https://sputnik-georgia.com/20230310/rusuli-gazsadenebis-diversia-mimowera-275671580.html
რუსეთი გაზსადენებზე დივერსიის გამოძიებასთან დაკავშირებული მიმოწერის გამოქვეყნებას აპირებს
რუსეთი გაზსადენებზე დივერსიის გამოძიებასთან დაკავშირებული მიმოწერის გამოქვეყნებას აპირებს
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. რუსეთი მალე გამოაქვეყნებს და გაავრცელებს გაეროს უშიშროების საბჭოში დანიასთან, შვედეთთან და გერმანიასთან მიმოწერას, რომელიც... 10.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-10T14:28+0400
2023-03-10T14:28+0400
2023-03-10T19:49+0400
ახალი ამბები
ინციდენტი რუსულ გაზსადენებზე
რუსეთი
მსოფლიოში
საერთაშორისო პანორამა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1d/271752892_153:74:841:461_1920x0_80_0_0_1b25bce2f707431f55ddd00a934a8a8a.jpg
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. რუსეთი მალე გამოაქვეყნებს და გაავრცელებს გაეროს უშიშროების საბჭოში დანიასთან, შვედეთთან და გერმანიასთან მიმოწერას, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ დივერსიის გამოძიებას ეხება, განაცხადა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ დმიტრი პოლიანსკიმ ჯექსონ ჰინკლთან ინტერვიუში.მისი თქმით, რუსეთი დანიის, შვედეთისა და გერმანიის გამოძიებებში ჩართული არ არის, არა იმიტომ, რომ მოსკოვს ეს არ სურს, არამედ იმიტომ, რომ ის „გვერდზე გასწიეს“.დიპლომატის თქმით, მოსკოვს უბრალოდ რაღაც წერილებს სწერენ და ეუბნებიან, რომ „სხვის საქმეში ცხვირი არ ჩაყონ“.პოლიანსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უშიშროების საბჭოს წევრ რიგ დასავლურ ქვეყნებს არ სურთ იმუშაონ რუსეთის რეზოლუციის პროექტზე, რომელიც გაეროს გენერალურ მდივანს დივერსიის გამოსაძიებლად კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს — „რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ ასეთი გამოძიება საჭირო არაა“.მანამდე The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არსებობს სადაზვერვო მონაცემები, რომელთა თანახმად, დივერიის უკან პროუკრაინული ჯგუფი დგას, რომლის გეგმებიც, შესაძლოა, სულაც არ იყო ცნობილი კიევისთვის. გარდა ამისა, გერმანული გაზეთი Zeit წერდა, რომ მილსადენებზე თავდასხმის კვალი უკრაინისკენ მიდის, ხოლო The Times აცხადებს, რომ დასავლურმა დაზვერვამ იცის „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ დივერსიის სავარაუდო უკრაინელი სპონსორის ვინაობა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1d/271752892_119:0:854:551_1920x0_80_0_0_a5c481ed2ee86dcc416dd6a59bacf4ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, ინციდენტი რუსულ გაზსადენებზე, რუსეთი, მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა
ახალი ამბები, ინციდენტი რუსულ გაზსადენებზე, რუსეთი, მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. რუსეთი მალე გამოაქვეყნებს და გაავრცელებს გაეროს უშიშროების საბჭოში დანიასთან, შვედეთთან და გერმანიასთან მიმოწერას, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ დივერსიის გამოძიებას ეხება, განაცხადა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ დმიტრი პოლიანსკიმ ჯექსონ ჰინკლთან ინტერვიუში.
მისი თქმით, რუსეთი დანიის, შვედეთისა და გერმანიის გამოძიებებში ჩართული არ არის, არა იმიტომ, რომ მოსკოვს ეს არ სურს, არამედ იმიტომ, რომ ის „გვერდზე გასწიეს“.
„ჩვენ არ გვაქვს წვდომა არანაირ ინფორმაციაზე, არ გვაძლევენ მონაწილეობის უფლებას, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული მხარე ვართ“, — აღნიშნა პოლიანსკიმ.
დიპლომატის თქმით, მოსკოვს უბრალოდ რაღაც წერილებს სწერენ და ეუბნებიან, რომ „სხვის საქმეში ცხვირი არ ჩაყონ“.
„იმისათვის, რომ გამჭვირვალობა უზრუნველვყოთ, ჩვენ ძალიან მალე გამოვაქვეყნებთ მთელ ამ მიმოწერას და გავავრცელებთ მას უშიშროების საბჭოს წევრებს შორის“, — აცხადებს რუსი დიპლომატი.
პოლიანსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უშიშროების საბჭოს წევრ რიგ დასავლურ ქვეყნებს არ სურთ იმუშაონ რუსეთის რეზოლუციის პროექტზე, რომელიც გაეროს გენერალურ მდივანს დივერსიის გამოსაძიებლად კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს — „რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ ასეთი გამოძიება საჭირო არაა“.
მანამდე The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არსებობს სადაზვერვო მონაცემები, რომელთა თანახმად, დივერიის უკან პროუკრაინული ჯგუფი დგას, რომლის გეგმებიც, შესაძლოა, სულაც არ იყო ცნობილი კიევისთვის. გარდა ამისა, გერმანული გაზეთი Zeit წერდა, რომ მილსადენებზე თავდასხმის კვალი უკრაინისკენ მიდის, ხოლო The Times აცხადებს, რომ დასავლურმა დაზვერვამ იცის „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ დივერსიის სავარაუდო უკრაინელი სპონსორის ვინაობა.