https://sputnik-georgia.com/20230314/ucxouri-gavlenis-agenti-evrokavsiri-sakutar-kanonze-musaobs-275768342.html
უცხოური გავლენის აგენტი: ევროკავშირი საკუთარ კანონს ამზადებს
უცხოური გავლენის აგენტი: ევროკავშირი საკუთარ კანონს ამზადებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ევროკავშირის მუშაობს კანონზე, რომელიც არასამთავობო და კონსალტინგურ ორგანიზაციებს, ასევე აკადემიურ დაწესებულებებს, დაავალდებულებს... 14.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-14T12:16+0400
2023-03-14T12:16+0400
2023-07-20T15:50+0400
მსოფლიო დღეს
ევროკავშირი
პოლიტიკა
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271109241_0:159:3076:1889_1920x0_80_0_0_276bf36acb9e4a5165209862b47c5e38.jpg
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ევროკავშირის მუშაობს კანონზე, რომელიც არასამთავობო და კონსალტინგურ ორგანიზაციებს, ასევე აკადემიურ დაწესებულებებს, დაავალდებულებს, რომ ევროკავშირის საზღვრების გარედან შემოსული დაფინანსების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია გამჭვირვალე გახადონ, წერს Politico წყაროებზე დაყრდნობით.წყაროების თქმით, ავსტრალიურისა და ამერიკულის ანალოგიური კანონის მიზანი ევროკავშირში უცხოური გავლენის შესუსტებაა.კანონპროექტზე მუშაობა, რომელიც ახლა ძალიან ადრეულ სტადიაზეა, სავარაუდოდ მაისისთვის დასრულდება.როგორც Politico წერს, ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენმა გასული წლის სექტემბერში გამოაცხადა „დემოკრატიის დაცვის“ პაკეტის თაობაზე, რამაც დაუდო კიდეც სათავე უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას ევროკომისიის იუსტიციის საკითხთა კომისიის ვიცეპრეზიდენტ ვერა იუროვას ხელმძღვანელობით.თუმცა, ევროკავშირის ჩინოსანთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მისაღებად ახლა, როდესაც საქართველოში ანალოგიური კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებმა იფეთქა, ხელსაყრელი დრო არ არის.Politico-ს წყაროს ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაციები აღშფოთებულები არიან იმ წინასწარი ანკეტებით, რომლებიც მათ ევროკომისიამ დაუგზავნა. ანკეტებში რესპონდენტებს უკვე სთხოვენ, დეტალურად მიუთითონ ევროკავშირის გარეთ არსებული ფინანსური წყაროები.ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია შეშფოთებულია იმით, რომ თუ ევროპა უცხოური გავლენის აგენტების რეგისტრაციის შესახებ საკუთარ კანონს მიიღებს, ისეთი ლიდერები, როგორიც უნგრეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანია, მას ქვეყანაში პროდემოკრატიული ძალების ჩასახშობად გამოიყენებს.წყარო: Politico
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271109241_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_235abf08c2012dbc6dfcaff659ca2154.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ევროკავშირი , პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ევროკავშირი , პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ევროკავშირის მუშაობს კანონზე, რომელიც არასამთავობო და კონსალტინგურ ორგანიზაციებს, ასევე აკადემიურ დაწესებულებებს, დაავალდებულებს, რომ ევროკავშირის საზღვრების გარედან შემოსული დაფინანსების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია გამჭვირვალე გახადონ, წერს Politico წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროების თქმით, ავსტრალიურისა და ამერიკულის ანალოგიური კანონის მიზანი ევროკავშირში უცხოური გავლენის შესუსტებაა.
კანონპროექტზე მუშაობა, რომელიც ახლა ძალიან ადრეულ სტადიაზეა, სავარაუდოდ მაისისთვის დასრულდება.
„ევროკავშირის ვერსია არ იქნება მიმართული ცალკეული პირების წინააღმდეგ, მაგრამ ბლოკის ყველა კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციას აიძულებს, გაასაჯაროვონ ევროკავშირის გარედან შემოსული ფინანსები — ისეთი ტრანზაქციები, როგორებიცაა აკადემიური განათლების გადასახადი“, — ნათქვამია პუბლიკაციაში.
როგორც Politico წერს, ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენმა გასული წლის სექტემბერში გამოაცხადა „დემოკრატიის დაცვის“ პაკეტის თაობაზე, რამაც დაუდო კიდეც სათავე უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას ევროკომისიის იუსტიციის საკითხთა კომისიის ვიცეპრეზიდენტ ვერა იუროვას ხელმძღვანელობით.
თუმცა, ევროკავშირის ჩინოსანთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მისაღებად ახლა, როდესაც საქართველოში ანალოგიური კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებმა იფეთქა, ხელსაყრელი დრო არ არის.
„ეს დელიკატური საკითხია. ჩვენ ჯერ კიდევ ინფორმაციის შეგროვების ადრეულ ეტაპზე ვართ დაინტერესებული მხარეების ფართო წრისგან, რათა დავრწმუნდეთ, რომ სწორ მიდგომას ვიყენებთ“, — განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.
Politico-ს წყაროს ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაციები აღშფოთებულები არიან იმ წინასწარი ანკეტებით, რომლებიც მათ ევროკომისიამ დაუგზავნა. ანკეტებში რესპონდენტებს უკვე სთხოვენ, დეტალურად მიუთითონ ევროკავშირის გარეთ არსებული ფინანსური წყაროები.
ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია შეშფოთებულია იმით, რომ თუ ევროპა უცხოური გავლენის აგენტების რეგისტრაციის შესახებ საკუთარ კანონს მიიღებს, ისეთი ლიდერები, როგორიც უნგრეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანია, მას ქვეყანაში პროდემოკრატიული ძალების ჩასახშობად გამოიყენებს.