https://sputnik-georgia.com/20230313/saqartvelosi-samedicino-universitetebis-kursdamtavrebulebi-sakvalifikacio-gamocdas-abareben-275752240.html
სამედიცინო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები საკვალიფიკაციო გამოცდას აბარებენ
სამედიცინო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები საკვალიფიკაციო გამოცდას აბარებენ
Sputnik საქართველო
საგაზაფხულო სესიაზე დარეგისტრირებულია 1090 დიპლომირებული მედიკოსი, რომლებიც გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში რეზიდენტურის დამთავრებას შეძლებენ 13.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-13T22:15+0400
2023-03-13T22:15+0400
2023-03-13T22:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/16/249518457_0:59:3239:1880_1920x0_80_0_0_698bab42a97df5f82af0f46ffeea27b7.jpg
თბილისი, 13 მარტი - Sputnik. საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები შეუდგნენ დიპლომისშემდგომი ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას, იუწყება სამედიცინო-ფარმაცევტული საქმიანობის მარეგულირებელი სააგენტოს პრესსამსახური.დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა - ეს არის პროცედურა, რომლის წარმატებით გადალახვაც უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს უფლებას აძლევს, მიიღოს დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მომზადება) ამა თუ იმ საექიმო სპეციალობის დაუფლების მიზნით.სამედიცინო-ფარმაცევტული საქმიანობის მარეგულირებელი სააგენტოს ხელმძღვანელი ლიკა ჭუმბურიძე ადგილზე გაეცნო გამოცდების ჩატარების პროცესს.სააგენტოს ინფორმაციით, საგაზაფხულო სესიაზე 1090 დიპლომირებული მედიკოსი დარეგისტრირდა. ისინი გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში რეზიდენტურის დამთავრებას შეძლებენ.სახელმწიფო საატესტაციო გამოცდები 20 მარტს დაიწყება. გამოცდაზე 558 ადამიანი ჩაეწერა და სასერტიფიკატო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ისინი დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის შესახებ მოწმობას მიიღებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/16/249518457_205:0:2936:2048_1920x0_80_0_0_9aa11af23398790f2caeb6e50b67599a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში
სამედიცინო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები საკვალიფიკაციო გამოცდას აბარებენ
საგაზაფხულო სესიაზე დარეგისტრირებულია 1090 დიპლომირებული მედიკოსი, რომლებიც გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში რეზიდენტურის დამთავრებას შეძლებენ
თბილისი, 13 მარტი - Sputnik. საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები შეუდგნენ დიპლომისშემდგომი ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას, იუწყება სამედიცინო-ფარმაცევტული საქმიანობის მარეგულირებელი სააგენტოს პრესსამსახური.
დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა - ეს არის პროცედურა, რომლის წარმატებით გადალახვაც უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს უფლებას აძლევს, მიიღოს დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მომზადება) ამა თუ იმ საექიმო სპეციალობის დაუფლების მიზნით.
სამედიცინო-ფარმაცევტული საქმიანობის მარეგულირებელი სააგენტოს ხელმძღვანელი ლიკა ჭუმბურიძე ადგილზე გაეცნო გამოცდების ჩატარების პროცესს.
სააგენტოს ინფორმაციით, საგაზაფხულო სესიაზე 1090 დიპლომირებული მედიკოსი დარეგისტრირდა. ისინი გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში რეზიდენტურის დამთავრებას შეძლებენ.
სახელმწიფო საატესტაციო გამოცდები 20 მარტს დაიწყება. გამოცდაზე 558 ადამიანი ჩაეწერა და სასერტიფიკატო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ისინი დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის შესახებ მოწმობას მიიღებენ.