https://sputnik-georgia.com/20230313/rodis-miigebs-saqartvelo-kandidatis-statuss-premieris-molodinebi-275731884.html
როდის მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს? პრემიერის მოლოდინები
როდის მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს? პრემიერის მოლოდინები
Sputnik საქართველო
პრემიერი დარწმუნებულია, რომ საქართველომ გააკეთა და აგრძელებს მაქსიმუმის გაკეთებას ევროკავშირის ყველა რეკომენდაციის შესასრულებლად. 13.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-13T13:18+0400
2023-03-13T13:18+0400
2023-03-13T17:26+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0c/272962292_288:170:1024:584_1920x0_80_0_0_f19639a76de564f7732b62e310f5df9e.jpg
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას 2023 წლის ბოლომდე ელოდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს შეიტანა. ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ.მისი თქმით, საქართველომ გააკეთა და აგრძელებს მაქსიმუმის გაკეთებას ყველა რეკომენდაციის შესასრულებლად.„ჩვენ ერთად ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში შეგვესრულებინა ყველა რეკომენდაცია, რომელთა შესრულებაც ჩვენი მხრიდან აუცილებელია", – განაცხადა ღარიბაშვილმა.რატომ ეთქვა უარი საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე: კალაძემ მიზეზები განმარტა>>>როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ორ-სამჯერ უსწრებს ყველა მიმართულებით, კანდიდატის სტატუსი კი მათ „ავანსად მისცეს".„ვიცით, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს, ჩვენ თავისებურად დაგვსაჯეს, გვითხრეს, დაელოდეთ, ახლა სტატუსი არ იქნებაო. ამაზე ჩვენ ვთქვით: გასაგებია, მადლობა, მეგობრებო და მივიღეთ ევროპული პერსპექტივა“, – განაცხადა პრემიერმა.საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის ოფიციალურ დასკვნას ელოდება, რომელიც საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულების საკითხზე შემოდგომაზე იქნება მზად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0c/272962292_344:172:1024:682_1920x0_80_0_0_9702924513d5f68fbcf1ebe3354b7e9d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
როდის მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს? პრემიერის მოლოდინები
13:18 13.03.2023 (განახლებულია: 17:26 13.03.2023) პრემიერი დარწმუნებულია, რომ საქართველომ გააკეთა და აგრძელებს მაქსიმუმის გაკეთებას ევროკავშირის ყველა რეკომენდაციის შესასრულებლად.
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას 2023 წლის ბოლომდე ელოდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს შეიტანა. ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ.
„ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ არავისი არ გვშურს. მაგრამ ვინაიდან ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, სტატუსი უნდა მივიღოთ წლის ბოლომდე. თუ დამსახურებულ მიღებაზეა საუბარი, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს", – განაცხადა ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
მისი თქმით, საქართველომ გააკეთა და აგრძელებს მაქსიმუმის გაკეთებას ყველა რეკომენდაციის შესასრულებლად.
„ჩვენ ერთად ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში შეგვესრულებინა ყველა რეკომენდაცია, რომელთა შესრულებაც ჩვენი მხრიდან აუცილებელია", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ორ-სამჯერ უსწრებს ყველა მიმართულებით, კანდიდატის სტატუსი კი მათ „ავანსად მისცეს".
„ვიცით, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს, ჩვენ თავისებურად დაგვსაჯეს, გვითხრეს, დაელოდეთ, ახლა სტატუსი არ იქნებაო. ამაზე ჩვენ ვთქვით: გასაგებია, მადლობა, მეგობრებო და მივიღეთ ევროპული პერსპექტივა“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის ოფიციალურ დასკვნას ელოდება, რომელიც საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულების საკითხზე შემოდგომაზე იქნება მზად.