე სტაბილურად მზარდია 11.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-11T15:34+0400
2023-03-11T15:34+0400
2023-03-11T15:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
ქართული ღვინო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1e/260032829_0:271:1400:1059_1920x0_80_0_0_236038a8bcc940b5624ba279d211815a.jpg
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ნიუ-იორკში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა Vinexpo New York-ზე საკუთარი პროდუქცია ქართული ღვინის მწარმოებელმა 26-მა კომპანიებმა წარადგინა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.უწყების ცნობით, Vinexpo New York-ის მასშტაბის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა ღვინის ბაზრების დივერსიფიცირებისა და ექსპორტის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.„ამასთან ერთად, Vinexpo New York-ში მონაწილეობით, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, მსოფლიოს ღვინის ბაზარზე არსებულ ახალ ტენდენციებს და გამოწვევებს გაეცნონ, სავაჭრო პარტნიორები მოიძიონ ამერიკის შეერთებული შტატებში, რომელიც ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და სადაც განსაკუთრებით მაღალია ღვინის ხარისხის სტანდარტები და ქართული ღვინის საექსპორტო ფასი“,-აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ქართული ღვინის იმპორტიორებს, კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Colangelo & Partners-ს და ადგილობრივი სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს (Amber Wine LLC, Saperica, Georgian House of Greater Washington) შეხვდნენ.შეხვედრებზე მხარეებმა ქართული ღვინის გაყიდვების ხელშეწყობის სტრატეგია განიხილეს, რომელიც აშშ-ში ქართული ღვინის პოზიციების გამყარებას ითვალისწინებს როგორც „ნიშურ“ სეგმენტში, ისე სავაჭრო ქსელებში.ბოლო წლებში სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, რაც კონკრეტულ შედეგებზე აისახა, აღნიშნეს უწყებაში.ბოლო 8 წელია, ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე სტაბილურად მზარდია: 2022 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო ისტორიული მაქსიმუმი, 1 მილიონ ლიტრამდე ღვინო, რაც თითქმის 28%-ით აღემატება 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1e/260032829_0:35:1400:1085_1920x0_80_0_0_5cd49f09786206674390c44b6c55f1ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , ქართული ღვინო, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , ქართული ღვინო, საქართველოს ეკონომიკა
აშშ-ში გამართულ გამოფენაზე ქართული ღვინოები წარადგინეს
ბოლო 8 წელია, ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე სტაბილურად მზარდია
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ნიუ-იორკში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა Vinexpo New York-ზე საკუთარი პროდუქცია ქართული ღვინის მწარმოებელმა 26-მა კომპანიებმა წარადგინა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
უწყების ცნობით, Vinexpo New York-ის მასშტაბის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა ღვინის ბაზრების დივერსიფიცირებისა და ექსპორტის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.
„ამასთან ერთად, Vinexpo New York-ში მონაწილეობით, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, მსოფლიოს ღვინის ბაზარზე არსებულ ახალ ტენდენციებს და გამოწვევებს გაეცნონ, სავაჭრო პარტნიორები მოიძიონ ამერიკის შეერთებული შტატებში, რომელიც ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და სადაც განსაკუთრებით მაღალია ღვინის ხარისხის სტანდარტები და ქართული ღვინის საექსპორტო ფასი“,-აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ქართული ღვინის იმპორტიორებს, კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Colangelo & Partners-ს და ადგილობრივი სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს (Amber Wine LLC, Saperica, Georgian House of Greater Washington) შეხვდნენ.
შეხვედრებზე მხარეებმა ქართული ღვინის გაყიდვების ხელშეწყობის სტრატეგია განიხილეს, რომელიც აშშ-ში ქართული ღვინის პოზიციების გამყარებას ითვალისწინებს როგორც „ნიშურ“ სეგმენტში, ისე სავაჭრო ქსელებში.
ბოლო წლებში სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, რაც კონკრეტულ შედეგებზე აისახა, აღნიშნეს უწყებაში.
ბოლო 8 წელია, ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე სტაბილურად მზარდია: 2022 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო ისტორიული მაქსიმუმი, 1 მილიონ ლიტრამდე ღვინო, რაც თითქმის 28%-ით აღემატება 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.