https://sputnik-georgia.com/20230314/saqartvelos-parlamenttan-evrokavsiris-drosa-kvlav-armartes-275796192.html
საქართველოს პარლამენტთან ევროკავშირის დროშა კვლავ აღმართეს
საქართველოს პარლამენტთან ევროკავშირის დროშა კვლავ აღმართეს
Sputnik საქართველო
არასაპარლამენტო პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა მოხსნეს, გათელეს და შემდეგ დაწვეს. 14.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-14T21:00+0400
2023-03-14T21:00+0400
2023-03-18T16:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24387/28/243872894_0:43:1000:606_1920x0_80_0_0_776ab8bde65689dbc7ed5aae4792c7b8.jpg
თბილისი, 14 მარტი - Sputnik. ევროკავშირის დროშა დაუბრუნდა თავის ადგილს - ის კვლავ პარლამენტის შენობის წინ არის აღმართული.ევროკავშირის დროშა პარლამენტის შენობის წინ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღმართეს.რუსთაველის გამზირზე დღეს „კონსერვატიული მოძრაობისა“ და მათ მიერ შექმნილი ინტერნეტ–პლატფორმა „ალტ–ინფოს“ მომხრეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა მოხსნეს, გათელეს და შემდეგ დაწვეს.შსს-მ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს. აღნიშნული სამართალდარღვევა 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24387/28/243872894_192:0:1000:606_1920x0_80_0_0_d6b8dde64c25a9fe23afedc267b53227.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტთან ევროკავშირის დროშა კვლავ აღმართეს
21:00 14.03.2023 (განახლებულია: 16:27 18.03.2023) არასაპარლამენტო პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა მოხსნეს, გათელეს და შემდეგ დაწვეს.
თბილისი, 14 მარტი - Sputnik. ევროკავშირის დროშა დაუბრუნდა თავის ადგილს - ის კვლავ პარლამენტის შენობის წინ არის აღმართული.
ევროკავშირის დროშა პარლამენტის შენობის წინ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღმართეს.
რუსთაველის გამზირზე დღეს „კონსერვატიული მოძრაობისა“ და მათ მიერ შექმნილი ინტერნეტ–პლატფორმა „ალტ–ინფოს“ მომხრეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა მოხსნეს, გათელეს და შემდეგ დაწვეს.
შსს-მ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს. აღნიშნული სამართალდარღვევა 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.