https://sputnik-georgia.com/20230314/papuasvili-evrokavsiris-drosa-dabrundeba-tavis-adgilas-275787156.html
პაპუაშვილი: ევროკავშირის დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას
პაპუაშვილი: ევროკავშირის დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას
Sputnik საქართველო
პარლამენტის შენობასთან ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. 14.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-14T18:42+0400
2023-03-14T18:42+0400
2023-03-14T18:42+0400
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0e/275775672_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_1b7a7de42fcfeb1ccbce4220bc0baf8e.jpg
თბილისი, 14 მარტი - Sputnik. ევროკავშირის დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას, განაცხადა საქართველოს პარლამენტისთავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის შენობის წინ „ალტ-ინფოს" წარმომადგენლების მიერ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტს.რუსთაველის გამზირზე დღეს „კონსერვატიული მოძრაობისა“ და მათ მიერ შექმნილი ინტერნეტ–პლატფორმა „ალტ–ინფოს“ მომხრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა მოხსნეს, გათელეს და შემდეგ დაწვეს.პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის დროშის შებღალვა დასჯადია და დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან.„ევროკავშირის, ისევე, როგორც სხვა ქვეყნების დროშების შებღალვა, რომელიც აღმართულია ადმინისტრაციული შენობების წინ, დასჯადი გახადა და, რა თქმა უნდა, იყო განცხადებაც შსს-სი, რომ ყველა, ვინც შებღალა ევროკავშირის დროშა, სათანადოდ იქნება იდენტიფიცირებული და ადმინისტრაციული წესით შესაბამისად დასჯილი", – განაცხადა პაპუაშვილმა.პარლამენტის შენობასთან ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო>>როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს.რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს.დღევანდელი აქციის მონაწილეებმა საქართველოს ხელისუფლებას სამი მოთხოვნა წარუდგინეს: გაათავისუფლონ ლგბტ თემის მოწინააღმდეგეები, რომლებიც დააკავეს და შემდეგ გაასამართლეს 2021 წლის 5 ივლისის აქციის შემდეგ; დაისაჯონ ისინი, ვინც ცდილობდა სახელმწიფო გადატრიალებას და „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისროდა 7–9 მარტს უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებზე; ჩატარდეს რეფერენდუმი უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების საკითხზე.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0e/275775672_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_58d4abf7363a395fc35e0ff4b64207f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
პაპუაშვილი: ევროკავშირის დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას
პარლამენტის შენობასთან ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.
თბილისი, 14 მარტი - Sputnik. ევროკავშირის დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას, განაცხადა საქართველოს პარლამენტისთავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის შენობის წინ „ალტ-ინფოს" წარმომადგენლების მიერ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტს.
რუსთაველის გამზირზე დღეს „კონსერვატიული მოძრაობისა“ და მათ მიერ შექმნილი ინტერნეტ–პლატფორმა „ალტ–ინფოს“ მომხრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა მოხსნეს, გათელეს და შემდეგ დაწვეს.
„დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილს. აღდგება სამაგრიც და როგორც ვთქვი, დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ასეთი საქციელი დაუშვებელია.
პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის დროშის შებღალვა დასჯადია და დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან.
„ევროკავშირის, ისევე, როგორც სხვა ქვეყნების დროშების შებღალვა, რომელიც აღმართულია ადმინისტრაციული შენობების წინ, დასჯადი გახადა და, რა თქმა უნდა, იყო განცხადებაც შსს-სი, რომ ყველა, ვინც შებღალა ევროკავშირის დროშა, სათანადოდ იქნება იდენტიფიცირებული და ადმინისტრაციული წესით შესაბამისად დასჯილი", – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს.
დღევანდელი აქციის მონაწილეებმა საქართველოს ხელისუფლებას სამი მოთხოვნა წარუდგინეს: გაათავისუფლონ ლგბტ თემის მოწინააღმდეგეები, რომლებიც დააკავეს და შემდეგ გაასამართლეს 2021 წლის 5 ივლისის აქციის შემდეგ; დაისაჯონ ისინი, ვინც ცდილობდა სახელმწიფო გადატრიალებას და „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისროდა 7–9 მარტს უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებზე; ჩატარდეს რეფერენდუმი უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების საკითხზე.