https://sputnik-georgia.com/20230314/rusetma-gaerosi-crdiloetis-nakadebtan-dakavsirebuli-mimowera-gaavrcela-275764082.html
რუსეთმა გაეროში „ჩრდილოეთის ნაკადებთან“ დაკავშირებული მიმოწერა გაავრცელა
რუსეთმა გაეროში „ჩრდილოეთის ნაკადებთან“ დაკავშირებული მიმოწერა გაავრცელა
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. მოსკოვმა გაეროში დანიასთან, შვედეთთან და გერმანიასთან მიმოწერის ასლი გაავრცელა, რომლებიც „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ ტერაქტებს იძიებენ... 14.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-14T13:00+0400
2023-03-14T13:00+0400
2023-03-14T13:00+0400
მსოფლიოში
საერთაშორისო პანორამა
რუსეთი
ინციდენტი რუსულ გაზსადენებზე
გაერო
გაეროს უშიშროების საბჭო
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/09/274732308_0:235:2815:1818_1920x0_80_0_0_52e3b8927eda349a3b90ae44197b2ce0.jpg
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. მოსკოვმა გაეროში დანიასთან, შვედეთთან და გერმანიასთან მიმოწერის ასლი გაავრცელა, რომლებიც „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ ტერაქტებს იძიებენ, წერს ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველი მოადგილე დმიტრი პოლიანსკი თავის Telegram-არხზე.მისი თქმით, აღნიშნული მიმოწერის „ოფიციალური დოკუმენტის სახით“ გავრცელება მოსკოვის რეზოლუციის პროექტის პოპულარიზაციას ემსახურება, რომელიც გაეროს ეგიდით საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ მომხდარის შესასწავლად.მანამდე რუსმა დიპლომატმა ჯექსონ ჰინკლთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი დანიის, შვედეთისა და გერმანიის გამოძიებებში ჩართული არ არის, ვინაიდან ის „გვერდზე გასწიეს“. დიპლომატის თქმით, მოსკოვს უბრალოდ რაღაც წერილებს სწერენ და ეუბნებიან, რომ „სხვის საქმეში ცხვირი არ ჩაყოს“. პოლიანსკიმ პირობა დადო, რომ მალე ამ მიმოწერას გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს დაურიგებდნენ.
https://sputnik-georgia.com/20230310/rusuli-gazsadenebis-diversia-mimowera-275671580.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/09/274732308_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_14f3763d5e22d213a32540fd84b71237.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა, რუსეთი, ინციდენტი რუსულ გაზსადენებზე, გაერო, გაეროს უშიშროების საბჭო, ახალი ამბები
მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა, რუსეთი, ინციდენტი რუსულ გაზსადენებზე, გაერო, გაეროს უშიშროების საბჭო, ახალი ამბები
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. მოსკოვმა გაეროში დანიასთან, შვედეთთან და გერმანიასთან მიმოწერის ასლი გაავრცელა, რომლებიც „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ ტერაქტებს იძიებენ,
წერს ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველი მოადგილე დმიტრი პოლიანსკი თავის Telegram-არხზე.
მისი თქმით, აღნიშნული მიმოწერის „ოფიციალური დოკუმენტის სახით“ გავრცელება მოსკოვის რეზოლუციის პროექტის პოპულარიზაციას ემსახურება, რომელიც გაეროს ეგიდით საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ მომხდარის შესასწავლად.
„დოკუმენტები ჩვენს კოლეგებს გაეროში საშუალებას აძლევს დარწმუნდნენ, რომ იმის მტკიცება, თითქოს ეს ქვეყნები მათი გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას გვაწვდიდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება, — წერს პოლიანსკი.
მანამდე რუსმა დიპლომატმა ჯექსონ ჰინკლთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი დანიის, შვედეთისა და გერმანიის გამოძიებებში ჩართული არ არის, ვინაიდან ის „გვერდზე გასწიეს“.
დიპლომატის თქმით, მოსკოვს უბრალოდ რაღაც წერილებს სწერენ და ეუბნებიან, რომ „სხვის საქმეში ცხვირი არ ჩაყოს“. პოლიანსკიმ პირობა დადო, რომ მალე ამ მიმოწერას გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს დაურიგებდნენ.