„ქართული ოცნების“ ლიდერმა უკრაინა პროვოკაციებში დაადანაშაულა

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2023
გამოწერა
პოლიტიკოსმა ყველას მოუწოდა, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან.
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვას უკრაინული მხრიდან მძიმე პროვოკაცია უწოდა.
საუბარია ვიდეომიმართვაზე, სადაც რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც თავი წარადგინეს, როგორც საქართველოში მცხოვრება რუსებმა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, საქართველოში სამშვიდობო კონტინგენტი შემოიყვანოს. კადრებში ეს ადამიანები ლაპარაკობენ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შევიწროებაზე და აცხადებენ, რომ „საქართველოში ყველაფერი უკრაინული სცენარით ვითარდება“ და რუსებს აქ არ დაედგომებათ, თუ „ქართული მაიდანი“ გაიმარჯვებს.
„სამწუხაროდ, არ წყდება პროვოკაციები უკრაინული მხრიდან, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა ჩვენთვის. ჩვენ სრულად თანავუგრძნობთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. როდესაც ასეთ დროს ჩვენ ვაწყდებით მსგავს პროვოკაციებს, ეს არის ჩვენთვის განსაკუთრებულად მძიმე. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ თავი შეიკავონ ასეთი პროვოკაციებისგან“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
უფრო ადრე საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სათავეებთან იდგა, საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციები დააანონსა. მისი თქმით, მთავარი მიზანია საქართველოს ხელისუფლების შეცვლა და ქვეყანაში საინტერესო გაზაფხული და ზაფხული იქნება.
საუბრები ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის შესახებ საპროტესტო აქციების შემდეგ ისევ დაიწყო. მანამდე უცხოური აგენტების კანონის მიღების წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა თბილისში. შედეგად, მმართველმა პარტიამ ორივე კანონპროექტი გაიწვია.
უფრო ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არ გამორიცხა, რომ რადიკალურ ოპოზიციას თვითონ შეეძლო რამდენიმე სტუდენტის მოკვლა აქციაზე, რათა სიტუაციის დესტაბილიზაცია მომხდარიყო, მისი თქმით, მთავრობამ ქვეყანაში სტაბილურობაზე და მშვიდობაზე იზრუნა და ამ კანონპროექტებზე უარი თქვა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, სანამ ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა", ის საქართველოს ტერიტორიაზე მეორე ფრონტის გახსნას მხარს არ დაუჭერს.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მოუწოდა. მისი თქმით, დამატებითი ფრონტების გახსნა რუსეთის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა.
„ძალიან ცდებიან" - კალაძე ოპოზიციის რევოლუციურ გეგმებზე>>
უკრაინის პრეზიდენტის ახლო გარემოცვის მხრიდან ისმოდა მოწოდებები დაკარგული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დაბრუნებისთვის მოქმედებისკენ, ხოლო საქართველოს ხელისუფლების განცხადებები, რომ არ გადაუხვევენ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზას, შეაფასეს, როგორც რუსეთის პოზიციების გამართლება.
საქართველო უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, ასევე იცავს საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0