„საუკუნის პიარ-თაღლითობა“ - კობახიძემ პროტესტების მთავარი მიზანი დაასახელა

© photo: Sputnik / Sputnik / გადასვლა მედიაბანკშისაპროტესტო აქციები თბილისში
საპროტესტო აქციები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2023
გამოწერა
ათასობით ადამიანს გააპროტესტებინეს წაუკითხავი კანონი, აღნიშნა პოლიტიკოსმა
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტების წინააღმდეგ გამართული პროტესტი იყო ერთგვარი „საუკუნის პიარ თაღლითობა“, რომლის მთავარი მიზანი ხელისუფლების ძალადობით დამხობაა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
7-დან 10 მარტამდე თბილისის ცენტრი მასობრივმა საპროტესტო აქციებშმა მოიცვა. აქციის მონაწილეები, ძირითადად ახალგაზრდები და სტუდენტები, ეწინააღმდეგებოდნენ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონების მიღებას. კანონპროექტებს მხარი „ქართულმა ოცნებამაც“ დაუჭირა. აქციების შედეგად მმართველმა პარტიამ ორივე კანონპროექტის უკან გაწვევა გადაწყვიტა, რაც აქციის მონაწილეების უსაფრთხოებაზე ზრუნვით ახსნა.
კობახიძის თქმით, ათასობით ადამიანს გააპროტესტებინეს წაუკითხავი კანონი, რომლის ერთადერთ მიზანს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ მათივე ინფორმირება წარმოადგენდა.
„ეს იყო ერთგვარი „საუკუნის პიარ-თაღლითობა“, რომლის მთავარი მიზანი ძალადობრივი გზით ხელისუფლების გადატრიალება იყო. ეს გეგმა ჩავარდა, რადგან მას დაუპირისპირდა ჰუმანური, მაგრამ ძლიერი სახელმწიფო სისტემა, რომელიც დგას და კვლავაც მყარად იდგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სადარაჯოზე“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, გასულ კვირაში საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ჰუმანური სახე.
„ამის კიდევ ერთი გამოხატულება იყო კანონპროექტის გაწვევა იმ დროს, როდესაც სამართალდამცავ სტრუქტურებს მოძალადე ოპოზიციური დაჯგუფებების მიმართ სრული ძალისმიერი და მორალური უპირატესობა ჰქონდათ“!, - აღნიშნა მან.
ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ რისკის ქვეშ ვერ დავაყენებდით ვერცერთი ადამიანის, ვერცერთი ახალგაზრდის ჯანმრთელობას და მით უმეტეს, სიცოცხლეს იმ პირობებში, როდესაც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერი უმძიმესი პროვოკაციაც კი იყო მოსალოდნელი, აღნიშნა მან.
როდესაც საზოგადოება წინააღმდეგია
მიუხედავად იმისა, რომ ინიციატორები და მმართველი პარტია ამტკიცებდნენ, რომ კანონპროექტი საჭიროა არასამთავრობოების დაფინანსების გამჭვირვალობისთვის, უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.
მართალია, „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ კანონპროექტის საბოლოო ვერსიის მიღება მხოლოდ ვენეციის კომისიის დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ და მხოლოდ ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნებოდა შესაძლებელი, საზოგადოებამ დაპირებებს არ დაუჯერა.
მოგვიანებით „ქართული ოცნების“ ლიდერების ნაწილმა აღიარა, რომ ვერ დაარწმუნა საზოგადოება ინიციატივის სარგებლიანობაში, ხოლო ოპოზიციის პიარ-კამპანია, რომ ეს კანონპროექტი რუსული კანონის ანალოგიურია და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს, უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
„ჯერ ჩაცხრება, მერე გამწვავდება“ - პოლიტოლოგი საქართველოში საპროტესტო აქციების შესახებ>>>
პარლამენტში კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი დაიწყო, რაც ბევრჯერ პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვა საგნები დაუშინეს. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. მიტინგებში, რომლებიც 7-დან 9 მარტის ჩათვლით პერიოდში მიმდინარეობდა, უფრო მეტად სტუდენტები მონაწილეობდნენ. დღეისათვის მომიტინგეთა ყველა მოთხოვნა შესრულებულია – აქციების დროს ყველა დაკავებული პირი თავისუფალია, კანონპროექტები კი გაწვეულია.
მომიტინგეების და ძალოვანების შეტაკების შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი, დაშავებულ მომიტინგეთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
პოლიციამ აქციაზე 133 ადამიანი დააკავა, მათ შორის ერთი პირი - პოლიციელზე თავდასხმისთვის. თავის მხრივ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის საქმეები აღძრა პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტების 20-ზე მეტ ფაქტზე.
ყველა ახალი ამბავი
0