უბისა-შორაპნის მონაკვეთზე ფერდი ჩამოიშალა - საავტომობილო გზების დეპარტამენტის განმარტება

© Municipality of Kharagauli მეწყერის შედეგად ავტობანის გარკვეული მონაკვეთი ჩამოიშალა
მეწყერის შედეგად ავტობანის გარკვეული მონაკვეთი ჩამოიშალა - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2023
გამოწერა
როგორც უწყებაში აღნიშნეს, ბოლო პერიოდში მოსული უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა დააზიანა დროებითი კონსტრუქცია.
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე პროექტით დაგეგმილი სამუშაოები ფერდობის გაწმენდის შემდეგ გაგრძელდება, სადაც მეწყერის გამო ერთ-ერთი მონაკვეთის დროებითი საფარი ჩამოინგრა.
გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია და ფოტოკადრები იმის თაობაზე, რომ რიკოთის უღელტეხილზე მშენებარე ავტობანის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე, სოფელ ძირულასთან (ხარაგაულის რაიონი) ფერდი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც უწყებაში განმარტეს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთზე მიმდინარე მშენებლობის პროცესში, მე-10 კმ-ზე არსებულ მეწყერულ ფერდზე, პროექტით გათვალისწინებულია ფერდის გამაგრების (დაანკერების) კომპლექსური სამუშაოების ჩატარება.

„სამუშაოების მიმდინარეობისას, ფერდის ე.წ. დატერასება-გამაგრებამდე, ბოლო პერიოდში მოსული უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა, ჩამოშალა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებულ (ტორკრეტირებული) ზედაპირი, რამაც დააზიანა გარე ბეტონის სექცია", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც დეპარტამენტში აღნიშნეს, სამშენებლო ობიექტი მიმდინარეა და ბუნებრივია, სამუშაოები დასრულებული არ არის. შესაბამისად, ანაზღაურება მშენებელ კომპანიასთან მოხდება სამუშაოების სრულად დასრულების და საზედამხედველო კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს დადასტურებისა და მიღების შემდგომ.
საუკუნის პროექტი
რიკოთის საგზაო მონაკვეთი აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E-60) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. რიკოთზე საერთო ჯამში დაგეგმილია 51,6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. ამ მონაკვეთის დასრულება მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ამ დროისთვის პროექტი 73%-ით განხორციელებულია. ამჟამად გაჭრილია 41 გვირაბი, აშენებულია 63 ხიდი და პროექტის ძირითადი მონაკვეთების დასრულება დაგეგმილია 2023 წლის ბოლოს.
რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა საუკუნის პროექტია, რომელიც ხორციელდება ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე ურთულესი საინჟინრო ნაგებობებით.
რიკოთის მონაკვეთი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში გარდამტეხი პროექტია, რადგან მისი რეალიზაციის შედეგად ავტომაგისტრალის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება.
მინისტრი რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობის შესახებ>>>
ამ დროისათვის რიკოთზე გადაადგილების საშუალო სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაადგილების დასაშვები სიჩქარე გაიზრდება, რიგ მონაკვეთებზე კი თითქმის გაორმაგდება. ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს ითვალისწინებს.
აღმოსავლეთი–დასავლეთის გზის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ „წითელი ხიდიდან" (აზერბაიჯანთან საზღვარი) სარფამდე (თურქეთთან საზღვარი) ჩასვლა რვა საათის ნაცვლად 4–4,5 საათში იქნება შესაძლებელი.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0