ბათუმის ბულვარში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

© AFP 2024 / Mike LEYRAL ციხის საკანი
ციხის საკანი - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2023
გამოწერა
გამოძიების ვერსიით, ბრალდებული გულგრილად მოეკიდა დაკისრებულ მოვალეობას, რასაც არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თბილისი, 15 მარტი – Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბულვარში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულ ედუარდ აბრამიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
უბედური შემთხვევა ბათუმში 12 მარტს მოხდა. ძლიერმა ქარმა ბათუმის ბულვარში მდებარე ბატუტი აიტაცა, რა დროსაც კონსტრუქციაზე მყოფი ორი მცირეწლოვანი დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი, 9 წლის ბავშვი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევის დროს მძიმედ დაშავდა მეორე მოზარდიც, რომელიც გარდაცვლილი ბავშვის ძმაა. ის სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. მომხდარის გამო დაშავდა კიდევ ერთი მოქალაქე.
პროკურატურამ ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა – მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის გამო. დაცვის მხარემ კი სასამართლოს გირაოს სანაცვლოდ აბრამიანის გათავისუფლება მოსთხოვა, თუმცა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ბავშვის დაღუპვის საქმეზე ედუარდ აბრამიანს გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავება (საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლი), რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული ბატუტის უსაფრთხოებაზე და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო.
ყველა ახალი ამბავი
0