https://sputnik-georgia.com/20221202/gzis-msenebloba-rikotis-ureltexilze-qarselaze-272650406.html
მინისტრი რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობის შესახებ
მინისტრი რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობის შესახებ
Sputnik საქართველო
მიმდინარე სამუშაოების პროგრესი რიკოთზე იძლევა იმის თამამად თქმის საშუალებას, რომ პროექტი მომავალ წელს დასრულდება, განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ. 02.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-02T10:21+0400
2022-12-02T10:21+0400
2022-12-02T16:18+0400
ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/02/272648406_0:192:2049:1344_1920x0_80_0_0_e7c8e8a59acd2b915529faa2b76e5119.jpg
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. ოთხზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს აკავშირებს, აქტიურად გრძელდება, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის უღელტეხილის ყველა მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.რიკოთის საგზაო მონაკვეთი აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E-60) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. რიკოთზე საერთო ჯამში დაგეგმილია 51,6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. ამ მონაკვეთის დასრულება მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.ქარსელაძე პირადად იმყოფებოდა გზის ყველა მონაკვეთზე, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, და განსაკუთრებული პროგრესი აღნიშნა ხევი–უბისასა და უბისა–შორაპნის მონაკვეთებზე, სადაც წლის ბოლოსთვის დაგეგმილი სამუშაოების, შესაბამისად, 87% და 83% იქნება შესრულებული.მინისტრმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებიც მასშტაბურ პროექტებს ახლავს, როგორიცაა გეოლოგიური (მეწყრების სახით), მეტეოროლოგიური და ნედლეულის მიწოდების პრობლემები.„მაგალითად, ლითონის მოწოდებასთან დაკავშირებით შეგვექმნა გარკვეული პრობლემები უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო. მიუხედავად იმისა, რომ მოვახერხეთ გადაწყობა, მაინც გვაქვს ლითონის მასალის დაგვიანება, რაც, რა თქმა უნდა, აისახება სამუშაოების მიმდინარეობაზე“, – განაცხადა ქარსელაძემ.მიუხედავად ამისა, მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია სამუშაოების ხარისხიანად შესრულება. ამასთან დაკავშირებით სამუშაოები ბევრად არის დამოკიდებული კლიმატურ პრიობებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მაღალი ხარისხის საფარის მოწყობა.„სწორედ ამაზეა დამოკიდებული წლის ბოლოსთვის დავასრულებთ თუ არა 11 კმ-იან და 15 კმ-იან გზის მონაკვეთებს“, – განაცხადა მან.უწყების ინფორმაციით, უკვე გაჭრილია 37 გვირაბი, აქედან სამი უკვე ექსპლუატაციაშია შესული.სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს 91 ხიდზე, საიდანაც 52 უკვე აშენებულია, მოძრაობა გახსნილია ექვს დასრულებულ ხიდზე.რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი–ხევის 11,6 კმ-იან, ხევი–უბისას 12,2 კმ-იან, უბისა–შორაპნის 13 კმ-იან და შორაპანი–არგვეთას 14,7 კმ-იან მონაკვეთებად.რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა საუკუნის პროექტია, რომელიც ხორციელდება ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე ურთულესი საინჟინრო ნაგებობებით.ამ დროისათვის რიკოთზე გადაადგილების საშუალო სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაადგილების დასაშვები სიჩქარე გაიზრდება, რიგ მონაკვეთებზე კი თითქმის გაორმაგდება. ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს ითვალისწინებს.პროექტის ფარგლებში შეიქმნება სივრცე, სადაც ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა შეძლებს თავისი პროდუქციის გაყიდვას სათანადო ინფრასტრუქტურის პირობებში. კერძოდ, სავაჭრო მოედნები მოეწყობა სურამში, შროშასა და ზესტაფონში.პროექტის საერთო ღირებულება 2,6 მლრდ ლარია. მშენებლობის დასრულება ეტაპობრივად 2023 წლის ბოლოს იგეგმება, ხოლო ცალკეული მონაკვეთების ექსპლუატაციაში შესვლა – უკვე მიმდინარე წლის ბოლოს.აღმოსავლეთი–დასავლეთის გზის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ „წითელი ხიდიდან" (აზერბაიჯანთან საზღვარი) სარფამდე (თურქეთთან საზღვარი) ჩასვლა რვა საათის ნაცვლად 4–4,5 საათში იქნება შესაძლებელი.აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/02/272648406_0:0:2047:1535_1920x0_80_0_0_f1d776cf9d9b9ffbdc63f82442835665.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
მინისტრი რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობის შესახებ
10:21 02.12.2022 (განახლებულია: 16:18 02.12.2022) მიმდინარე სამუშაოების პროგრესი რიკოთზე იძლევა იმის თამამად თქმის საშუალებას, რომ პროექტი მომავალ წელს დასრულდება, განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. ოთხზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს აკავშირებს, აქტიურად გრძელდება, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის უღელტეხილის ყველა მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.
რიკოთის საგზაო მონაკვეთი აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E-60) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. რიკოთზე საერთო ჯამში დაგეგმილია 51,6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. ამ მონაკვეთის დასრულება მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
„რიკოთზე მიმდინარე სამუშაოების პროგრესი საერთო ჯამში იძლევა იმის თამამად თქმის საშუალებას, რომ მომდევნო წელს რიკოთის პროექტი დასრულდება და მას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება როგორც საერთაშორისო, რეგიონულ ჭრილში, ისე ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.
ქარსელაძე პირადად იმყოფებოდა გზის ყველა მონაკვეთზე, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, და განსაკუთრებული პროგრესი აღნიშნა ხევი–უბისასა და უბისა–შორაპნის მონაკვეთებზე, სადაც წლის ბოლოსთვის დაგეგმილი სამუშაოების, შესაბამისად, 87% და 83% იქნება შესრულებული.
მინისტრმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებიც მასშტაბურ პროექტებს ახლავს, როგორიცაა გეოლოგიური (მეწყრების სახით), მეტეოროლოგიური და ნედლეულის მიწოდების პრობლემები.
„მაგალითად, ლითონის მოწოდებასთან დაკავშირებით შეგვექმნა გარკვეული პრობლემები უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო. მიუხედავად იმისა, რომ მოვახერხეთ გადაწყობა, მაინც გვაქვს ლითონის მასალის დაგვიანება, რაც, რა თქმა უნდა, აისახება სამუშაოების მიმდინარეობაზე“, – განაცხადა ქარსელაძემ.
მიუხედავად ამისა, მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია სამუშაოების ხარისხიანად შესრულება. ამასთან დაკავშირებით სამუშაოები ბევრად არის დამოკიდებული კლიმატურ პრიობებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მაღალი ხარისხის საფარის მოწყობა.
„სწორედ ამაზეა დამოკიდებული წლის ბოლოსთვის დავასრულებთ თუ არა 11 კმ-იან და 15 კმ-იან გზის მონაკვეთებს“, – განაცხადა მან.
უწყების ინფორმაციით, უკვე გაჭრილია 37 გვირაბი, აქედან სამი უკვე ექსპლუატაციაშია შესული.
სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს 91 ხიდზე, საიდანაც 52 უკვე აშენებულია, მოძრაობა გახსნილია ექვს დასრულებულ ხიდზე.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი–ხევის 11,6 კმ-იან, ხევი–უბისას 12,2 კმ-იან, უბისა–შორაპნის 13 კმ-იან და შორაპანი–არგვეთას 14,7 კმ-იან მონაკვეთებად.
რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა საუკუნის პროექტია, რომელიც ხორციელდება ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე ურთულესი საინჟინრო ნაგებობებით.
ამ დროისათვის რიკოთზე გადაადგილების საშუალო სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაადგილების დასაშვები სიჩქარე გაიზრდება, რიგ მონაკვეთებზე კი თითქმის გაორმაგდება. ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება სივრცე, სადაც ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა შეძლებს თავისი პროდუქციის გაყიდვას სათანადო ინფრასტრუქტურის პირობებში. კერძოდ, სავაჭრო მოედნები მოეწყობა სურამში, შროშასა და ზესტაფონში.
პროექტის საერთო ღირებულება 2,6 მლრდ ლარია. მშენებლობის დასრულება ეტაპობრივად 2023 წლის ბოლოს იგეგმება, ხოლო ცალკეული მონაკვეთების ექსპლუატაციაში შესვლა – უკვე მიმდინარე წლის ბოლოს.
აღმოსავლეთი–დასავლეთის გზის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ „წითელი ხიდიდან" (აზერბაიჯანთან საზღვარი) სარფამდე (თურქეთთან საზღვარი) ჩასვლა რვა საათის ნაცვლად 4–4,5 საათში იქნება შესაძლებელი.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.