https://sputnik-georgia.com/20230316/iswavle-da-dasaqmdi-meriis-programa-275831459.html
„ისწავლე და დასაქმდი" - რამდენი დაინტერესდა თბილისის მერიის პროგრამით
„ისწავლე და დასაქმდი" - რამდენი დაინტერესდა თბილისის მერიის პროგრამით
პროგრამის ამოქმედებიდან 6,5 ათასი ადამიანი დასაქმდა. 16.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-16T11:56+0400
2023-03-16T11:56+0400
2023-03-16T15:37+0400
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/00/234870071_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_c85d43972dbd9a5a2713d4823aff6906.jpg
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ყველა, 400 ადგილი თბილისის მერიის პროფესიული გადამზადების პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი" პირველ ეტაპში მონაწილეობისთვის პრაქტიკულად შევსებულია, განაცხადა კოლეჯ „სპექტრის" დირექტორმა მათე ტაკიძემ. პროგრამაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყო და დღეს, 16 მარტს დასრულდება. მსურველებს რეგისტრაცია ონლაინ შეუძლიათ. საქართველოს შრომის ბაზარზე ყველაზე მაღალი მოთხოვნის მქონე პროფესიებში გადამზადების სამთვიანი კურსები 20 მარტს დაიწყება. „მიუხედავად იმისა, რომ სარეგისტრაციო პერიოდი ხანგრძლივი არ არის, მომართვიანობა არის საკმაოდ მაღალი", – განაცხადა ტაკიძემ პრესკონფერენციაზე. პროგრამა საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს: ტურიზმის სფერო, კულინარია, IT-ინჟინერია, სამშენებლო ინჟინერია, ავტოინჟინერია და სხვ. კოლეჯის დირექტორმა აღნიშნა, რომ პროგრამა მხოლოდ თბილისის მოსახლეობას ეხება, თუმცა მთლიანობაში ქვეყანაში ბევრი სხვა პროგრამაც ხორციელდება, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს. მისი თქმით, ამ პროგრამებით კვალიფიკაციის მიღება ნებისმიერი რეგიონის მცხოვრებლებს შეუძლიათ. „დასაქმების მაჩვენებელი 70%-ზე მაღალია, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია, რამდენიმე ათას ადამიანზეა საუბარი, რომლებიც გადამზადდნენ თბილისის მერიის პროგრამით", – განაცხადა მან. კალაძე: კვალიფიკაციური კადრების ნაკლებობაა, არსებობს სამუშაო ადგილების დეფიციტიც>>თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი" 2018 წელს ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში 2018 წლიდან დღემდე 6,5 ათასი ადამიანი გადამზადდა, საიდანაც 70% დასაქმდა. 2023-2025 წლებში პროგრამაში დაგეგმილია 10 ათასი მოქალაქის ჩართვა. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს 18 წლიდან. კურსებზე სწავლის ღირებულებას მთლიანად აფინანსებს თბილისის მერია. თითოეული კურსის ხანგრძლივობა, რომელიც მოიცავს როგორც თეორიას, ისე პრაქტიკას, სამი თვეა. ყველა სტუდენტი, ვინც კურსს დაასრულებს, სერტიფიკატს იღებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/00/234870071_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_acee6b97861a23f81e5205f93feaa9de.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
თბილისის მერია, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
თბილისის მერია, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
„ისწავლე და დასაქმდი" - რამდენი დაინტერესდა თბილისის მერიის პროგრამით
11:56 16.03.2023 (განახლებულია: 15:37 16.03.2023) პროგრამის ამოქმედებიდან 6,5 ათასი ადამიანი დასაქმდა.
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ყველა, 400 ადგილი თბილისის მერიის პროფესიული გადამზადების პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი" პირველ ეტაპში მონაწილეობისთვის პრაქტიკულად შევსებულია, განაცხადა კოლეჯ „სპექტრის" დირექტორმა მათე ტაკიძემ.
პროგრამაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყო და დღეს, 16 მარტს დასრულდება. მსურველებს რეგისტრაცია
ონლაინ შეუძლიათ. საქართველოს შრომის ბაზარზე ყველაზე მაღალი მოთხოვნის მქონე პროფესიებში გადამზადების სამთვიანი კურსები 20 მარტს დაიწყება.
„მიუხედავად იმისა, რომ სარეგისტრაციო პერიოდი ხანგრძლივი არ არის, მომართვიანობა არის საკმაოდ მაღალი", – განაცხადა ტაკიძემ პრესკონფერენციაზე.
პროგრამა საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს: ტურიზმის სფერო, კულინარია, IT-ინჟინერია, სამშენებლო ინჟინერია, ავტოინჟინერია და სხვ.
„ისწავლე და დასაქმდი" თბილისის მერიის პროგრამაა, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია ბიზნესისა და საზოგადოებისთვის. აქ შეიძლება ორი მიმართულების გამოყოფა: პირველი, ესაა საზოგადოება, რომელსაც რომელიმე მიმართულებით გადამზადება ესაჭიროება, ხოლო მეორე, ესაა ბიზნესი, რომელიც მომზადებულ კადრებს ელოდება.
კოლეჯის დირექტორმა აღნიშნა, რომ პროგრამა მხოლოდ თბილისის მოსახლეობას ეხება, თუმცა მთლიანობაში ქვეყანაში ბევრი სხვა პროგრამაც ხორციელდება, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს. მისი თქმით, ამ პროგრამებით კვალიფიკაციის მიღება ნებისმიერი რეგიონის მცხოვრებლებს შეუძლიათ.
„დასაქმების მაჩვენებელი 70%-ზე მაღალია, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია, რამდენიმე ათას ადამიანზეა საუბარი, რომლებიც გადამზადდნენ თბილისის მერიის პროგრამით", – განაცხადა მან.
თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი" 2018 წელს ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში 2018 წლიდან დღემდე 6,5 ათასი ადამიანი გადამზადდა, საიდანაც 70% დასაქმდა. 2023-2025 წლებში პროგრამაში დაგეგმილია 10 ათასი მოქალაქის ჩართვა.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს 18 წლიდან.
კურსებზე სწავლის ღირებულებას მთლიანად აფინანსებს თბილისის მერია. თითოეული კურსის ხანგრძლივობა, რომელიც მოიცავს როგორც თეორიას, ისე პრაქტიკას, სამი თვეა. ყველა სტუდენტი, ვინც კურსს დაასრულებს, სერტიფიკატს იღებს.