https://sputnik-georgia.com/20230314/acharashi-gadasaxadebistvis-tavis-aridebispaqtebi-gamoavlines-275766379.html
აჭარაში გადასახადებისთვის თავის არიდების ფაქტები გამოავლინეს
აჭარაში გადასახადებისთვის თავის არიდების ფაქტები გამოავლინეს
დანაშაული 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 14.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-14T13:40+0400
2023-03-14T13:40+0400
2023-03-14T13:40+0400
საქართველო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
კრიმინალი საქართველოში
აჭარა
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0a/275681060_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_f1551927ef7c5afaec6221b62a5885e5.jpg
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტებზე აჭარაში სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მის მფლობელობაში არსებული კომპანიის მეშვეობით, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, უკანონოდ მოიპოვა 286.241 კუბური მეტრი ინერტული მასალა, რომლის რეალიზაციის შედეგად 431.916 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავალი მიიღო.გარდა ამისა, ბრალდებული საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა კომპანიის შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 316.653 ლარის გადახდას.გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 192-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით, რაც 9-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0a/275681060_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_80ca0b9028c7ec38a3f1c13cfe19f488.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , კრიმინალი საქართველოში, აჭარა , ახალი ამბები
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , კრიმინალი საქართველოში, აჭარა , ახალი ამბები
აჭარაში გადასახადებისთვის თავის არიდების ფაქტები გამოავლინეს
დანაშაული 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტებზე აჭარაში სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მის მფლობელობაში არსებული კომპანიის მეშვეობით, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, უკანონოდ მოიპოვა 286.241 კუბური მეტრი ინერტული მასალა, რომლის რეალიზაციის შედეგად 431.916 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავალი მიიღო.
გარდა ამისა, ბრალდებული საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა კომპანიის შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 316.653 ლარის გადახდას.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 192-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით, რაც 9-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.