https://sputnik-georgia.com/20230314/ombudsmeni-evrokavsiris-drosis-dawva-qartveli-xalxis-seuracxyofaa-275799286.html
ომბუდსმენი: ევროკავშირის დროშის დაწვა ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა
ომბუდსმენი: ევროკავშირის დროშის დაწვა ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა
Sputnik საქართველო
ადამიანთა ნებისმიერ ჯგუფს აქვს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ეს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყნის კონსტიტუციურ პრინციპებს, განაცხადა სახალხო... 14.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-14T23:00+0400
2023-03-14T23:00+0400
2023-03-15T00:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოს სახალხო დამცველი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0e/275775977_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_6cd51a9277ae3ff396d4a4877781e21c.jpg
თბილისი, 14 მარტი - Sputnik. ევროკავშირის დროშის დაწვა შეურაცხყოფს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, რომელიც კონსტიტუციური ჩანაწერით არის გამყარებული, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებაში.რუსთაველის გამზირზე დღეს „კონსერვატიული მოძრაობისა“ და მათ მიერ შექმნილი ინტერნეტ–პლატფორმა „ალტ–ინფოს“ მომხრეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა მოხსნეს, გათელეს და შემდეგ დაწვეს.მან აღნიშნა, რომ ადამიანთა ნებისმიერ ჯგუფს აქვს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ეს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყნის კონსტიტუციურ პრინციპებს.იოსელიანმა ასევე შეახსენა საზოგადოებას საქართველოს კონსტიტუციის მუხლი, რომლის მიხედვითაც ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. საქართველოს პარლამენტთან ევროკავშირის დროშა კვლავ აღმართეს>>შსს-მ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს. აღნიშნული სამართალდარღვევა 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0e/275775977_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_069af423d68016d2b2b963d8b8bae70c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს სახალხო დამცველი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს სახალხო დამცველი
ომბუდსმენი: ევროკავშირის დროშის დაწვა ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა
23:00 14.03.2023 (განახლებულია: 00:53 15.03.2023) ადამიანთა ნებისმიერ ჯგუფს აქვს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ეს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყნის კონსტიტუციურ პრინციპებს, განაცხადა სახალხო დამცველმა
თბილისი, 14 მარტი - Sputnik. ევროკავშირის დროშის დაწვა შეურაცხყოფს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, რომელიც კონსტიტუციური ჩანაწერით არის გამყარებული, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებაში.
რუსთაველის გამზირზე დღეს „კონსერვატიული მოძრაობისა“ და მათ მიერ შექმნილი ინტერნეტ–პლატფორმა „ალტ–ინფოს“ მომხრეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა მოხსნეს, გათელეს და შემდეგ დაწვეს.
„საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინ, პროდასავლური კურსის გამოსახატავად აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოგდება, დაწვა და მსგავსი შეურაცხმყოფელი ქმედებები, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის არათუ შემაფერხებელი ფაქტორია, არამედ ასევე შეურაცხყოფს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს“, - დაწერა იოსელიანმა.
მან აღნიშნა, რომ ადამიანთა ნებისმიერ ჯგუფს აქვს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ეს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყნის კონსტიტუციურ პრინციპებს.
იოსელიანმა ასევე შეახსენა საზოგადოებას საქართველოს კონსტიტუციის მუხლი, რომლის მიხედვითაც ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
შსს-მ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს. აღნიშნული სამართალდარღვევა 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.